http://imedi.ge/ /  26 სექტემბერი 2020, 22:30 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის Facebook პოსტში – „COVID-19 საქართველოში. „მძიმე სცენარი”, თუ ძალიან წარმატებული მართვა“.

კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისა და მობილობის გააქტიურების ფონზე.

„ნიშანდობლივია, რომ ეს მატება ყველაზე მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში, რომელსაც ზაფხულში დამსვენებელთა დიდი რაოდენობა სტუმრობდა. ანალოგიური სურათია, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, იმდენად რომ ზოგიერთ მათგანში აქტიურად განიხილება სერიოზული შეზღუდვების ხელმეორედ შემოღება, ხოლო ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულმა ქვეყანამ - ისრაელმა 18 სექტემბრიდან სრული „ლოქდაუნი“ (ჩაკეტვა, კარანტინი) გამოაცხადა.

სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ, ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია. კეთდება განცხადებები, რომ „საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს“?! და სხვა. გაზეთ „რეზონანსის” განცხადებით კი, „საქართველოში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა“.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია, პასუხს სთხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდათ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ისინი შეუძლებელს ითხოვენ - რომ ერთი მხრივ ქვეყანაში არ არსებობდეს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და მეორე მხრივ ქვეყანაში არ იყოს არანაირი შეზღუდვები და სავალდებულო რეგულაციები, განახლდეს ფრენები, ქორწილები, ქელეხები და სხვა.

ქვეყნის ხელმძღვანელობის ამოცანაა, მოახდინოს პანდემიით გამოწვეული ზიანის და დანაკარგების მინიმიზაცია, რასაც ისინი დღემდე დიდი წარმატებით აკეთებენ, თან ისე, რომ მინიმალური დისკომფორტი შეექმნას მოსახლეობას, ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კამპანიას და საკუთრივ არჩევნებს და ეს მაშინ, როცა პანდემიის გამო 2020 წლის თებერვლიდან დღემდე 70-ზე მეტმა ქვეყანამ ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნების/რეფერენდუმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, მკრეხელობაა, როდესაც ცალკეული ადამიანები საქართველოში გარდაცვალების დღეში ერთეულ შემთხვევებს უაპელაციოდ უწოდებენ ნახტომისებურ ზრდას.

„ერთ პოსტში შეუძლებელია დეტალურად შევეხოთ COVID-19-ის პანდემიის ყველა ასპექტს, ამიტომ მე შევეცდები შევჩერდე მთავარზე: ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა და შესაბამისად, COVID-19-ის პანდემიასთან წარმატებით გამკლავების მთავარი საზომი არის ის, თუ როგორი ადამიანური დანაკარგით გამოვა ქვეყანა პანდემიიდან.

მკრეხელობაა, როდესაც ცალკეული ადამიანები საქართველოში გარდაცვალების დღეში ერთეულ შემთხვევებს უაპელაციოდ უწოდებენ ნახტომისებურ ზრდას. ვნახოთ, როგორია სინამდვილე: საქართველოში 26 სექტემბრისთვის სულ გვაქვს COVID-19-ით გარდაცვალების 28 შემთხვევა, რაც 10-ჯერ, 100-ჯერ, და 1000-ჯერ ნაკლებია ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით. COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს დაავადებათა შემთხვევების მხოლოდ 0.56 პროცენტს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და თითქმის უტოლდება პანდემიური გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელს.

პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი - ეს არის მოსახლეობის ერთ მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და მსოფლიოს (Worldometer, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით, ამ მაჩვენებლით, საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის.

კერძოდ, საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ით შვიდი გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ ერთ მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 90-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში, 83-ჯერ ნაკლები, ვიდრე შვედეთში, 95-ჯერ ნაკლები, ვიდრე ესპანეთში, 88-ჯერ ნაკლები, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 85-ჯერ ნაკლები, ვიდრე იტალიაში, 69-ჯერ ნაკლები, ვიდრე საფრანგეთში, 20-ჯერ ნაკლებ, ვიდრე რუსეთში, 16-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიაში, 46-ჯერ ნაკლები, ვიდრე სომხეთში, 8-ჯერ ნაკლები, ვიდრე აზერბაიჯანში, 13-ჯერ ნაკლები, ვიდრე თურქეთში, 22-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებასა და მონაცემების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანდემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში – მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ - ეკონომიკა“.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და ე.წ. „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით. საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში – მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ – ეკონომიკა“, მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის მართვის (მათ შორის ეკონომიკის მართვის) შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპისა და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის „Global Economic Prospects”-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის მოცულობის შემცირება საშუალოდ იქნება 9.1%, აშშ-ში – 6.1%, იაპონიაში – 6.1%, ხოლო საქართველოში 4.8%. ყველაფერს დააგვირგვინებს ის ფაქტი, რომ საქართველო, დიდი ალბათობით შევა ისტორიაში, როგორც ქვეყანა, რომელმაც პანდემიის ფონზე სანიმუშოდ ჩაატარა არჩევნები.

