22 სექტემბერი 2020, 20:15 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 100 პაციენტი მკურნალობს. მათგან 98-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 050 შემთხვევაა დადასტურებული, 311 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩემი თხოვნაა, საარჩევნო ყუთთან ყველა ადამიანმა თავისი არჩევანი დააფიქსიროს

„არ არსებობს არჩევნები, რომელსაც თან რისკები არ ახლავს. ობიექტური რეალობიდან ვამბობთ, რომ ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ დამაჯერებლად, ამის თქმის საფუძველს ჩვენი თავდაჯერებულობის მაღალი ხარისხი კი არ გვაძლევს, ამ ხარისხს გვმატებს ხალხის განწყობა, რეალური რეიტინგები, მაგრამ ეს რეიტინგები თავის მხრივ დამოკიდებულია გაკეთებულ კარგ საქმეზე“.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულა

„სამჯერ და ოთხჯერ მეტია გაკეთებული, ვიდრე იმ ფასადური აღმშენებლობის ხანაში. კრიმინალსაც რომ შევეხოთ, დღეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, მკვლელობა, ყაჩაღობა 3-ჯერ არის შემცირებული. ოკუპაციის გარდა, რომელსაც ამ ქვეყანაში თანაავტორები ჰყავს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემმა არის სოციალური ფონი. ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ რამენაირად ამ სიღარიბის აღმოფხვრას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 22:48

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 11 თვის ბავშვი დაინფიცირდა

imedinews-ის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ, ძმისგან დაინფიცირდა 11 თვის ჩვილი, რომელიც სტაციონარშია მოთავსებული. ვირუსი დაუდასტურდა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ერთ პედაგოგს და საუბნო -სარჩევნო კომისიის ერთ წევრს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:45

რეგიონი

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დაიწყო

ჩაქვში, პირველი თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის ბაზა აშენდება. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

29 ოქტომბერი 2020, 22:37

საზოგადოება

285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

29 ოქტომბერი 2020, 22:35

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 ადამიანი გარდაიცვალა.

29 ოქტომბერი 2020, 22:35

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე და გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში გამართა.

ჰანს კლუგე

29 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

თამარ არჩუაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:26

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ

საქართველოს აეროპორტებში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კრიზისის პირობებში საქართველოს აეროპორტებმა შეძლეს როგორც თანამშრომლების, ისე ბიზნესპარტნიორების შენარჩუნება. მისივე განმარტებით, პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა მიმდინარე სხვადასხვა ხარჯების შემცირებით „ლოქდაუნის“ პირობებში აეროპორტებმა თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხეს.

ოლეგ დეინეკა

29 ოქტომბერი 2020, 22:20

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტის ოლეგ დეინეკას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე 49 უკრაინელი სახელმწიფო მოხელე ჩამოვა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში

ისინი 31 ოქტომბრის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო დამხობას, არეულობის მოწყობასა და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას გულისხმობს, - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტისმა ოლეგ დეინეკამ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან დაკავშირებულ ზრახვებზე ისაუბრა.

მინდია უგრეხელიძე

29 ოქტომბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

მინდია უგრეხელიძე: რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?!

რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?! ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა და თუ ჩვენ შევცდით, თუ ჩვენ მრავალჯერ შევცდით, თუ ჩვენ ახლა 31-ში კიდევ შევცდით ჩვენ ბევრჯერ გვექნება კიდევ სანანებელი და მოსაბოდიშებელი, მაგრამ ამ ვალს ჩვენ ვეღარასდროს გავისტუმრებთ. ამიტომ მე მოგიწოდებთ თქვენ, ვიყოთ დარაზმული იმისათვის, რათა ჩვენ თვითონ ავუკრძალოთ ჩვენს თავს შეცდომის უფლება, - ასე მიმართა სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

ნოდარ ტურძელაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:07

პოლიტიკა

ნოდარ ტურძელაძე: 31 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი საქართველოს წარმატებულ მომავალს

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, ძალისხმევას არ დავიშურებ , რომ ვემსახურო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას, -ამის შესახებ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

„დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლ ჯოიალი

29 ოქტომბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

პოლ ჯოიალი: სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად, საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად, საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი უსაფრთხოების დარგში, პოლ ჯოიალი „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მასობრივი მობილიზაციისა და შეკრებების შესახებ კოვიდაფეთქების დიდ საფრთხეს ქმნის, რაც ქართველ ხალხს დიდი რისკის წინაშე აყენებს.

29 ოქტომბერი 2020, 21:46

რეგიონი

გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ჯამში 86 მილიონი ლარი დაიხარჯება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 და საგარეჯოს 3 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ჯამში 86 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორივე მუნიციპალიტეტში პროექტებზე მუშაობა დასრულებულია და ტენდერი სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. ცნობილია, რომ გურჯაანში 49, ხოლო საგარეჯოში 27 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისათვის, რომ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდებს.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 21:40

საზოგადოება

კახა კალაძე: მეამაყება, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით და პარკებით

„ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენთვის ყველა რაიონს, ქუჩას, გამზირს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მოწესრიგდეს“.

გია აბაშიძე

29 ოქტომბერი 2020, 21:35

პოლიტიკა

გია აბაშიძე: დაქირავებული დამკვირვებლები ჩამოდიან უკრაინიდან, ეს ოფიციალურად ასეა. ისინი, ასე ვთქვათ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდა

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დაქირავებული დამკვირვებლები ჩამოდიან უკრაინიდან, ეს ოფიციალურად ასეა. ისინი, ასე ვთქვათ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. ანალიტიკოსმა უკრაინიდან მოვლინებულ საარჩევნო დამკვირვებლების შესახებ ისაუბრა და იმ გეგმებზე, რომელიც არჩევნების დღეს „ნციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა განავითაროს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 21:26

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და არც ერთ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ წარსულში

ჩვენი თანმიმდევრული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგოც ყოველთვის იქნება კონცენტრირებული იმ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ყოველთვის ატარებდა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 21:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2024 წელს ჩვენ გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი და გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია

„ჩვენი ქმედებებით და რეფორმებით პატივს ვცემთ იმ ღირებულებებს რასაც ევროპულ ოჯახში ძალიან მაღალი ადგილი უკავია, ეს არის: სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რომელიც ეს ყველაფერი წლების წინ მათი („ნაცმოძრაობა“) ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს ფეხქვეშ იყო გათელილი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ წარსულში და 2024 წელს ჩვენ უკვე გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი, რომ ჩვენ გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

29 ოქტომბერი 2020, 21:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რადიკალური ისლამური ტერაქტები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - მხარდაჭერას ვუცხადებ ფრანგ ხალხს

აშშ-ის პრეზიდენტი, ემანუელ დონალდ ტრამპი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.