imedi /  01 ოქტომბერი 2020, 11:26 / სანდო წყარო

მარინა ენდელაძე: 3 155 აქტიური შემთხვევიდან 35 პაციენტია კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზეა

მარინა ენდელაძე

მარინა ენდელაძე

ამჟამად ქვეყანაში გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 6640 ინფიცირებული აქედან 52% უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს დაემატა 448 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. რეგიონებს შორის კვლავ აჭარა ლიდერობს 241 შემთხვევით, მოიმატა იმერეთშიც - 98 შემთხვევა, თბილისში - 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში 15, სამცხე-ჯავახეთში 9, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, კახეთში - 2. კიდევ 6 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ჩვენს ცენტრში 22 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 1 არის მძიმე. ასეთი აქტიური ტესტირების შედეგად თანდათან შემთხვევების რიცხვი შემცირდება, იმიტომ რომ ვლინდება ახალი შემთხვევები. ალბათ კიდევ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი მაჩვენებელი შემცირდება. გუშინდელთან შედარებით დღეს თბილისში მოიმატა შემთხვევებმა, თუმცა ასე თუ ისე, თბილისში ყველაზე მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა და უფრო მეტად სჯერა ხალხს, რომ ინფექცია მართლა არსებობს. აუცილებლად უნდა შევასრულოთ ყველა რეგულაცია. წინ ზამთარია, უფრო მეტად მოგვიწევს დახურულ სივრცეებში ყოფნა, არ იქნება ოთახების განიავება და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - აცხადებს ენდელაძე.

საქართველოში კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, 3419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1595 ადამიანს დაუდასტურდა, 398 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საართველოში კორონავირუსის 21-ი ათას 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ცხრა ათას სამი. გარდაცვლილია 172-ი, კარანტინის რეჟიმშია ოთხი ათას 462-ი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამი ათას 71-ი, კოვიდ სასტუმროში კი, ათას 772-ი პაციენტი იმყოფება.

22 ოქტომბერი 2020, 10:52

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,287 ადამიანს დაუდგინეს, 30 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 10:44

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,706,946-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 702 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 116,616-ს აღწევს. ჯამში 6,874,518 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 10:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო სწორედ დავით გარეჯის ირგვლივ. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვდრეობა, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში. მისი თქმით, დავით გარეჯის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, უკვე წყალგამყოფია.

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლში

22 ოქტომბერი 2020, 10:02

კულტურა

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლს დაუბრუნდება

ლეტო „სამართლიანობის ლიგის“ დამატებით გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას და ფილმი სურათ „თვითმკვლელთა რაზმის“ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს, რომელშიც ლეტომ DC-ის კომიქსების საკულტო გმირი პირველად განასახიერა.

ქართული ოცნება

22 ოქტომბერი 2020, 09:45

პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თელავში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 09:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (222 176). მეორე ადგილზე ბრაზილია (155 403), ხოლო მესამეზე ინდოეთი (115 914).

მერაბ ქვარაია

22 ოქტომბერი 2020, 09:19

რეგიონი

მერაბ ქვარაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული

„ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს სამართალდამცველებმა, თორემ შეიძლება მართლაც ფატალური შედეგი დამდგარიყო, რადგან ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, რომ ის არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული, პროფესიონალი. ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი იყო მძიმე შედეგით დასრულება ამ ფაქტის“, - განაცხადა დეპუტატმა.

კორონავირუსი ვაქცინა

22 ოქტომბერი 2020, 08:51

COVID19

ბრაზილიაში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

საუბარია შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატზე. მოხალისე - 28 წლის ბრაზილიელი ექიმი - 15 ოქტომბერს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მან ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო, რა დროსაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღო. სექტემბერში კაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

Show Me The Monet

22 ოქტომბერი 2020, 08:45

კულტურა

ბენქსის ნახატი 7.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ნახატი ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ტილოს, „იაპონური ხიდის“ ანალოგია, თუმცა პეიზაჟის იდილიას საყოფაცხოვრებო ნარჩენები არღვევს. ხიდის ქვეშ ლილიების ნაცვლად მარკეტის ურიკები და საგზაო ნიშნები ყრია.

ბარაკ ობამა

22 ოქტომბერი 2020, 08:27

მსოფლიო

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

„მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი 2020, 08:17

რეგიონი

ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

„თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლად ვინც იყო, ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს დაარეკინა სადღაც და ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, სპიკერზე და თვითონ უსმენდა, ეუბნებოდა რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში, მაგრამ ეს იყო ერთეულები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ამინდი

22 ოქტომბერი 2020, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში პერიოდულად მოიღრუბლება. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვლადიმერ ბორცვაძე

22 ოქტომბერი 2020, 05:20

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავის დაზიანება არ აქვს

გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მძევლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, ნაწილთან კი საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

22 ოქტომბერი 2020, 05:10

სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კარგად ვარ, ორივე მძევალი კარგად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს. გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანს. ის ახლა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. წალენჯიხის პოლიციაშია ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა ბორცვაძემ.

22 ოქტომბერი 2020, 04:53

სამართალი

შსს: ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

22 ოქტომბერი 2020, 04:50

სამართალი

გათავისუფლებული ბოლო მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

გათავისუფლებული მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ მათთან ერთადაა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა. გათავისუფლებული მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუსთან არსებულ ტყეში გაათავისუფლა და გაიქცა. თუმცა მძევლის გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. წალენჯიხის პოლიციასთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. იქ სავარაუდოდ არიან ყოფილი მძევლების ახლობლები.

22 ოქტომბერი 2020, 04:25

სამართალი

სამეგრელოში სპეცოპერაცია დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპორაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა თავისუფალია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. სამართლადამცავ ორგანოებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ფორსაჟი

22 ოქტომბერი 2020, 01:47

კულტურა

ფრანშიზა „ფორსაჟი“ მეთერთმეტე ფილმით დასრულდება

ბოლო ორ სურათზე ჯასტინ ლი იმუშავებს, რომელმაც სერიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე ფილმები გადაიღო. ამასთან, ძირითადი სიუჟეტური ხაზის დახურვა „ფორსაჟის“ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. დომინიკი ტორეტოს (ვინ დიზელი) ისტორიის დასრულების შემდეგ სტუდია Universal-ი სამყაროს სხვა პერსონაჟებზე აპირებს აქცენტის გადატანას.