ამდენად, ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:58

COVID19

ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ქვეყანა არის წინაასაარჩევნო პროცესში. მესმის, რომ ამ დროს აუცილებელია წინასარჩევნო აგიტაციები, შეხვედრები, მაგრამ ყველასთვის აუცილებელია დაიცვას ქვეყანაში დადგენილი წესები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:44

COVID19

ამირან გამყრელიძე: „რემდესივირი“ არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით

„რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ საერთაშორისო კვლევის ფარგლებში და ის არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით. ის არ იყიდება არსად და არც შეიძლება იყიდებოდეს, რადგან ის ინიშნება მკაცრად, ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ სპეციალური ჩვენებისას, მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:40

COVID19

რას ურჩევს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

ბინაზე პროტოკოლით რჩებიან 18-დან 65 წლამდე ადამიანები, ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქი სიმძიმით მიმდინარე. ისინი, სადაც არ გვქვს ჩვენ სუნთქვის უკმარისობის გარკვეული ხარისხი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლაც არსებობს, თუმცა მასში ცვლილებები შედის.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მკვლელობები, ძალადობა და გაყალბება რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან კარგად იცის

ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება, თქვენ აკვირდებით ამ ყველაფერს. გამოძიებამ უდნა დაადგინოს რა კავშირი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უკრაინაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ მიმდინარე ჟურნალისტურ გამოძიებას.

20 ოქტომბერი 2020, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გადასატანი ყუთით ხმის მიცემაზე: ოპოზიცია ყველაფერში გაყალბებას ეძებს, ალტერნატივა თავად შემოგვთავაზონ

ის ადამიანები, რომლებიც გადასატანი ყუთით მისცემენ ხმას, შეადგენენ, მაქსიმუმ ამომრჩეველთა ნახევარ პროცენტს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ პარტიამ მიიღოს ზომები და ნახევარ პროცენტში რაღაც იმაიმუნოს, რაღაც გააყალბოს. ეს სრული ნონსენსია,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:23

COVID19

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:21

COVID19

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, მენეჯმენტი რთულდება იმ პირობებში, როდესც ვირუსის გავრცელება იმატებს

ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი მენეჯმენტი, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა წამოვიდა ქვეყანაში და ასეთივე ეფექტიანი მენეჯმენტი გვაქვს მეორე ტალღის ფარგლებში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რა ტქმა უნდა, მენეჯმენტი რთულდება იმ პირობებში, როდესც გავრცელება იმატებს, მაგრამ ყველა წინაპირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ არ შეიქმნას პრობლემები. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, ამაზე ისაუბრა გუშინ პრემიერმაც, მათ შორის ქოლცენტრების მიმართულებით, მათ სორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში დალაგებას ექვემდებარება და ამ კუთხით იქნება ზომები მიღებული. დღეს მთლიანად მთავრობა არის კონცენტრირებული იმაზე, რომ ყველა ხარვეზი მაქსიმალურად აღმოიფხვრას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი ჩვენი უცხოელი დამკვირვებლების დასწრება იქნება

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მისები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო საქართველოში და არაერთი მისია, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები აკვირდებიან დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამისათვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო“.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

ამირან გამყრელიძე: მთელ ქვეყანაში 800-900 საწოლია თავისუფალი

„საუბარია სხვადასხვა პროფილის საწოლზე, რადგან კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებით და მოუწიოთ დიალიზის გამყოფილებაში დაწოლა ან შესაძლოა იყოს ონკო პაციენტი. ამიტომ ერთონაბაში ამდენი საწოლია მობილიზებული“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, ვინც მძიმე და რისკ-ჯგუფის პაციენტია, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

20 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

ბოლო 24 საათში ინფიცირებულებიდან 60 მედპერსონალია

1194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 კი ინფიცირებულების კონტაქტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 60 მედპერსონალია, 35 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი აღმოაჩნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

ნათია თურნავა: საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 ოქტომბერი 2020, 11:50

საზოგადოება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ,“- განაცხადა ჩხენკელმა.

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 11:46

ეკონომიკა

ნათია თურნავამ რეგულარული რეისების განახლების დეტალები განმარტა

გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად კი ევროპული.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:44

საზოგადოება

განათლების მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში

„ჩვენი მიზანია რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:40

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესის დახმარების შესახებ მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებებზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:34

საზოგადოება

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

მომავალ ოთხშაბათს ხუთშაბათსა და პარასკევს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:31

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ

ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში შოლტის ეფექტით მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პირბადეების ტარების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და მოქალაქეები რეკომენდაციებს გაგებით ეკიდებიან. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

20 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 11:20

COVID19

საპატრულო პოლიცია COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ-19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.