imedi /  29 სექტემბერი 2020, 18:53 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსი გარდაცვალება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 36-მდე გაიზარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ საავადმყოფოში მკურნალობდა პაციენტი. სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია 35-ე გარდაცვლილის შესახებ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება

შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო გააგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერას

„კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა

„მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“ - განაცხადა მინისტრმა.

22 ოქტომბერი 2020, 20:15

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 800 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 189 ადამიანი გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 20:13

საზოგადოება

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 20:11

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური დაპირისპირებაა. 50 წლამდე ასაკის კაცს ბიძაშვილებმა სცემეს, რის გამოც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 20:10

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსს ერთი თავისებურება აქვს, პირველ დღეებში არ გაგრძნობინებს რომ ცუდად ხარ - ნუ დაეყრდნობით ამ სიმპტომს

„მოსახლეობის 60-70 პროცენტში კორონავისური მსუბუქად მიმდინარეობს და ასეთი პაციენტები ბინაზე უნდა დარჩნენ. კოვიდით ავადობა მოიმატებს, ცოტა ხანში დადგება ის მომენტი, როდესაც თუ ოჯახიში ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, დანარჩენ სხვა წევრს, თუ მსგავსი კლინიკური სიმპტომი ექნება, გატესტვის გარეშე დაესმება დიაგნოზი, ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის, სადიაგნოსტიკოდ ყველა არ საჭიროებს ოქროს სტანდარტის ტესტის გამოყენებას“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ჟან კასტექსი

22 ოქტომბერი 2020, 20:09

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნოემბერში უკიდურესად რთული იქნება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნოემბერში უკიდურესად რთული იქნება, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს.

გივი მიქანაძე

22 ოქტომბერი 2020, 20:07

რეგიონი

გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა

„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს და გააფართოვებს პროექტებს, რომლებიც რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უზრუნველყოფს. წარმოგიდგენთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ძირითად აქტივობებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: 5 ათას ჰექტრამდე ახალი ბაღის გასაშენებლად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა, რაც სანედლეულო ბაზას უქმნის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელიც ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას იძლევა დამატებით შემოსავლებს და გვაძლევს საშუალებას რომ მეტი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ ქვეყანაში - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 19:59

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელიწადში, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

22 ოქტომბერი 2020, 19:57

რეგიონი

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება, რაც ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვისს აერთიანებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია იმ ლოკაციაზე, სადაც ცენტრი განთავსდება, ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს.

22 ოქტომბერი 2020, 19:48

მსოფლიო

დანიამ გერმანელი ტურისტებისთვის საზღვარი დახურა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეპე კუფუდის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებენ. ევროპული ქვეყნებისთვის უმრავლესობისთვის დანიამ საზღვრები უფრო ადრე ჩაკეტა.

22 ოქტომბერი 2020, 19:45

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 ადამიანი გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 19:43

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021-2024 წლებში, ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს

ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა, სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მძევლების გათავისუფლების მიზნით ვიმოქმედეთ მსოფლიოში დადგენილი წესებით და სტანდარტით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის მიერ ზუგდიდში გუშინ გათავისუფლებული 43 მძევლის და ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში პოლიციამ მსოფლიოში დადგენილი წესების და სტანდარტების შესაბამისად იმოქმედა, რის შედეგადაც უვნებლად შეძლო მძევლების გათავისუფლება.

22 ოქტომბერი 2020, 19:38

COVID19

საფრანგეთის კიდევ 38 დეპარტამენტში კომენდანტის საათი დაწესდება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, საფრანგეთის კიდევ 38 დეპარტამენტში კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 19:29

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსს მოსახლეობის 70 პროცენტი გადაიტანს

კორონავირუსი მაშინ შეწყვეტს ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას გადაიტანს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა, მალვინა ჯავახაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მარკ ცუკერბერგი

22 ოქტომბერი 2020, 19:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენის შვილის შესახებ სტატიის დაბლოკვის გამო, აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი Twitter-ისა და Facebook-ის ხელმძღვანელებს გამოიძახებს

სოციალურ ქსელებში ჯო ბაიდენის შვილის შესახებ სტატიის დაბლოკვის გამო, აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი Twitter-ისა და Facebook-ის ხელმძღვანელებს გამოიძახებს.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 19:17

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის

2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.