http://imedi.ge/ /  25 სექტემბერი 2020, 15:48 / სანდო წყარო

შიდა ქართლში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გორმედი

კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში 2 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან ერთი თვითიზოლაციაში იყო, მეორეს კი, ვირუსული ინფექცია კლინიკა „გორმედში“ პრევენციული ტესტირებისას დაუდასტურდა.

ამ კლინიკაში ჯამში 2400 ტესტი გაკეთდა, კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, პაციენტს მრავალი თანმდევი დაავადება ჰქონდა, მათ შორის ინსულტი, გულის უკმარისობა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს, ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ეპიდკვლევები და დგინდება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ვინაობა.

საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 265 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:18

საზოგადოება

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება არის შესაძლებელი

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ მკვეთ ქუჩებზე შემოდის ზონალურ-საათობრივი პარკირება. 20 ოქტომბრიდან ვაკეში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობა მივიდეს და დაარეგისტრიროს ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 933 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბლისის შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე, თუ როგორი მოწიწებით ვუდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, ეს გამოიხატა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუდიაშვილის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:14

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის კაცი გალიდან, ხოლო 70 წლის ქალი კი სამეგრელოდან იყო. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლურჯი ავტობუსები

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

თბილისის მერია მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ მარშრუტებს პარასკევს წარუდგენს

„პარასკევს გვინდა საზოგადოებას, თბილისის მოსახლეობას გავუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია - რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს ეს მარშრუტები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. და რაც ყველაზე მთავარია, ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა იყოს თანხვედრაში, მეტროსთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურს სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგების უზრუნველყოფა დაავალა

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სერვისცენტრებში მისულმა მოქალაეებმა უნდა დაიცვან რიგები. ყველა ადამიანს უნდა დაურიგდეს პირბადე, რომელთაც არ ეკეთებათ. ამით ისინი დაიცვან სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.

21 ოქტომბერი 2020, 11:05

რეგიონი

სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

21 ოქტომბერი 2020, 10:57

სპორტი

გიორგი შერმადინმა 21 წუთში, 26 ქულა დააგროვა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფე იბეროსტარი“ ასპარეზობს. პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიის „ბაკენ ბიარს“ უმასპინძლეს და 98:73 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა დიდი როლი შეასრულა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:52

თემა

როგორ დავეხმაროთ ალკოჰოლდამოკიდებულს. ინსტრუქცია

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი უჭირს ან სასმელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, სამსახურსა თუ სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეს უკვე, დიდი ალბათობით, პრობლემაა. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევას ეხება, თუ ალკოჰოლის მიღება პრობლემებს თქვენს ცხოვრებაშიც იწვევს. მაშინაც კი, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი ყოველდღე არ სვამს და სამსახურებრივ თუ სწავლის საქმეებს უმკლავდება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც ალკოჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, პრობლემა არ უნდა უგულებელყოთ: ზღვარი სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის მცირეა. ასეთი სირთულეების მქონე ადამიანს თავად პრობლემისა და მკურნალობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. როგორც წესი, ის ზოგჯერ და ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მკურნალობის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ ყოყმანობს. თუ ის თავის პრობლემას საერთოდ არ ცნობს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არასდროს აღიარებს. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აქვს შანსი, ამ პროცესზე გავლენა იქონიოს.

კორონავირუსი ბრაზილია

21 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 23 227 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 661 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რობოტიზაცია

21 ოქტომბერი 2020, 10:47

ტექნოლოგიები

კვლევა: 2025 წლისთვის სამუშაო ამოცანების ნახევარს მანქანები შეასრულებენ

კვლევა მსოფლიოს 300 უმსხვილესი კომპანიაში ჩატარდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „რობოტების რევოლუცია“ მსოფლიოს მასშტაბით 97 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ დაახლოებით ამავე რაოდენობის ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რაც უამრავი ადამიანის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებს.

21 ოქტომბერი 2020, 10:37

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,651,108-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 717 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,914-ს აღწევს. ჯამში 6,795,103 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:22

თავდაცვა

საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შსს-ს ინფორმაციით, შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ნიგერია საპროტესტო

21 ოქტომბერი 2020, 10:20

მსოფლიო

BBC: ნიგერიაში საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე მოკლეს

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი ჯარისკაცებმა გაუხსნეს. შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაიჭრა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაღუპულების შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ.

21 ოქტომბერი 2020, 09:51

COVID19

შსს-ს თანამშრომლები COVID19-ის პრევენციისთვის აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მონიტორინგს ახორციელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:43

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონი „მანჩესტერმა“ გამარჯვებით დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა „იუნაიტედმა“ პარკ დე პრენსზე ტურნირის შარშანდელი ფინალისტი პსჟ ბრუნო ფერნანდეშისა და მარკუს რაშფორდის გოლებით დაამარცხა, მასპინძლებმა კი ერთადერთი ბურთი ანტონი მარსიალის ავტოგოლის შედეგად გაიტანეს და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

21 ოქტომბერი 2020, 09:26

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

21 ოქტომბერი 2020, 09:17

რეგიონი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ.