http://imedi.ge/ /  24 სექტემბერი 2020, 16:21 / სანდო წყარო

კახეთში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთი

კახეთში, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 43-დან 45-მდე გაიზარდა. COVID-19 ყვარელში ერთ-ერთ ადგილობრივს დაუდასტურდა. ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი წყაროს და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობს.

მეორე შემთხვევა კი ლაგოდეხში გამოვლინდა. ის აჭარიდან სტუმრად ჩასული ინფიცირებულების ჯგუფის კონტაქტია.

მანამდე კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა დღეს აჭარაში გამოვლინდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი ხელაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალის ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს

„ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, საქართველოში აღინიშნა ჯერ კიდევ არდაშლილ საბჭოთა კავშირში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავი. ოპოზიციამ, რომელსაც ანტიკომუნისტი დისიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, დამაჯერებელი უმრავლესობით მოიგო არჩევნები და პირველი გარდამავალი მთავრობის შექმნის უფლება მიიღო, მოგვიანებით კი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“.

ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სექტემბერში, თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს, როგორიც გასულ წელს იყო

სექტემბერში ძალიან პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა. ესაა -0.7 შემცირება წინა წელთან შედარებით, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც შარშან იყო, თუმცა, უნდა გვაქხსოვდეს, რომ ტურიზმი, სხვადასხვა შეფასებით, 9-10%-ია საქართველოს ეკონომიკის და ის მოგვაკლდა. მიუხედავად ამისა, შარშანდელ დონეზე ვნარჩუნდებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 15:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვერ დამისახელებთ ვერცერთ სფეროს, სადაც ხელშესახები პროგრესი არ არის

„თვითკმაყოფილებით არავინ არის შეპყრობილი და კარგად ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლებზეც ადეკვატური პასუხი ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში გვჭირდება. მაგალითად, იმისთვის, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე. სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მონაცემებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო 30 პროცენტი და დღეს იმავე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით არის 19-ნახევარი პროცენტი, ეს არის ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გასაკვირი „ქართული ოცნების“ 60% კი არა, ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ასეთ პარტიებს ჯამში 40% აქვთ

დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი მხარდაჭერა და ეს დადასტურებულია იმ კვლევებით, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობს. გამოქვეყნდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის - ტელევიზიების მიერ. ჩვენ გვაქვს ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული კვლევები და თითოეული მათგანი ძალიან მაღალ მხარდაჭერას ადასტურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

გიორგი გახარია რუსულ რბილ ძალაზე: ამას ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვუპირისპირებთ პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედია პლურალიზმს, სრულ გახსნილობას

შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისთვის და რეკლამისთვის, ეს არაფერს არ ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიას მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით

პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით, - ამის შესახებ ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.​

30 ოქტომბერი 2020, 15:29

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა 2 ადამიანი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კაცმა 2 ადამიანი მოკლა, ორი მეზობელი კი დაჭრა. imednws-ის ინფორმაციით, მკვლელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მოათავსა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ

„ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:16

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე რისკ-ჯგუფებს მოუწოდებს, გრიპის საწინაღმდეგო აცრა გაიკეთონ

„დღეიდან უკვე შეგვიძლია მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გაფართოვდეს ეს არიალი რისკ-ჯგუფებში. განსაკუთრებით ფართო რიკს-ჯგუფები დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს გადაცილებულები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ასევე იცრებიან ქართული ჯარის ნაწილები, პატრული და სხვა პატარა რიკს-ჯგუფის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

პაატა იმნაძე

30 ოქტომბერი 2020, 15:15

COVID19

პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების მკვეთრი მატება არ გვაქვს

დღეს დადგა ის პერიოდი, როდესაც, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებული უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირებული, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დაავადებული იყო ბევრი, გავიდა დრო და ეს ადამიანები უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადების საფუძველი არ არის

საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, საბოლოოდ, შევძელით ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა

რადიკალური ოპოზიციის მცირე პროვოკაციების მიუხედავად, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდოებიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უწრუნველყოფა, - ამის შესახებ ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 15:02

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელეონა ჰოჯა გეიბრეას და დელეგაციის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის ახალი ელჩი მიიღო

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის ახალ ელჩს უმასპინძლა. ანდრიუს კალინდრასთან შეხვედრის ფოტოები პრეზიდენტის Twitter გვერდზე გავრცელდა. „ველი თქვენ მიერ წვლილის შეტანას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში“, - წერია ზურაბიშვილის ტექსტში.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 14:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: ნოემბერსა და დეკემბერში კოვიდშემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც გაიზრდება

კორონავირუსის მხრივ გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა, დღეს ამ ბოლო ხნის განმავლობაში ანტირეკორდი, 546,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარი ევროპაშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:56

COVID19

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 ოქტომბერს აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

„ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახლემწიფოები, რომელ სუვერენულ ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

30 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდეს და იმედი მაქვს, ოპოზიცია გონს 2024 წელს მაინც მოეგება

ადამიანები (ოპოზიცია), რომელბმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად, დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ კოალიციას, ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო, ეს სრული არათანმიმდევრულობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: რაც გუშინდელი აქციის დროს სადღაც შორიდან, „სკაიპით“ ჩართულმა ლიდერმა განაცხადა, იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, ამას შესაძლოა, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს

ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება. სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადებას, რა თქმა უნდა, შესაძლოა სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

აშშ

30 ოქტომბერი 2020, 14:50

პოლიტიკა

ნატოში აშშ-ის მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნატოში აშშ-ის მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი ტექსტი მისიის Twitter-ზე გავრცელდა. „საქართველოში შაბათს არჩევნებია, მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ. დემოკრატიული ღირებულებები საფუძველია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატოში საქართველოს მომავალი წევრობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია: იმის გამო, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა

ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ მარტივი მიზეზების გამო - ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას არ აქვს შინაარსობრივი თემები, ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა, პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.