imedi /  25 სექტემბერი 2020, 19:42 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 716 481 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 31 232 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: აქეთ არის ხალხი, ხელისფულება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი

„შეიძლება ვერ მართო იმ შემთხვევაში თუ არის პანიკა. პანიკას თესავენ ეს არხები, თესავენ ნაც. ექსპერტები, გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები. აი ეს არის დაპირისპირება სწორეთ. აქეთ არის ხალხი, ხელისფულება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი“, - აღნიშნა ლალიაშვილმა. ​

ვაკა გორგილაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: უამრავი კვლევა ტარდება და ყველას შედეგები ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი

უამრავი კვლევა ტარდება, კვლევებს ატარებს „რუსთავი 2“, „ფორმულა“, „იმედი“ და სხვები. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა კვლევა ერთმანეთს ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:54

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ქართულ შურიანობას ხან პატრიოტიზმი, ხან ლიბერალობა ეწოდება

„აი ამ კითხვით იხსნება მდაბიოს ისტორია. და პროვოკატორიც ამას ეუბნება: შენ ვისზე ნაკლები ხარ და იმ ხალხის წინააღმდეგ აქეზებს და ამხედრებს მოსახლეობას, ვისით უნდა იამაყოს. და ეს ზოგჯერ წარმატებით გამოსდით. ბოლშევიკებს, მაგალითად როგორი წარმატებით გამოუვიდათ, დაახოცინეს ეს ხალხი“, - აღნიშნა პოეტმა.

ვაკა გორგილაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: თუ აღიარებ იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, „ნაცმოძრაობას“ ხმას არ უნდა აძლევდე

თუ აღიარებ იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ უნდა აძლევდე, ხოლო თუ „ნაცმოძრაობას“ აძლევ ხმას, მაშინ სამშობლოს ღალატში ხარ თანაზიარი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

დავით მაღრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!

ეს ის ხალხია, მთელი საქართველოს ტერიტორია და მიწა-წყალი რომ დაეკარგათ და გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! რა გარეჯის გასხვისება გაუკვირდა ხალხს ამ ხალხისგან?!, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 23:33

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა ძალამ თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი

ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა პარტიამ ტერიტორია ჩააბარა და თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი. ვიღაცისთვის დავით გარეჯი სიწმინდე, გარდა ამისა, ეს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლიცაა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს სუვერენიტეტისა და მოქალაქის თემაა

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:24

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: როგორც შემეძლო ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამყარა

„საზოგადოება ჩემთვის არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს და იმ საზოგადოებამ, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს, შეინარჩუნა ეს ღირსება განსაცდელის დროს. ხოლო რაც შეეხება NGO-ების კრებულს, რომელსაც დაარქვეს დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან დიდი დიფერენცირება შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ NGO-ების დიდი ნაწილი ბავშვი რომ წყალს მიაქვს, ბავშვის შველაზე არა, მდინარის უფლებებზე იწყებენ საუბარს და ლაპარაკს და ეს განსხვავებაა საზოგადოებასა და NGO-ების კრებულს შორის“, - განაცხადა მაღრაძემ.

20 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 23:05

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ყველა უბანზე დამაჯერებელი უპირატესობით ვლიდერობთ და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ

ყველა უბანზე დამაჯერებელი უპირატესობით ვლიდერობთ და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ. ერთადერთი პარტია, რომელსაც ეს არ აინტერესებს, ესაა „ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 23:03

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები

ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა. თეა წულუკიანმა დავით გარეჯის კონტექსტში სისხლის სამართლის კოდექსიდან გამქრალ ღალატის მუხლზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ რატომ მოხდა ეს წინა ხელისუფლების პირობებში.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობაზე“: აპრიორი იციან რომ აგებენ არჩევნებს, ეს არის გაკოტრებული პარტია

„შესაბამისად, აპრიორი იციან, რომ აგებენ. ამიტომაც არიან, რომ ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს და მელია მესამე ადგილას ჩაეწერა მის პარტიულ სიაში. იმიტომ რომ არ ენდობა გლდანელებს. იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ დამარცხდება“, - აღნიშნა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 22:47

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ნიკა მელია გამოცდილი პროვოკატორია

მე პარტიული სიის წევრი ვარ, არ ვარ მაჟორიტარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ გლდანში ვეხმარები ლევან კობიაშვილს და იქვე იყრის კენჭს ნიკა მელია. თვითონ კარგად იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომაც ჩაეწერა მესამე ნომრად სიაში. მელია არ ენდობა გლდანელებს და ზუსტად იცის, რომ გლდანელები მხარს არ დაუჭერენ ადამიანს, რომელიც 2011 წელს იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 22:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე სერიოზულად უნდა შევავიწროვოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე სერიოზულად უნდა შევავიწროვოთ, რადგან მა თ ეს დაიმსახურეს. იქნება ეს აკრძალვა, მათთვის ისეთი პოლიტიკური პირობების შექმნა, რომ მხარდამჭერიც კი არ დარჩეთ, გარდა ვიწრო ჯგუფისა, რომელიც ერთმანეთს რაღაც ტყუილებით ამხნევებს და ამაგრებს და ობიექტური რეალობა მათ არჩევანს არ ასაბუთებს, ეს არის მომავალში სამსჯელო საქმე“.

20 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 20 468 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 468 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 163 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

თეა წულუკიანი დავით გარეჯის საკითხზე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას „მოღალატეობრივს“ უწოდებს

„ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეს ხალხი არაფრის გარანტი არ იყო და არ იყო არც გარანტი იმისა, რაც არის ჩვენი ფუნდამენტი, არსებობის მიზანი - ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული იდენტობა. რას ნიშნავს იყო ქართველი დავით გარეჯის იმ მთლიანი ტერიტორიის გარეშე, რომელზეც დღეს მიდის საუბარი. ეს უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს (კონსტიტუციაში უწერია ასე მას) ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, შეგუებული იყო (ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი პოზიცია) იმას, რომ ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას მოლაპარაკებებში მიჰქონდა ასე ვთქვათ ის ტერიტორია, რომელიც არის ქართული მიწა“, - განაცხადა წულუკიანმა.

20 ოქტომბერი 2020, 22:23

COVID19

ცხინვალში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცია, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 88 წლის ქალი ცხინვალში გასულ კვირას დაიღუპა.

საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

20 ოქტომბერი 2020, 22:19

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა საჩხერეში, საჩხერლების გარეშე გაიმართა

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა საჩხერეში, საჩხერლების გარეშე გაიმართა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. „ნაციონალურ მოძრაობას, საჩხერეში მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია. ამიტომ, მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე, დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რათა საჩხერლების მხარდაჭერის ილუზია შეექმნათ, სხვა რაიონებიდან იქნა მობილიზებული.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 22:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წინა წლების საარჩევნო გარემოსთან შედარებით, მიმდინარე საარჩევნო გარემო უფრო მშვიდია

„დაახლოებით სამი კვირაა, რაც დაკავებული თანამდებობიდან გადავდექი კანონით დადგენილი წესითა და კანონის შესაბამისად და უკვე კანდიდატის პოზიციიდან ვაკვირდები საარჩევნო გარემოს. ის 8-წლიანი გამოცდილება, რომელიც მე მაქვს, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, მათქმევინებს, რომ აქამდე არსებულ საარჩევნო გარემოსთან შედარებით, მიმდინარე საარჩევნო გარემო შედარებით მშვიდია“.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 22:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: პროვოკაციებზე ჩვენი მთავარი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე და ამომრჩეველთან მუშაობა

ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე წამოგება ან ძალადობის ინსტრუმენტად ქცევა წინასაარჩევნო პროცესში მიიღებს საკადრის პასუხს, რომელი პარტიის ან კანდიდატის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი მთავარი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე და ჩვენს ამომრჩეველთან მუშაობა, ვინაიდან ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ხალხს არჩევანი დაუბრუნა და გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 21:47

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება.