imedi /  24 სექტემბერი 2020, 12:25 / სანდო წყარო

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება

კორონავირუსი ისრაელი

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესება კორონავირუსის მეორე ტალღასთან გასამკლავებლადაა აუცილებელი.

„ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის გადასარჩენად ორი კვირით სრული კარანტინი უნდა გამოვაცხადოთ. ამის შემდეგ კიდევ ორი კვირის განმავლობაში შეზღუდვების ნაწილს მოვხსნით, მაგრამ ეს ყველაფერი ინფიცირებულთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

18 სექტემბერს ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინი მეორედ გამოცხადდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 332 შემთხვევაა დაფიქსირებული. 148 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 335 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:12

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს

მინისტრმა გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ეს გახლდათ ის, რომ ყველაფერი გააკეთეს, არ მომხდარიყო ვინმეს დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დროსა და ეტაპებში ზუსტად იმოქმედეს და ყოველგვარი პანიკური გარემოს შექმნის გარეშე განახორციელეს ოპერაცია.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 00:11

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელძღვანელი, ავთო გალდავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

23 ოქტომბერი 2020, 00:06

სამართალი

ვაკა გორგილაძე: 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზირებული

ჩემთვის აშკარაა რომ პოლიცია, რომელიც არსებობს 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ არის დეპოლიტიზირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

23 ოქტომბერი 2020, 00:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება.

ირაკლი სესიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას, პირველ რიგში უნდა გადაარჩინოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

„მაგალითად, ის იმდენად აღჭურვილი იყო, რომ ბიოლოგიური მასალა არ დაეტოვებინა. რაც ყველაზე საშიში იყო, მის ქცევაში, მის მოთხოვნებში ჩამდა, რომ ის ყველაფერზე წასვლელი იყო. ის მზად იყო აეფეთქებინა ხელყუმბარა, მზად იყო მოესპო საკუთარი სიცოცხლე, ასევე იქ მყოფი მძევლების“- განაცადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:51

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით

მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფილმ „ოცნება სიცოცხლისთვის“ ავტორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტი, ეს არის ერთ-ერთი ვერაგი დაავადება მთელ მსოფლიოში, რომელიც ვერც ერთმა ქვეყანამ ასეთი პროგრამით ვერ დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

22 ოქტომბერი 2020, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში გააკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა.

თემურ რადიანი

22 ოქტომბერი 2020, 23:34

საზოგადოება

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით განკურნებული: ხელახლა დავიბადე

„როდესაც დაგირეკავს ექიმი და გეტყვის, რომ პრეპარატი არსებობს და ის შენთვის მიუწვდომელია, მერე გადის რაღაც პერიოდი და გირეკავს და გეუბნება, რომ შენ განკურნებული ხარ ამ უმძიმესი დაავადებისგან, ეს არის ხელახლა დაბადება. ეს ყველაფერი მოსაყოლად ძალიან ძნელია. აქ ყველაზე მთავარი ის ემოცია და განცდა იყო როდესაც ხარ აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში, არანაირი საშუალება არ გაქვს. ექიმი გეუბნება რომ აზრი არ აქვს შენს მკურნალობას, გამოდის რომ შენი ცხოვრება დამთავრებულია, ამ პერიდოში უკვე მძიმედ ვიყავი, ღვიძლის დაზიანების მეოთხე ხარისხი მქონდა, მე ამ პროგრამით განვიკურნე“, - აღნიშნა თემურ რადიანმა.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2020, 23:24

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

მიქაუტაძე დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს თანამდებობა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუსაბამოა, კანონის შესაბამისად, მიქაუტაძეს მდივნის უფლებამოსილება შეუწყდა.

22 ოქტომბერი 2020, 23:04

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ირაკლი ჩიქოვანი

22 ოქტომბერი 2020, 22:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2020, 22:33

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს ე.წ. „საზღვარი“ არ გადაუკვეთავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დამნაშავეს, რომელმაც ზუგდიდში ბანკში ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ილჰამ ალიევი

22 ოქტომბერი 2020, 22:20

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ირანთან საზღვარს სრულად ვაკონტროლებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია კონფლიქტის ზონაში ირანთან საზღვარს სრულად აკონტროლებს.

22 ოქტომბერი 2020, 22:18

სამართალი

პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 165 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვლადიმერ პუტინი

22 ოქტომბერი 2020, 21:47

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გავუშვებდით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გაუშვებდნენ.

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი

22 ოქტომბერი 2020, 21:45

რეგიონი

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:44

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრია აღდგეს სწრაფად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს

ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია უნდა აღდგეს სწრაფად, დაიწყოს მდგრადი განვითარება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა თელავში, პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც ძალიან დაზარლდა კოვიდ 19-ის დროს.

მიხეილ დაუშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს

ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ თელავში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესის განვითარების საფუძვლი საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობაა.

22 ოქტომბერი 2020, 21:20

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 20 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 986 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 155 ადამიანი გარდაიცვალა.