imedi /  21 სექტემბერი 2020, 13:19 / სანდო წყარო

ლევან რატიანი: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ გვყავდეს მძიმე პაციენტები

ლევან რატიანი


ლევან რატიანი


ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა.

„საბედნიეროდ, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა, დაახლოებით 15 პირია ასეთი და ეს იმ მასშტაბში, რა მასშტაბიც დღეს გვაქვს ვირუსის გავრცელების. ალბათ, მეტყვიან, რომ თუ არსებობს პროგრესული ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის, თეორიულად უფრო მეტად იზრდება რაოდენობა მძიმე პაციენტების, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა მასობრივმა ტესტირებამ გაზარდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 22:01

COVID19

კახეთში სასულიერო პირს, რეანიმაციის მედდას, პედაგოგს, საარჩევნო კომისიის წევრს, დასუფთავებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კორონავირუსით გრემის სასულიერო პირი დაინფიცირდა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ვირუსი აღმოაჩნდა ყვარლის რეანიმაციის მედდას, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, გურჯაანის დასუფთავებისა და თავდაცვის სამინისტროს ერთ თანამშრომელს. კორონავირუსი დაუდასტურდა 2 სამართალდამცველს.

27 ოქტომბერი 2020, 21:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 18 418 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 418 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 267 ადამიანი გარდაიცვალა.

ვიტალი შკლიაროვი

27 ოქტომბერი 2020, 21:37

მსოფლიო

მედია: ვიტალი შკლიაროვმა ბელარუსის ტერიტორია დატოვა

ბელარუსში დაკავებულმა პოლიტტექნოლოგმა, ვიტალი შკლიაროვმა, რომელიც 19 ოქტომბერს შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, ქვეყნის ტერიტორია დატოვა.

ნიკა ლალიაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 21:33

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: შევარჩიეთ Public Opinion Strategies - კომპანია, რომელსაც აქვს აბსოლუტურად უმწიკვლო ბიოგრაფია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ისტორია

ძალიან დიდი ხანი ვარჩევდით პარტნიორს, თითქმის ზაფხულიდან მოყოლებული, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, - ამის შესახებ „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.

ეკა კვიტაშვილი და მიხეილ სააკაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 21:32

საზოგადოება

ეკა კვიტაშვილი სააკაშვილზე: პირველი ნოემბრიდან თავად უმუშევარი დარჩება და არ მგონია, სხვების დასაქმება-არდასაქმებაზე საზრუნავად ჰქონდეს საქმე

„შეცდი მიშა, ეს არ უნდა მოგეწერა, კიდევ ერთხელ შეგვახსენე, რომ არასდროს უნდა დაბრუნდეს დრო, როცა შენ ნიშნავდი ან ხსნიდი ადამიანებს“ - ასე ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა კვიტაშვილი მიხეილ სააკაშვილის სმს შეტყობინებას, რომელიც მან საჯარო მოხელეებს გაუგზავნა.

ნილ ნიუჰაუსი

27 ოქტომბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის პარტნიორი ნილ ნიუჰაუსი: 2020 წლის ამერიკის საარჩევნო კამპანიის თითქმის ყველა დონეზე ვმუშაობთ და კომუნიკაციის ექსპერტები ვართ

2020 წლის ამერიკის საარჩევნო კამპანიის თითქმის ყველა დონეზე ვმუშაობთ და კომუნიკაციის ექსპერტები ვართ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ Public Opinion Strategies-ის პარტნიორმა ნილ ნიუჰაუსმა განუცხადა. კომპანიის ანგარიშზე 10 მლნ იტერვიუ და 24 ათასზე მეტი წარმატებით განხორციელებული კვლევითი პროექტია. იგი მონაცემთ სიზუსტითა და გამოკითხვებისადმი ეფექტური მიდგომით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ტელეკომპანია „იმედმა“ საპარლამენტო არჩევნების ეგზითპოლების ჩასატარებლად Public Opinion Strategies აირჩია.

