imedi /  22 სექტემბერი 2020, 18:06 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: ნიღაბი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, იმისთვის რომ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

ამ ვირუსს აქვს თავისი მახასიათებელი, რომელიც უკვე შესამჩნევია, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ განაცხდა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, იქ, სადაც კორონავირუსის მოსალოდნელ საფრთხეს სათანადო სერიოზულობით არ აღიქვამენ, ზიანი მაღალია, იმ შემთხვევაში კი როცა საზოგადოება სპეციალისტების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, ზიანი მინიმალურია.

„იქ, სადაც მის ნეგატიურ ზეგავლენას, მოსალოდნელ ხიფათს არ ითვალისწინებენ, იქ, რა თქმა უნდა, ზიანი უფრო მეტად მნიშვნელოვანია. სადაც რეკომენდაციები არის დროული და გათვალისწინებული, ასევე საზოგადოების მხრიდან დამყოლობა, იქ, რა თქმა უნდა, ზიანი არის მინიმალური. ასე რომ, ჩვენ ვიცით უკვე როგორ უნდა მოვიქცეთ, უბრალოდ უნდა შევასრულოთ ის, რაც უკვე ვიცით და რაც უკვე გამოცდილია. უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება. ნიღაბი უნდა გახდეს ყოველდღიური ატრიბუტი, რამეთუ, ეს უკვე დადგენილია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი იმისთვის რომ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 23 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2020, 21:20

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 20 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 986 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 155 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კახიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ოპონენტებს უნდოდათ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პანაშვიდზე ევლოთ და ხელისუფლება გაელანძღათ

„კარგია რომ ეს ფაქტი დამთავრდა იმით, როგორც დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის. მე ვიცი რომ ამ საკითხზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ანდრეი ბაბიში

22 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: ბოდიშს ვიხდი ახალი შეზღუდვების გამო, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მან და მისმა მთავრობამ შეცდომები დაუშვეს ეპიდემიასთან გამკლავებისას.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება

შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო გააგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერას

„კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

22 ოქტომბერი 2020, 20:15

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 800 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 189 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა

„მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“ - განაცხადა მინისტრმა.

22 ოქტომბერი 2020, 20:13

საზოგადოება

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 20:11

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური დაპირისპირებაა. 50 წლამდე ასაკის კაცს ბიძაშვილებმა სცემეს, რის გამოც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 20:10

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსს ერთი თავისებურება აქვს, პირველ დღეებში არ გაგრძნობინებს რომ ცუდად ხარ - ნუ დაეყრდნობით ამ სიმპტომს

„მოსახლეობის 60-70 პროცენტში კორონავისური მსუბუქად მიმდინარეობს და ასეთი პაციენტები ბინაზე უნდა დარჩნენ. კოვიდით ავადობა მოიმატებს, ცოტა ხანში დადგება ის მომენტი, როდესაც თუ ოჯახიში ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, დანარჩენ სხვა წევრს, თუ მსგავსი კლინიკური სიმპტომი ექნება, გატესტვის გარეშე დაესმება დიაგნოზი, ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის, სადიაგნოსტიკოდ ყველა არ საჭიროებს ოქროს სტანდარტის ტესტის გამოყენებას“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ჟან კასტექსი

22 ოქტომბერი 2020, 20:09

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნოემბერში უკიდურესად რთული იქნება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნოემბერში უკიდურესად რთული იქნება, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს.

გივი მიქანაძე

22 ოქტომბერი 2020, 20:07

რეგიონი

გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა

„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს და გააფართოვებს პროექტებს, რომლებიც რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უზრუნველყოფს. წარმოგიდგენთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ძირითად აქტივობებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: 5 ათას ჰექტრამდე ახალი ბაღის გასაშენებლად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა, რაც სანედლეულო ბაზას უქმნის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელიც ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას იძლევა დამატებით შემოსავლებს და გვაძლევს საშუალებას რომ მეტი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ ქვეყანაში - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 19:59

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელიწადში, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

22 ოქტომბერი 2020, 19:57

რეგიონი

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება, რაც ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვისს აერთიანებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია იმ ლოკაციაზე, სადაც ცენტრი განთავსდება, ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს.

22 ოქტომბერი 2020, 19:48

მსოფლიო

დანიამ გერმანელი ტურისტებისთვის საზღვარი დახურა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეპე კუფუდის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებენ. ევროპული ქვეყნებისთვის უმრავლესობისთვის დანიამ საზღვრები უფრო ადრე ჩაკეტა.

22 ოქტომბერი 2020, 19:45

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 ადამიანი გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 19:43

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021-2024 წლებში, ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს

ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა, სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მძევლების გათავისუფლების მიზნით ვიმოქმედეთ მსოფლიოში დადგენილი წესებით და სტანდარტით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის მიერ ზუგდიდში გუშინ გათავისუფლებული 43 მძევლის და ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში პოლიციამ მსოფლიოში დადგენილი წესების და სტანდარტების შესაბამისად იმოქმედა, რის შედეგადაც უვნებლად შეძლო მძევლების გათავისუფლება.

22 ოქტომბერი 2020, 19:38

COVID19

საფრანგეთის კიდევ 38 დეპარტამენტში კომენდანტის საათი დაწესდება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, საფრანგეთის კიდევ 38 დეპარტამენტში კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.