imedi /  26 სექტემბერი 2020, 12:40 / სანდო წყარო

სტეფან ფიერი: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას

სტეფან ფიერი

სტეფან ფიერი

ვფიქრობ, ამ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყებს ბიზნესს, რადგან ეს ქვეყანა აზიის კარიბჭეა, შესანიშნავი ადგილი უამრავი შესაძლებლობით, - საქართველოს პოსტ-კოვიდურ საინვესტიციო პოტენციალზე Georgia Today აქვეყნებს ინტერვიუს ბრიტანელ ანტერპრენერ, სტეფან ფიერთან, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესის 50-წლიანი გამოცდილება აქვს.

ბიზნესმენის თქმით, საქართველოს დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. როგორც სტეფან ფიერი აცხადებს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას.

,,ამ ქვეყნის შესახებ პირველად გავიგე დერეკ პიკაპისგან, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონა შეხება საქართველოსთან, როგორც ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარეს და რომელიც დაინიშნა საქართველოს საპატიო კონსულად ბრისტოლში. ის სულ მეუბნებოდა, რამდენად ფანტასტიკური იყო საქართველო, როგორი მშვენიერი ხალხი ცხოვრობდა აქ და რომ ნამდვილად უნდა წავსულიყავი იქ და „უბრალოდ ყველაფერი მეყიდა”. ის ქვეყნისთვის ნამდვილი ჩემპიონია. ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ ვდებთ ინვესტიციას პროექტში, ვთქვათ ბირმინგემში და ის იტყვის „და რას იტყვით თბილისში ამა და ამ პროექტზე”. თუმცა ის მართალი იყო, განსაკუთრებით, ქართულ სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებით და მეც ძალიან დავუახლოვდი ჩემს ქართველ მეგობრებს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

სტეფან ფიერის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას, რაც ბევრ რამეს ამბობს არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ქართველებზეც ამ წესების დაცვისთვის. ეს ბევრს ამბობს ასევე კანონზე, წესრიგსა და დემოკრატიაზე.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს პანდემიის მიღმა და ასევე, როგორია ბიზნესმენის შეხედულება საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, სტეფან პიერმა უპასუხა, რომ
საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, როგორც კი ადამიანები კვლავ შეძლებენ მოგზაურობას.

,,ერთ-ერთი მთავარია კომუნიკაცია. კავშირი გაგრძელდება სხვა ფორმით. მე მივეჩვიე ფრენას მთელ მსოფლიოში ბიზნეს პარტნიორებთან შესახვედრად. ახლა ის მხოლოდ ყოველდღიური მგზავრობაა მისაღები ოთახისკენ! ბიზნეს პარტნიორებთან ონლაინ შეხვედრა საკმაოდ მარტივია თუ ისინი მეგობრები ან ძველი პარტნიორები არიან, მაგრამ უფრო რთულია ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ეტაპზე, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გამოცდილება არ აქვს. ონლაინ ბიზნესი აუცილებლობაა და ის, რაც აუცილებლად გაგრძელდება Covid-19-ის შემდეგ. თუ ჩვენს ეკონომიკას არ განვავითარებთ, ეს არ იქნება კარგი არავისთვის, მათ შორის არც მათთვის, ვინც კორონავირუსით დაავადდება. საავადმყოფოებსა და ექიმებს სჭირდებათ ფული, და თუმცა მე არ გამოვხატავ უპატივცემულობას საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების მიმართ, ისინი, როგორც წესი, ფულის მიმღები არიან და არა მწარმოებლები, არც ეკონომიკის შემქმნელები და მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელია ეკონომიკის არსებობისთვის, ასეთი სერვისების მხარდაჭერა მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ევალებათ. ჩვენი, როგორც მეწარმეების, პასუხისმგებლობაა ამ სისტემების გამოკვება და მათი შენარჩუნება. მეწარმეებს, რომლებიც აპირებენ საწარმოს შექმნას, ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომელიც სცილდება საკუთარი თავისთვის ფულის გამომუშავებას, რაც ნიშნავს, რომ მათ თავიანთი საზოგადოებები უნდა გამოკვებონ. კაცობრიობა გადაურჩება ამ ვირუსს. მართალია, რთული ვითარება შეიქმნა, მაგრამ ჩვენ პოზიტიური დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას, რაც ბევრ რამეს ამბობს არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ქართველებზეც ამ წესების დაცვისთვის. ეს ბევრს ამბობს ასევე კანონზე, წესრიგსა და დემოკრატიაზე. საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, როგორც კი ადამიანები კვლავ შეძლებენ მოგზაურობას. ბრიტანელები შეჩვეული არიან ესპანეთსა და საფრანგეთში, ევროპაში მოგზაურობას. საქართველო ცოტა უფრო შორია, ცოტა უფრო ეგზოტიკური. მასში არის რაღაც - დიდი მთები სათხილამუროდ და სალაშქროდ, საზღვაო კურორტები შავი ზღვის სანაპიროზე, რეგიონები და სოფლები მთებში სასეირნოდ და ეგზოტიკური ბუნება ფრინველებზე დაკვირვებისთვის. საქართველომ [შესანიშნავი] მოგონებები დამიტოვა; - აქ მართლაც შესანიშნავი ადგილებია. თბილისი არის ყველასთვის, ვისაც სურს ნახოს კოსმოპოლიტური ქალაქი, საკვები, ატმოსფერო და ხალხი; არასდროს მიგრძვნია თავი დაუცველად. და ეს სტუმართმოყვარეობა“,- ამბობს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პრესტიჟულობა, განსხვავებულობა. თუმცა არ იგულისხმება მასობრივი ტურისტული ლოკაციების შემცირება, რადგან საქართველო არის ისეთი რამ, რისი გაყიდვაც შესაძლებელია ექსკლუზიურად, ძვირადღირებულობის გარეშე.

,,იქაურ ქალაქებს აქვთ კოსმოპოლიტური ატმოსფერო, განსაკუთრებით თბილისს. უამრავი საინტერესო ადგილია წასასვლელად და სანახავად. 40 წლამდე ადამიანების უმრავლესობა შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად, ასე რომ, აქ ბიზნესის წარმოება ან შვებულების დროს ვიზიტი პრობლემა არ არის. მე ყოველთვის ძალიან მარტივად მიმაჩნდა ქართველებთან კომუნიკაცია. დავინახე, რომ ისინი პროგრესულები არიან, უყვართ თავიანთი ქვეყანა და საქმე. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო კარგად არის განთავსებული რუკაზე და ბოლო დროს აშშ-ის შტატში ნაკლებად ერევათ“,- აცხადებს ბრიტანელი ბიზნესმენი და ქველმოქმედი.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რას ფიქრობს სტეფან ფიერი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, იგი პასუხობს, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს.

,,გამიკვირდა, რამდენად ადვილი იყო ხალხის გაცნობა და რამდენად სურდათ მათ დახმარების შემოთავაზება. ადამიანები, რომლებიც სამთო პროექტზე მუშაობდნენ, რომელთან შეხებაც ჩვენ გვქონდა უშუალოდ - მთხრელებით და სატვირთო მანქანების მძღოლებით დაწყებული მაღაროელებით დამთავრებული - ყველა ძალიან მეგობრული და ხელგაშლილი იყო. ეს მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც თქვენ მიდიხართ ახალ ქვეყანაში ბიზნესის საკეთებლად. ყველა იმ ადგილას, სადაც მე ვყოფილვარ, ენის გამოწვევები, ხალხის დაინტერესება და ნდობა ძირითადი ფაქტორებია. როდესაც ქართველები ამბობენ, რომ რამეს გააკეთებენ, ჩემი გამოცდილებით, ისინი ამას აკეთებენ. ინვესტორისთვის, რომელიც სადმე აპირებს ბიზნესის განვითარებას, ეს რეალური სარგებელია. ერთია, რამე წერილობით გქონდეს, მაგრამ თუ არ ენდობი შენს პარტნიორს სიტყვის შესრულებაში, ბიზნესის წარმოება ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ აღმოვაჩინეთ ქართველებთან მუშაობა ძალიან მარტივია. მათ სურთ იხილონ ინვესტიცია, რომელიც მუშაობს საქართველოსთვის. მე საქართველოს აღვიქვამ, როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაც დიდი გული აქვს“,- აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ბრიტანული ბიზნესისთვის განსაკუთრებით საინტერესო სასტუმროების ბიზნესია საქართველოში და ასევე სამთო-მოპოვებითი საქმიანობა.

,,ჩემთვის გამოწვევა და ეს გლობალური მასშტაბით სასტუმრო ინდუსტრიაშიც გამოწვევაა, არის ის, რომ ვერ გეტყვით, რამდენად მალე აღდგება ის. თუმცა, ნამდვილად არსებობს შესაძლებლობები. სათხილამურო კურორტზე და სანაპიროზე დასვენება კვლავ პოპულარული იქნება პანდემიის შემდეგ და ისეთი შესაძლებლობები გვექნება, რომლელთათვისაც თვალი გახელილი უნდა გვქონდეს, მათ შორისაა დახურული სასტუმროების თემატიკაც, რომლებსაც პანდემიამდეც მცირე კაპიტალი ჰქონდათ და ახლა ინვესტიციებისა და განახლების მოლოდინში არიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით ამ შესაძლებლობების დანახვას და თუ სად არის შესაძლებელი თავდაპირველი მენეჯმენტის დაბრუნება. ბოლოს და ბოლოს, მათ შექმნეს ბიზნესი და სამწუხარო იქნებოდა იმის ნარჩენების შეგროვება, რაც მათ და მათ ოჯახებმა დაკარგეს, რადგან არავინ ელოდა მომხდარს. თუ პანდემია დასრულდება 12-18 თვეში, ინვესტიციების ძებნის დრო არის ახლა, რათა მოამზადოთ თქვენი ბიზნესი ერთ წელიწადში შერჩევის ეტაპისთვის. მე ვურჩევდი ნებისმიერ საერთაშორისო ბიზნესმენს, რომელიც საქართველოში ინვესტიციის ჩადებას აპირებს, არ დაივიწყოს ის ხალხი, ვინც ეს ბიზნესი ააწყო და დაფიქრდეს თუ არის მათი ხელახალი დასაქმებისა და პროექტში ჩართვის საშუალება. ჩემს ცხოვრებაში აღმოვაჩინე, რომ ადგილობრივების ჩართვა ბიზნესში ბევრად სასარგებლოა თქვენივე წარმატებისთვის. საქართველოშიც ბევრი რამის წარმოება იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამო, რომელიც საქართველოს მთელს მსოფლიოსთან აქვს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ,,Fear Group” ვაკვირდებით. მე ვიტყოდი, ვისაც სურს საწარმოო ბიზნესის დაარსება, დროულად უნდა დაიწყოს ძებნა, რადგან ვფიქრობ, ამ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყენს ბიზნესს, რადგან ეს ქვეყანა აზიის კარიბჭეა, შესანიშნავი ადგილი უამრავი შესაძლებლობით. საქართველოს ჰყავს უამრავი ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა მეწარმე, ვისაც რაღაცის შექმნა სურს. ჩემი აზრით, ქვეყანა გახდა ძალიან თანამედროვე დემოკრატია და აქვს უზარმაზარი პოტენციალი, საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწითა და ახალგაზრდით. ქალაქებში მენტორობის სქემის შექმნა კარგი იქნებოდა. ადამიანებისთვის, რომლებიც ბიზნესს იწყებენ, ერთ – ერთი პრობლემა ისაა, თუ სად უნდა მიიღონ რჩევა. მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ რჩევის გამცემი პირები სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონენი იყვნენ. როდესაც მეწარმეობას იწყებ, თუნდაც მცირე საოჯახო ბიზნესში, შეიძლება ძალიან მარტოსულად იგრძნო თავი, როდესაც საქმე არასწორად წარიმართება და შენ არავინ გყავს რჩევა რომ კითხო. ზოგჯერ, რთულ მომენტში პატარა სწორი რჩევების მიღებამ შეიძლება კოლაფსის საფრთხის წინაშე მდგომი მცირე ბიზნესი გლობალურ საწარმოდ გადააქციოს. ვფიქრობ, რჩევის სტრუქტურა კარგია და ძლიერი დემოკრატიის ნიშანია. საქმე იმაშია, რომ წარმატებულებს იშვიათად აქვთ დრო სხვების დასახმარებლად. ამას განსაკუთრებული ადამიანი სჭირდება და მთავრობამ უნდა მოძებნოს ასეთი ადამიანები. მეწარმეებმა უნდა იზრუნონ იმ საზოგადოების პროგრესზე, სადაც ისინი ცხოვრობენ კეთილდღეობისა და სიმდიდრის შექმნით. საქმე არ არის მხოლოდ თქვენ მიერ მოპოვებულ სიმდიდრეში, ბევრი რამ უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას, რომ ფსკერისკენ ვარდნის საშიშროება აღარ იყოს და შეიქმნას ერთიანი სამეწარმეო სულისკვეთება, რაც ბევრ ქვეყანას აკლია. საქართველოს, რადგან უფრო ახალი და კარგად დამკვიდრებული დემოკრატიაა, შესაძლებლობა აქვს გააკეთოს რაიმე განსაკუთრებული ამ მხრივ. მე ორი წლის წინ თბილისში ყოფნისას ახალგაზრდა მეწარმეებს ვუკითხავდი ლექციებს, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს და დღემდე ჩემთან მიმოწერა აქვთ. მე მათ ვუთხარი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც აკეთებთ: - წადით წარმოებაში, ააშენეთ თქვენი ბიზნესი, მაგრამ ააშენეთ ის გულით და არა მხოლოდ ფულის გამომუშავების მიზნით. შესაძლებლობები არ ქრება და კრიზისში კიდევ უფრო მეტია: ჩნდება უფს და ამ ხარვეზების გამოსწორება და საწარმოს შექმნა ნიშნავს სხვების გათვალისწინებას. ბიზნესის შექმნისას, როდესაც ეს გააკეთე და მილიონობი იშოვე, ხელი გაიშვირე გარეთ და მიეხმარე მათ ვინც კვლავ ცდილობს, რადგან ისინი არიან, ვინც ამ პანდემიის შემდეგ კეთილდღეობას შექმნიან მსოფლიოშ. თუკი საქართველომ უბრალოდ შეძლო ამის გადალახვა, მე მის დიდ მომავალს ვხედავ ტურიზმში, წარმოებასა და მეწარმეებში, რომლებიც მიზნისკენ მიისწრაფვიან“,- აცხადებს ბრიტანელი ანტერპრენერი.