27 ოქტომბერი 2020, 21:19

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

27 ოქტომბერი 2020, 21:09

რეგიონი

თამარ იოსელიანი: ისტორიული დღის მომსწრენი ვართ - ფოთში საზღვაო განათლება ოფიციალურად დაბრუნდა

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას სასწავლებლის შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, სასწავლებელი პირველ ეტაპზე მსურველებს მაღალი ხარისხის გადამზადებისა და მოკლევადიან სასერტიფიკაციო კურსებს შესთავაზებს.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 21:07

რეგიონი

ნათია თურნავა: ჩვენ შევუსრულეთ დანაპირები საქართველოს 384 დასახლებულ პუნქტს, სადაც 2021 წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი შევა

საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილობრივ ოჯახებს ეწვია და გაზიფიცირების ქსელთან მიერთება პირადად მიულოცა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საჩუქრად გაზქურებიც გადასცა.

27 ოქტომბერი 2020, 21:03

რეგიონი

ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

28 ოქტომბერს ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ASB საქართველო (ASB Georgia) და მისი მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების გაძლიერებაა.

გიორგი ვოლსკი

27 ოქტომბერი 2020, 20:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი შემოიჭრა ამ თითქოსდა გაერთიანებულ ოპოზიციაში და აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ფერი უცვლია, არც ზნე უცვლია

„ეს რეალობა, რაც დღეს შეიქმნა ზუსტად აჩვენებს იმ გეგმას, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია და შორს ვერც წავიდოდა 2004-2012 წლის სადისტური მმართველობის ფორმიდან. ვანო მერაბიშვილი შემოიჭრა ამ თითქოსდა გაერთიანებულ ოპოზიციაში და აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ფერი უცვლია, არც ზნე უცვლია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო მკაცრს პასუხს გასცემს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2020, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს წარმატების მიღწევის საშუალება

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“ ესმის, რომ მისი გამოჩენა არ არის მომგებიანი, თუმცა კულუარულად ის აქტიურად მუშაობს და საკმაოდ მძიმე ზრახვები აქვს არჩევნებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ ალბათ მოგვიანებითაც გვექნება საუბარი. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ჩართულობას, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუმცა ასევე ისიც უნდა გავიმეოროთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არავითარი ფორმით არ აქვს არავითარი წარმატების მიღწევის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2020, 20:43

რეგიონი

კახა კალაძე: ვპირდები გულშემატკივრებს - როგორც კი ეპიდვითარება დასტაბილურდება, ბათუმში მსოფლიო ვარსკვლავებს ჩამოვიყვანთ

საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას. ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კეთდება ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 20:39

საზოგადოება

მთავრობის მეთაური მეთევზეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად მეთევზეებს შეხვდა.

27 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 21 994 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 994 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 221 ადამიანი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი 2020, 20:34

საზოგადოება

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, თეა ახვლედიანი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოხუმის უნივერსიტეტსა და თსუ-ს ბაზაზე არსებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა.

27 ოქტომბერი 2020, 20:32

მსოფლიო

საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, თურქეთის წინააღმდეგ ზომები მიიღონ

საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, თურქეთის წინააღმდეგ ზომები მიიღონ მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფრანგული ნაწარმის ბოიკოტი მოითხოვა.

ალექსანდრე ჩივაძე

27 ოქტომბერი 2020, 20:27

სპორტი

ალექსანდრე ჩივაძე: ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ - ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება, - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ ბათუმში, ახალი სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 20:24

რეგიონი

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის

თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანხა დაუჯდა აღნიშნული სტადიონი აჭარის ბიუჯეტს, ეს იყო ყველა გულშემატკივარის ოცნება.

ლევან კობიაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 20:23

რეგიონი

ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება

ამ ქალაქს სჭირდებოდა ეს სტადიონი, წლების განმავლობაში ბათუმში არა მარტო სტადიონი, არამედ ფეხბურთის მოედანიც კი არ იყო. გვეამაყება, რომ ეს წარმატებით შევძელით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების საფუძველი იქნება, - ამის შესახებ ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.