imedi /  21 სექტემბერი 2020, 13:13 / სანდო წყარო

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის ერთ-ერთი, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტებს უტარებდა. ინფიცირებულთა შორისაა კლინიკის დირექტორიც. ინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებულთა კონტაქტები, დაახლოებით 10 პირი თვითიზოლაციაშია. მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულებს მოქალაქეებთან კონტაქი არ ჰქონიათ. ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ტესტირების მსურველთა რიგში მოქალაქეების დისტანციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება

ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია

31 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: დილის 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 10% შეადგინა

ყველა უბანი საბურთალოს რაიონში დილის 8 საათზე გაიხსნა, პროცედურა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დილის 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 10 % შეადგინა.

31 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

სომხეთში ბოლო 24 საათში, 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,381 პაციენტს დაუდასტურდა, 41 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 89,813 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,341 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 55,317.

31 ოქტომბერი 2020, 11:55

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,752 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,752 ადამიანს დაუდასტურდა, 155 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 387,481 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 7,196 პაციენტი ემსხვერპლა, 158,928 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

31 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 48,268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 48,268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 8,137,119-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 551 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 121,641-ს აღწევს, ჯამში 7,432,829 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

31 ოქტომბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. „დღეს მე ხმა მივეცი ქვეყნის გაძლიერებას. ხმა მივეცი იმას, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაცვის უფლება იყოს პრიორიტეტი და ადამიანებმა შეძლონ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე დღევანდელია“, - განაცხადა სერგეენკომ.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქთ შესაძლებლობა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ მათი კონსტიტუციური უფლება და გააკეთონ არჩევანი.

კახა ოქრიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 11:44

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: მეც იარაღით დავდივარ

მეც იარაღით დავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დიმიტრი შაშკინს, რომელიც დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, იარაღის ტარების უფლება აქვს. „მაგრად ვიგებთ, 65 პროცენტით ვიგებთ. იარაღის ტარების უფლება აქვს და მეც გადავაადგილდები იარაღით“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 11:40

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პროვოკაციის დაგეგმვას შეეცდება, სახელმწიფო მოწოდებულია, რომ ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს

თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პროვოკაციის დაგეგმავს შეეცდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია დაცულია.

ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან

31 ოქტომბერი 2020, 11:32

პოლიტიკა

ვრცელდება ფოტო, რომ ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომ ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოზე გამოსახული პირები დევი ჭანკოტაძის ახლობლები არიან. მანამდე სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც დიმიტრი შაშკინი იარაღითაა. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში გადადგილდებოდა. ფოტოზე ჩანს, რომ მას იარაღი აქვს და მხარდამჭრებთან ერთადაა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 11:31

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: შაშკინი რომ ბრიყვია, ამის თქმას იარაღის დემონსტრირება მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიძულებს, თორემ ახალი ამაში არაფერია

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დიმიტრი შაშკინის ფოტოს ეხმაურება.

31 ოქტომბერი 2020, 11:31

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას მივეცი ხმა

„ნაციონალური მოძრაობოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი 22-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, ხმა ერის გამთლიანებას და ზიზღის დასრულებას მისცა.

31 ოქტომბერი 2020, 11:21

პოლიტიკა

საია-ში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები ამომრჩევლებს წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან სურათებს უღებდნენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სულხან სალაძის განცხადებით, დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, მისივე თქმით, გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. სალაძის განმარტებით, ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

31 ოქტომბერი 2020, 11:19

პოლიტიკა

გიგი უგულავა: განცდა მაქვს, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს

განცდა მაქვს, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიცია გაიმარჯვებს. ივანიშვილი მშვიდობიანად, ხალხის ნებით ჩამოშორდება ხელისუფლებას და ხალხის ნების წინააღმდეგ არ ვურჩევ მას წასვლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან განაცხადა. გიგი უგულავამ არჩევნებზე ხმა მისცა. მისი თქმით, ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც ხალხის მსახური იქნება.

31 ოქტომბერი 2020, 11:16

რეგიონი

მესტიაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მესტიაში. 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცახდებენ, რომ ამ დრომდე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ბოლო მონაცემებით 860 ადამიანი გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, რაც საოლქოს ინფორმაციით მაღალი მაჩვენებელია. დღის ბოლომდე 8 860 ამომრჩეველს ელოდებიან უბნებზე. რეგისტრირებულია 40 უბანი, აქედან ერთი სპეცუბანია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

31 ოქტომბერი 2020, 11:15

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მანუჩარ კვირკველიამ ოზურგეთის მე-3 საარჩევნო უბანზე, ხმა მისცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მანუჩარ კვირკველიამ ოზურგეთის მე-3 საარჩევნო უბანზე, ხმა მისცა. მისი განცხადებით, უკეთესს მომავალს მისცა ხმა. როგორც მან აღნიშნა, გურიაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

თეა ახვლედიანი

31 ოქტომბერი 2020, 11:14

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ხმა მივეცი ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ერთიანობას, თავისუფლებას, საქართველოს დასავლური კურსით განვითარებას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე დააფიქსირა.

კორონავირუსი

31 ოქტომბერი 2020, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ნათია მეზვრიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

კორონავირუსი

31 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2881 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2881 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.