საუბრის ბოლოს სტეფან ფიერი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიდი კავშირი არსებობს ისეთი აქტიური ელჩების მეშვეობით, როგორიც არის სოფიო ქაცარავა.

,,ქართველი ელჩები მშვენიერები იყვნენ. ისინი ნამდვილად დაეხმარნენ საქართველოს და ამას აკეთებენ თავიანთი სტილითა და გამჭრიახი გონებით. ისინი ნამდვილად შთამაგონებელნი არიან. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიდი კავშირი არსებობს. ისეთი აქტიური ელჩების მეშვეობით, როგორიც ამჟამად გვყავს დიდ ბრიტანეთში - სოფიო ქაცარავა - ურთიერთობა გაგრძელდება და Brexit-მა ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს: პიროვნებები იგივე არიან, მეგობრობა არ შეცვლილა. ,Fear Group კვლავ დაინტერესებულია საქართველოთი. ახლაც იქ ვიქნებოდი, რომ არა ვირუსი. სინამდვილეში, ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, მათ შორისაა ჩვენი ძველი სამთო მოპოვებითი ამბიციები, რომლებსაც Covid-19 აფერხებს. ჩვენ კი საქართველოსთვის სპეციფიკურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, Georgia Today იქნება პირველი ვინც შეიტყობს ამ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ“, - განაცხადა სტეფან ფიერმა.

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი

23 ოქტომბერი 2020, 00:05

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია, მუდამ ვერ გაგრძელდება.

ირაკლი სესიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას, პირველ რიგში უნდა გადაარჩინოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

„მაგალითად, ის იმდენად აღჭურვილი იყო, რომ ბიოლოგიური მასალა არ დაეტოვებინა. რაც ყველაზე საშიში იყო, მის ქცევაში, მის მოთხოვნებში ჩამდა, რომ ის ყველაფერზე წასვლელი იყო. ის მზად იყო აეფეთქებინა ხელყუმბარა, მზად იყო მოესპო საკუთარი სიცოცხლე, ასევე იქ მყოფი მძევლების“- განაცადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 23:51

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით

მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფილმ „ოცნება სიცოცხლისთვის“ ავტორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტი, ეს არის ერთ-ერთი ვერაგი დაავადება მთელ მსოფლიოში, რომელიც ვერც ერთმა ქვეყანამ ასეთი პროგრამით ვერ დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

22 ოქტომბერი 2020, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საყოველთაო არჩევნებში საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში გააკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა.

თემურ რადიანი

22 ოქტომბერი 2020, 23:34

საზოგადოება

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით განკურნებული: ხელახლა დავიბადე

„როდესაც დაგირეკავს ექიმი და გეტყვის, რომ პრეპარატი არსებობს და ის შენთვის მიუწვდომელია, მერე გადის რაღაც პერიოდი და გირეკავს და გეუბნება, რომ შენ განკურნებული ხარ ამ უმძიმესი დაავადებისგან, ეს არის ხელახლა დაბადება. ეს ყველაფერი მოსაყოლად ძალიან ძნელია. აქ ყველაზე მთავარი ის ემოცია და განცდა იყო როდესაც ხარ აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში, არანაირი საშუალება არ გაქვს. ექიმი გეუბნება რომ აზრი არ აქვს შენს მკურნალობას, გამოდის რომ შენი ცხოვრება დამთავრებულია, ამ პერიდოში უკვე მძიმედ ვიყავი, ღვიძლის დაზიანების მეოთხე ხარისხი მქონდა, მე ამ პროგრამით განვიკურნე“, - აღნიშნა თემურ რადიანმა.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2020, 23:24

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

მიქაუტაძე დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს თანამდებობა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუსაბამოა, კანონის შესაბამისად, მიქაუტაძეს მდივნის უფლებამოსილება შეუწყდა.

22 ოქტომბერი 2020, 23:04

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ირაკლი ჩიქოვანი

22 ოქტომბერი 2020, 22:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2020, 22:33

სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს ე.წ. „საზღვარი“ არ გადაუკვეთავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დამნაშავეს, რომელმაც ზუგდიდში ბანკში ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ილჰამ ალიევი

22 ოქტომბერი 2020, 22:20

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ირანთან საზღვარს სრულად ვაკონტროლებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია კონფლიქტის ზონაში ირანთან საზღვარს სრულად აკონტროლებს.

22 ოქტომბერი 2020, 22:18

სამართალი

პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 165 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვლადიმერ პუტინი

22 ოქტომბერი 2020, 21:47

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გავუშვებდით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გაუშვებდნენ.

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი

22 ოქტომბერი 2020, 21:45

რეგიონი

ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:44

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრია აღდგეს სწრაფად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს

ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია უნდა აღდგეს სწრაფად, დაიწყოს მდგრადი განვითარება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა თელავში, პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც ძალიან დაზარლდა კოვიდ 19-ის დროს.

მიხეილ დაუშვილი

22 ოქტომბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს

ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ თელავში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესის განვითარების საფუძვლი საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობაა.

22 ოქტომბერი 2020, 21:20

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 20 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 986 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 155 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კახიშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: გამოძიება ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს

„კარგია რომ ეს ფაქტი დამთავრდა იმით, როგორც დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის. მე ვიცი რომ ამ საკითხზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ანდრეი ბაბიში

22 ოქტომბერი 2020, 20:36

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: ბოდიშს ვიხდი ახალი შეზღუდვების გამო, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მან და მისმა მთავრობამ შეცდომები დაუშვეს ეპიდემიასთან გამკლავებისას.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება

შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.