imedi /  25 სექტემბერი 2020, 18:58 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით, საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება

გიორგი გახარია

ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კოვიდ 19-ზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ და გაგიზიაროთ სათქმელი, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში დაუგროვდა ჩვენს ქვეყანას - საქართველოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად. ეს ფორმატი უჩვეულოა და შეიძლება, ისტორიულიც ვუწოდოთ, რადგან ამ დისტანციური ჩართვის მიზეზი გვაერთიანებს ყველას - დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს - კოვიდ 19-ის პანდემიას. ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან - მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები. ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე. სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ. კოვიდ-19-თან ბრძოლაში პროაქტიული გადაწყვეტილებების, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პაუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და აღნიშნა, რომ მათი დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში.

“ამაყი ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში გაიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს - აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში. რა თქმა უნდა, განსაცდელი არსად წასულა, ვირუსი ისევ გვიტევს, მაგრამ, ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, სიტუაცია თანმიმდევრულად ვმართოთ და ყველას გავუზიაროთ საქართველოს წარმატებული გამოცდილება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

09 მაისი 2021, 17:52

სპორტი

გოლფის კლუბ „თბილისი ჰილსში“ საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

ტურნირი 4 მაისს დაიწყო. ჩემპიონატში 19 ქვეყნიდან 60-მდე მოყვარული მოთამაშე მონაწილეობდა. მათ შორის გოლფის ქართველი მოთამაშეებიც. ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირის მონაწილეები ასევე ქართულ კულტურასა და სამზარეულოსაც გაეცნენ.

09 მაისი 2021, 17:08

პოლიტიკა

მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას ეხმაურებიან

„ეს არის სწორედ უპრინციპობის გამოხატულება, როდესაც ადამიანი თვითონ არ იხდის გირაოს, მით უმეტეს, როდესაც მას ამის ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ახდევინებს სხვას. ეს ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

09 მაისი 2021, 17:03

რეგიონი

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, უამინდობის შედეგად ახმეტის მასშტაბით რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა. მერიაში სტიქიის დამთვლელი კომისია ცოტა ხანში დაზიანების მასშტაბს ადგილზე ნახავს და შეისწავლის.

09 მაისი 2021, 17:02

კულტურა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ შექმნილ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს

ნაწარმოების შესრულებაში 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა და ა.შ.

09 მაისი 2021, 16:51

თავდაცვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების: ანდეზიტისა და ყვიბისის, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მიმდებარედ, მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული მუხის, თხმელას (მურყანი), წიფელის, ვერხვისა და წიწვოვანი სახეობის - ჯამში - 8.5 მ3 ხე-ტყე.

ბუბა ხოტივარი

09 მაისი 2021, 16:37

საზოგადოება

ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სამოქალაქო პანაშვიდი კი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში 5 მაისს გარდაიცვალა. ხოტივარმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

„ლელო საქართველოსთვის“

09 მაისი 2021, 16:27

პოლიტიკა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „ლელოს“ ოფისში შეიკრიბნენ

ჩვენ უნდა დავიწყოთ სწრაფად მუშაობა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, - ამის შესახებ პარლამენტის არჩეულმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრაც საერთო პოზიციის შეჯერებას უკავშირდება. სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის შიდა კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით გაგრძელდება.

ლინას ლინკევიჩუსი

09 მაისი 2021, 16:16

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: 76 წლის წინ გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ „გამარჯვებებს“, როგორებიცაა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსია

„გამარჯვების აღლუმი და სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება კრემლის ხელმძღვანელობის მიერ ამაო დღესასწაულია. 76 წლის წინ გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ „გამარჯვებებს“, როგორებიცაა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსია და საერთაშორისო სამართლის დარღვევის სხვა შემთხვევები“, - წერს ლინკევიჩუსი.

09 მაისი 2021, 16:04

კულტურა

ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინო ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. მთავარი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს „ოქროს დინოზავრს“ გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

09 მაისი 2021, 15:50

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“: ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთებიდან ჩვენს გვერდზე მასიური შემოტევა შეინიშნება

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთების მხრიდან ჩვენს, „ფეიჯებზე“ შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია და დავბლოკეთ ასობით Facebook-ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალ შექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა. თუმცა, აქტიურობს არაერთი ძველი „ექაუნთიც“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სადრაძე

09 მაისი 2021, 15:35

სამართალი

ნიკა მელიას საქმის პროკურორი: ჩვენ შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ, პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს

ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

09 მაისი 2021, 15:08

რეგიონი

მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს, კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

09 მაისი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე: ეს ევროკავშირის „დაჩმორებას“ ნიშნავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთავის გირაოს გადახდა სამარცხვინოა. „ეს ნიშნავს ევროკავშირის „დაჩმორებას“, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მეუფე შიო

09 მაისი 2021, 14:43

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალი მოითხოვს ჩვენგან საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ

გვახსოვდეს, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით ყოველთვის ელოდება ჩვენს მობრუნებას და მასთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, უფალიც მოითხოვს ჩვენგან ამ საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ.

09 მაისი 2021, 14:34

რეგიონი

უხვი ნალექის გამო, ატენში კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, ატენთან კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გზის გასაწმენდად, ადგილზე ​სპეცტენიკას ელოდებიან.

ნონა მამულაშვილი

09 მაისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი: იმისთვის, რომ ჩვენ გეგმები განვიხილოთ, საჭიროა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ

როდესაც ნიკა მელია გამოვა, ჩვენ გვექნება თათბირი და კონსულტაციები მასთან. შემდგომ ნაბიჯებზე უკვე მას შემდეგ შევთანხმდებით, რაც ჩვენი თავმჯდომარე თავისუფლებაზე იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ განიხილავენ სამომავლო გეგმებს.

სერგო ჩიხლაძე

09 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: 90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა

„90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შეთანხმებას და პარლამენტში შევა. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ, 5-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი აიღებს პასუხისმგებლობას“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

09 მაისი 2021, 14:05

სამართალი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

09 მაისი 2021, 14:03

საზოგადოება

რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, დავით შანიძესთან და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, დიდების ხეივანში არსებული უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

09 მაისი 2021, 13:52

სამართალი

კახეთში, დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, თელავში დაკარგული ბიჭი, 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი ქალაქგარეთ, ტყეში აღმოაჩინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.