21 სექტემბერი 2020, 10:50 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 3696 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 1534 უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება

დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 11:20

COVID19

საპატრულო პოლიცია COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 425 თბილისში დადასტურდა

„რაც შეეხება აჭარას, იქ 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 372 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 27, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 64, კახეთთში - 3, გურიაში - 21, მცხეთა მთიანეთი - 18, სამცხე ჯავახეთი -9 , რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

20 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:17

საზოგადოება

ა და ბე ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ნოემბრის პირველ ნახევარში შემოვა

ა და ბე ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ნოემბრის პირველ ნახევარში შემოვა, - აღნიშნულ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით წელს სახელმწიფოს მიერ 230 ათას დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოტანაა განსაზღვრული. რომელსაც რისკჯგუფში შემავალი ადამიანები უფასოდ გაიკეთებენ. როგორც მედიკოსი ამბობს, ვაქცინის გასაკეთებლად საუკეთესო დრო ნოემბრის მეორე ნახევარია, რადგან ამ პერიოდში იწყება გრიპიანობის შემთხვევების მატება და პიკს დეკემბრის ბოლოს აღწევს. პროფესორის თქმით მნიშვნელოვანია აიცრან რისკჯგუფში შემავალი პაციენტები, რათა არ გართულდეს მათი მდგომარეობა და covid-19-ის პანდემიის პირობებში, გრიპის ვირუსის შემთხვევებმა ჯანდაცვის სისტემა არ გადატვირთოს.

20 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე გახდა ცნობილი.

20 ოქტომბერი 2020, 11:12

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად“- , – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

20 ოქტომბერი 2020, 11:09

რეგიონი

ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესამე დღეა სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2020, 11:06

სპორტი

NBA-ს ვარსკვლავი სტეფ კარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს

​​​​​​​NBA-ს ვარსკვლავი სტეფ კარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს. „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის განცხადებით, თითქმის ყველა წიგნი აქვს წაკითხული, რომელიც მასზეა დაწერილი, თუმცა ყველაზე მეტად მარკუს ტომპსონის „გოლდენი“ მოსწონს, რადგან ეს ადამიანი მის ცხოვრებასა და კარიერას ყველაზე კარგად იცნობს.

თამაზ გაიაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 10:49

საზოგადოება

თამაზ გაიაშვილი: დავით გარეჯზე სპეკულაცია და პოლიტიკური ინსინუაციები ყოვლად უადგილოა, ყველა ქართველი, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას

ვახტან გორგასლის ორდენის კავალერი, მფრინავი თამაზ გაიაშვილი, დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რითაც ამ ისტორიულ და კულტურულ ძეგლთან მიმართებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

20 ოქტომბერი 2020, 10:43

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება. ბენეფიციარები, რომლებმაც ახალი საცხოვრებელი სახლი მიიღეს, სპეციალური კომისიის მიერ, სპეციალურად შემუშვებული ანკეტის საფუძველზე შეირჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომისიის მიერ უპირატესობა მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს მიენიჭათ.

20 ოქტომბერი 2020, 10:39

COVID19

არგენტინა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

კერძოდ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1 002 662 ადამიანი დაინფიცირდა, ბოლო 24 საათში კი 12 982 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციას ქვეყანაში სულ 26 716 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ გასული-დღე ღამის განმავლობაში 451 პაციენტი გარდაიცვალა.

ალექსანდრე გოგინავა

20 ოქტომბერი 2020, 10:28

COVID19

ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რა დროს უნდა გაიკეთოს ადამიანმა კორონავირუსზე ტესტი

დახურულ სივრცეში ინფიცირებულთან 10-15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ყოფნა, რა დროსაც არ არის დაცული დისტანცია და არც პირბადეა გამოყენებული, კონტაქტად ითვლება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის ჩატარებაა საჭირო, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 10:25

რეგიონი

დედოფლისწყაროს სოფლების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა

დედოფლისწყაროს სოფლების, ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სატუმბო სადგურს, წყლის სათავე ნაგებობას და რეზერვუარებს. მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

ბიძინა კულუმბეგოვი

20 ოქტომბერი 2020, 10:17

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი არის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ანუ სახლში მისი მართვა შეიძლება

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან მჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო თუ სუნთქვის გაძნელებას ან გულმკერდის არეში ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობთ, როცა არაფერს აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კახა საბანაძე

20 ოქტომბერი 2020, 10:08

საზოგადოება

კახა საბანაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც, ევროპულმა მხარემ ქართულ მხარეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის პროექტი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხოსე პადილია

20 ოქტომბერი 2020, 09:48

კულტურა

ესპანელი DJ ხოსე პადილია გარდაიცვალა

1995 წელს DJ ხოსე პადილიამ ელექტრონული კომპოზიციების კრებული შექმნა, რითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2001 წელს გამოცემული მეორე ალბომი "გრემის" ჯილდოს მფლობელი გახდა. სულ ხოსე პადილიას სულ 25-მდე ალბომი აქვს გამოცემული.

20 ოქტომბერი 2020, 09:36

ეკონომიკა

მცირე ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets-ი შექმნა

ახალი პორტალი დაინტერესებულ მხარეებს სავაჭრო ხელშეკრულებების პირობებს უკეთ უხსნის და კომპანიებს მათ პროდუქციაზე არსებული შეღავათების სარგებლობით უზრუნველყოფს. პორტალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე მათ, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 09:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იფსოს - საფრანგეთმა განაცხადა, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვთ იმ კვლევებთან, რომლებიც „მთავარი არხის“ ეთერში იდება

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკერტულ პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიების ერთობასთან დაკავშირებული ტელევიზიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მუდმივად იტყუებიან. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მათ პირდაპირ გააყალბეს კვლევის შედეგები და ვერანაირი მეთოდოლოგიით ვერ აიხსნება ცდომილება, რომელიც მათ აჩვენეს.

20 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

ჩინეთში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა

გარდა ამისა, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში 24 უსიმპტომო შემთხვევა აღრიცხეს. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში სულ 85 685 ადამიანი დაინფიიცრდა, 4634 კი გარდაიცვალა. ეს სტატისტიკა უკვე 5 თვეა არ შეცვლილა.