Imedi /  28 სექტემბერი 2020, 12:25 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„აჭარაში ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება - მთლიანად ჯანდაცვის სისტემამ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უკვე აქტიურად ჩაერთო. კერძოდ, ეს პროცესი უკვე ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, თუმცა იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში. მოგეხსენებათ, მთლიანი შემთხვევების 1%-ია მხოლოდ კრიტიკული, 10%-მდე მძიმე, დანარჩენი კი საშუალო, მსუბუქი და უსიმპტომო ფორმაა. ამიტომ, ამ დიდი რგოლის, შემთხვევათა 85%-ის მართვა შესაძლებელია კოვიდსასტუმროებში, საკარანტინო სივრცეებში და ბინაზე. ქვეყანაში ეს მეთოდი დამუშავებული იყო, აჭარაში გაიარა სერიოზული პილოტირება და მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ შემთხვევების ზრდა სხვა რეგიონებშიც გვექნება, მაგრამ თავიდან უნდა ავირიდოთ ისეთი ფართომასშტაბიანი ზრდა, როგორიც უცებ გვქონდა აჭარაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ავღანეთი

25 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

Reuters: ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ლიდერი მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ლიდერი, აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს, რომელიც ფედერალურ ბიუროს, ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ალ-მასრის აშშ უცხოური ტერორისტული დაჯგუფებებისთვის მატერიალურ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

25 ოქტომბერი 2020, 00:26

ტექნოლოგიები

აშშ-ში რობოტი დელფინები შექმნეს

ამერიკულმა საინჟინრო კომპანია Edge Innovations-მა შექმნა რობოტი-დელფინი, რომელიც ნამდვილისგან არ განსხვავდება. გამომგონებლების მიზანია, აკვაპარკებსა და დელფინარიუმებში დელფინების რობოტებით შეცვლა.

25 ოქტომბერი 2020, 00:18

ტაბლოიდი

მსოფლიოში უძვირესი Ferrari ახალი მფლობელის მოლოდინშია

Ferrari 250 GT SWB California Spyder-ის მოდელი 1961 წელსაა გამოშვებული და ამ ავტომობილს „ოსკაროსანი“ მსახიობი ჯეიმს კობერნი ფლობდა. ავტომობილი გაყიდვებით მსოფლიო რეკორდსმენია, ამის შესახებ techcult წერს.

25 ოქტომბერი 2020, 00:04

მსოფლიო

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლისა გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი წყვილიდან, კაცი 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც LadBible-ი იუწყება, 110 წლის ხულიო მორა, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ხუთშაბათს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ხულიო და მისი 104 წლის ცოლი 1941 წლის 7 თებერვალს, გაცნობიდან 7 წლის თავზე დაქორწინდნენ და მათმა ქორწინებამ ჯამში 79 წელს გასტანა.

ემანუელ მაკრონი

24 ოქტომბერი 2020, 23:42

მსოფლიო

ერდოღანის განცხადების გამო საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საფრანგეთმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეურაცხყოფა და უხეშობა მეთოდი არ არის.

24 ოქტომბერი 2020, 23:32

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ.ოპერატიული შტაბი ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 ოქტომბერი 2020, 23:32

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ემანუელ მაკრონს მკურნალობა სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2020, 23:09

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, არსებული მხარდაჭერით ზუგდიდში მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძოს. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ის დღეს სამეგრელოს მოქალაქეებს რუსთაველის ქუჩაზე შეხვდა.

წყალბურთი

24 ოქტომბერი 2020, 23:03

სპორტი

რუმინეთის ჩემპიონატში ქართველი ხელბურთელების დებიუტი შედგა

„რეშიცამ“, სადაც ისინი ჩაირიცხნენ, ნეიტრალურ მოედანზე ანგარიშით 20:21 წააგო „სუჩავასთან“, გოლების თითქმის ნახევარი კი ქართველების ანგარიშზეა - ორჯონიკიძემ 5 გაიტანა, კბილაშვილმა - 4. ორივე ახალი სეზონის წინ გადავიდა რუმინულ კლუბში, მაგრამ ქართველებს სჭირდებოდათ სამუშაო ვიზა, რომლის გაკეთებაც, პანდემიის გამო გაჭიანურდა.

ალექსანდრე მოწერელია

24 ოქტომბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.კანდიდატი ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.

24 ოქტომბერი 2020, 22:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ

მედიკამენტი რემდესივირი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედის მომცემად იმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დიდი ტყულია, როდესაც ამბობენ, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში კრახი განიცადა

„მინდა ყველას, ვინც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა - ეს ტყუილია. დიდი ტყუილი“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომლის პოსტს კლინიკა ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 22:02

რეგიონი

თელავის მეშვიდე სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა

COVID19-ის შემთხევვის გამო თელევის მეშვიდე სკოლა ერთი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სკოლაში უკვე ჩატარდა ეპიდკვლევა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ოქტომბერი 2020, 22:01

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვიდრე ცდილობენ, იპოვონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26-ათასზე მეტ კოვიდინფიცირებულს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, ვინც საქართველოსსახელისუფლებპ ვერტიკალისა და და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასა და ღონისძიებებს აკრიტიკებს.

ბელგია

24 ოქტომბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

26 ოქტომბრიდან ბრიუსელში კომენდანტის საათი 22:00 საათიდან იმოქმედებს

ბელგიის დედაქალაქი კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ზომებს ამკაცრებს. 26 ოქტომბრიდან ბრიუსელში კომენდანტის საათი 22:00 დან დაწესდება და 06:00 მდე დარჩება ძალაში. დამატებითი შეზღუდვების შემოღების მიზეზი ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ზრდაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ქვეყანას ყოველდღიურად საშუალოდ 11 000 ინფიცირებული დაემატა.

ავღანეთი

24 ოქტომბერი 2020, 21:14

მსოფლიო

ქაბულში, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასწავლო ცენტრის შესასვლელთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, დაშავდა 57 ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 21:08

სპორტი

გლდანში ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ცენტრი გახსნა

ერთი წლის წინ როდესაც აქ ვიმყოფებოდით,მაშინ დავპირდით მოქალაქეებს, ბავშვებს, რომ მათთვის ამ არაჩვეულებრივ სტრუქტურას შევქმნიდით, - ამის შესახებ გლდანში საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

24 ოქტომბერი 2020, 20:58

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში თამარ მეფის, გაპონოვის, მწვანეყვავილას და ჭალას მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსიმინა მათი პრობლემები, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება. კანდიტატის პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ოქტომბერი 2020, 20:52

რეგიონი

ჯანდაცვის მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მამუკა მდინარაძე

24 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა

„თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ნეგატიური ამბები, (საუბარი იყო კრიმინოგენურ ვითარებაზე) „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა.