imedi /  22 სექტემბერი 2020, 11:59 / სანდო წყარო

ზუგდიდში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 253 ნიმუშიდან, 6 კოვიდდადებითია.
რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან სამი პირი ფოთის მკვიდრია.

ინფიცირებულთა შორის ერთი ქალი სენაკის მკვიდრია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება. ორი ინფიცირებულული კი გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერის კონტაქტია.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ჯამში 253 ნიმუში გაიტესტა. 340 ბიოლოგიური ნიმუში კვლევის რეჟიმშია და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

რუხის კლინიკაში, ამ დროისთვი, 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. დღეს კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეებში, 133 მოქალაქე იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბერდია სიჭინავა

26 ოქტომბერი 2020, 11:38

COVID19

ბერდია სიჭინავა: ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა, დღეს გამოჯანმრთელდა 603 პირი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 11:37

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ახალი შეზღუდვების დაწესებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ

წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის აუცილებლობა იყო, დაწესებულია, მოქმედებს და ახალი შეზღუდვების დაწესებას ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, არ ვაპირებთ. ხვალ თუ რაიმე შეიცვლება, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:29

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ

როგორც ხედავთ, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იზრდება საქართველოშიც და ეს ზრდა ისევ მოსალოდნელია. დღეს 1 872 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდია, მივდივართ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:28

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება

„შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე უკვე იმუშავეს, ამაზე დეტალურად უკვე ცესკო ისაუბრებს ალბათ და შესაბამისი უფლებამოსილი პირები. თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლებს“, - მეზვრიშვილმა.

26 ოქტომბერი 2020, 11:27

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა

„რაც შეეხება აჭარას, იქ 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 337 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 90, ქვემო ქართლში - 89 , შიდა ქართლში - 54, კახეთში - 13, გურიაში - 32, მცხეთა მთიანეთი - 30 , სამცხე-ჯავახეთი - 11, რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ალექსანდრე ქანთარია

26 ოქტომბერი 2020, 11:13

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

26 ოქტომბერი 2020, 11:10

რეგიონი

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.

26 ოქტომბერი 2020, 11:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ლაშა ნაცვლიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 10:58

საზოგადოება

ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას: გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული, თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი

კერძო პირის მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

ბოიკო ბორისოვი

26 ოქტომბერი 2020, 10:53

COVID19

ბულგარეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ის რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილისგან, ნიკოლაი ნანკოვისგან გადაედო. ბორისოვმა ნანკოვის ინფიცირების შესახებ 23 ოქტომბერს გაიგო, რამდენიმე საათით ადრე კი თავად ჩაიტარა გეგმური ტესტირება და, პირველ ჯერზე, პასუხი უარყოფითი იყო.

26 ოქტომბერი 2020, 10:40

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 43 009 311 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 959 776 - გამოჯანმრთელდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:30

COVID19

ჩინეთში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:27

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:14

მსოფლიო

აზერბაიჯანი და სომხეთი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა. თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

26 ოქტომბერი 2020, 09:57

სამართალი

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

26 ოქტომბერი 2020, 09:52

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა. ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

ნათია თურნავა

26 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

26 ოქტომბერი 2020, 09:23

მსოფლიო

ჩილეში კონსტიტუციის შეცვლას ზეიმობენ

საყოველთაო რეფერენდუმი ქვეყანაში 25 ოქტომბერს გაიმართა. ელექტორატის 78%-მა მხარი ე.წ. „პინოჩეტის კონსტიტუციის“ შეცვლას დაუჭირა. ახალი კონსტიტუციის მიღების მოთხოვნით ჩილეში საპროტესტო გამოსვლები ერთი წელია იმართება.