imedi /  30 სექტემბერი 2020, 18:29 / სანდო წყარო

ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

ჩეხეთი

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის Twitter-გვერდი ავრცელებს.

კანონის მიხედვით, მთავრობას შეუძლია, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით გაახანგრძლივოს, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში ამისთვის პარლამენტის ქვედა პალატის ნებართვა დასჭირდება.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ხელისუფლებას გაუარესებულ ეპიდვითარებასთან გამკლავებაში დაეხმარება. ღია ცის ქვეშ 20-ზე მეტი ადამიანის, დახურულ სივრცეებში კი 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ ქორწილებისთვის, სადაც 30 ადამიანის დასწრებაა ნებადართული. 5 ოქტომბრიდან რიგ რაიონებში ორი კვირით სასწავლო პროცესი შეწყდება.

12 მარტიდან 17 მაისამდე ქვეყანაში უკვე მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, რისი წყალობითაც ქვეყანამ კორონავირუსის პირველი ტალღა წარმატებით გადალახა. პანდემიის დაწყებიდან სლოვაკეთში კორონავირუსის 67 843 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 32 759 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 636 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად კორონავირუსის დიაგნოზით ქვეყანაში 34 448 ადამიანი მკურნალობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2020, 10:14

მსოფლიო

აზერბაიჯანი და სომხეთი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა. თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

26 ოქტომბერი 2020, 09:57

სამართალი

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

26 ოქტომბერი 2020, 09:52

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა. ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

ნათია თურნავა

26 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

26 ოქტომბერი 2020, 09:23

მსოფლიო

ჩილეში კონსტიტუციის შეცვლას ზეიმობენ

საყოველთაო რეფერენდუმი ქვეყანაში 25 ოქტომბერს გაიმართა. ელექტორატის 78%-მა მხარი ე.წ. „პინოჩეტის კონსტიტუციის“ შეცვლას დაუჭირა. ახალი კონსტიტუციის მიღების მოთხოვნით ჩილეში საპროტესტო გამოსვლები ერთი წელია იმართება.

რონალდინიო

26 ოქტომბერი 2020, 08:56

COVID19

რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა. 40 წლის ფეხბურთელის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ვირუსის გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნებნა. ამჟამად რონალდინიო თვითიზოლაციაში იმყოფება. ბრაზილიის ნაკრების მაისურით რონალდინიომ 97 მატჩი ჩაატარა და და მის ანგარიშზე 33 გოლია.

26 ოქტომბერი 2020, 08:45

COVID19

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 429 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საიდანაც მართვით სუნთქვაზეა 106 პაციენტი. თბილისი კვლავ ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა - 788 ახალი შემთხვევა დედაქალაქს უკავშირდება.

ჯო ბაიდენი

26 ოქტომბერი 2020, 08:31

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია

აშშ-სთვის დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. „ვფიქრობ, ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი გვიქმნის, ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი კი ჩინეთია,“-აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

26 ოქტომბერი 2020, 08:20

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი 19. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +25 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სამშვიდობო შეთანხმებას ულოცავს

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე ახლახანს შეთანხმდნენ. ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება“,- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

მაიკ კრისტიანსენი

26 ოქტომბერი 2020, 00:50

ტაბლოიდი

ამერიკელმა ერთი წლის განმავლობაში ლატარეის ჯეკპოტი მეორედ მოხსნა

გათამაშება Money Clip Scratch-ის პირველი ბილეთი ნებრასკელმა კაცმა მარტში იყიდა და შედეგად 50 ათასი დოლარი მოიგო. ოქტომბერში კი ლატარეის კიდევ ერთი ბილეთი შეიძინა და დამატებით 100 ათასი დოლარი ხვდა წილად.

ეზელდინ ბაჰადერი

26 ოქტომბერი 2020, 00:38

მსოფლიო

74 წლის ეგვიპტელი მსოფლიოს უხუცესი ფეხბურთელი გახდა. ვიდეო

ეზელდინ ბაჰადერი მსოფლიოს უხუცესი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას FirstPost-ი, გინესის მსოფლიო რეკორდებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 74 წლის ბაჰადერმა რეკორდის მოხნისთვის მცდელობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე ეს პროცესი გადაიდო.

ყარაბაღი

26 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ზავი ამოქმედდება

„აშშ ხელს უწყობდა საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შორის მოლაპარაკებებს, იმისთვის რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მიუახლოვდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯოან ჰოკქუარდი

26 ოქტომბერი 2020, 00:15

მსოფლიო

ბრიტანეთის უხუცესი მოქალაქე 112 წლისა გარდაიცვალა

ჯოან ჰოკქუარდი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები კენიაში გაატარა, სადაც მამამისი მსახურობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მძღოლად მუშაობდა.

გიორგი გაბუნია

26 ოქტომბერი 2020, 00:11

კულტურა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია გიორგი უშიკიშვილის განთავისუფლების მიზეზებს განმარტავს

მდიდარი და უძველესი ქართული მრავალხმიანობა ფოლკლორის ცენტრში ინახება და არამარტო ინახება - ცოცხლობს. ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში მამები შვილებს და კიდევ მათ შვილებს გადასცემდნენ, განსაკუთრებულ მოვლასა და მოფრთხილებას და შენარჩუნების საჭიროებს. ეს არამატერიალური განძი, რომელსაც გაქრობა არ ემუქრება, დღეს, ისე როგორც არასდროს, საიმედო ხელშია.

თეონა ყოლბაია

26 ოქტომბერი 2020, 00:09

საზოგადოება

როგორ ცხოვრობს ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც „ვოისში“ მონაწილეობდა

26 წლის თეონა ყოლბაიას ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა, თუმცა ახლა იმ დღეს განსხვავებულად ხედავს და იხსენებს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ვიოისმა“ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ადამიანი, რომელმაც თეონა ყოლბაიას თავისუფლება აჩუქა, იმდროინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი იყო. მსოფლიო ტელესივრცეში უპრეცენდენტო შემთხვევას მაშინ BBC-ც გამოეხმაურა.

ქართული ოცნება

26 ოქტომბერი 2020, 00:01

პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გორში გამართავს

რიგით მეოთხე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო პოლიტიკის, შერიგების, დემოკრატიული მმართველობის, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროგრამული მიმართულებები.

ირაკლი ჩიქოვანი

25 ოქტომბერი 2020, 23:54

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში, რის განვითარებას ვაპირებთ და რა პრიორიტეტები გვექნება. ჩვენ გვქონდა საუბარი, არა მხოლოდ ამ უბნის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ზუგდიდის განვითარებაზე, გავაცანით ჩვენი ხელისუფლების გეგმები, რაც გვაქვს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. მხარდაჭერა არის საგრძნობი და დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში ჩვენ მივიღებთ დიდ მხარდაჭერას აქაური მოსახლეობისგან“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დავით გარეჯის ლავრა

25 ოქტომბერი 2020, 23:43

საზოგადოება

„იმედის კვირისთვის“ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი

მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების, კარტოგრაფების, მიწათმზომელებისა და ყველა იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელთაც დავით გარეჯის საქმესთან შეხება ჰქონდათ. „იმედის კვირამ“ რამდენიმე გამოკითხული ადამიანის ოქმი მოიპოვა, რომლებიც საქმის დეტალებს გამოძიებასთან იხსენებენ.

არჩილ თალაკვაძე

25 ოქტომბერი 2020, 23:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რა მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც უსაფრთხო დისტანციიდან ვაჟკაცურად უშვერდა საჯდომს მტერს, გმირი ჯარისკაცები კი ბრძოლის ველზე მიატოვა?!

„რა მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის ანასხლეტებზე, რომელიც უსაფრთხო დისტანციიდან ვაჟკაცურად უშვერდა საჯდომს მტერს, გმირი ჯარისკაცები კი ბრძოლის ველზე მიატოვა და კურდღელივით გაიქცა?! ხოლო სხეულის ნაწილები, რომელთა უქონლობას ჩვენ გვეკითხება, საკუთარი მოქალაქეების წამების და გაუპატიურებისთვის გამოიყენა?! 31 ოქტომბერს ხალხი ამოგიბეჭდავთ კიდევ ერთ განაჩენს!“ - წერს თალაკვაძე.