imedi /  01 ოქტომბერი 2020, 12:39 / სანდო წყარო

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 5 ადამიანს, მათ შორის 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

ჯიპისი

შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 არასრულწლოვანია.

2 შემთხვევა ნადარბაზევის კლასტერს უკავშირდება, სადაც მთლიანობაში ვირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა, 2 შემთხვევა კი ტირძნისის კლასტერიდანაა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კიდევ 1 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია. ის GPC-აფთიაქის თანამშრომელია. უკვე გამოვლენილია მისი 16 კონტაქტი.

ახალი 5 შემთხვევა 29 სექტემბერს გაგზავნილი 185 ნიმუშიდანაა, მათი პასუხი გვიან ღამით გახდა ცნობილი, ხოლო გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 231 ნიმუში გაიგზავნა, მათი პასუხები ჯერ უცნობია. სულ რეგიონში თვითიზოლაციაში 213 პირი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, 3419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

„თერჯოლამედიში“ კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დორექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვალება გუშინ დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 45-დან 82 წლამდე იყო. ყველა პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

30 ნოემბერი 2020, 11:42

COVID19

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 9 946 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9 946 ადამიანს დაუდასტურდა, 114 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 732 625 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12 327 პაციენტი ემსხვერპლა, 387 476 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 11:40

მსოფლიო

ლექსიკონმა Merriam-Webster წლის სიტყვად „პანდემია“ აირჩია

ლექსიკონმა კიდევ 11 სიტყვა დაასახელა, რომელსაც მის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად ეძებდნენ. მათ შორისაა: coronavirus (კორონავირუსი), defund (დაფინანსების შეკვეცა), Mamba (მამბა), Kraken (კრაკენი), quarantine (კარანტინი), antebellum (ომამდელი), asymptomatic (უსიმპტომო) და ა.შ.

დონალდ ტრამპი

30 ნოემბერი 2020, 11:38

მსოფლიო

მედია: ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 11:31

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ფიტნესკლუბი „რეფორმერი“

30 ნოემბერი 2020, 11:29

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქში“, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა.

30 ნოემბერი 2020, 11:17

თემა

როგორც იქნა, მივფრინავ! პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში რა უნდა ვიქონიო?

თუ 2020 წელს შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაინც მოახერხეთ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა და სამოგზაუროდაც მიდიხართ (ყველას ძალიან გვშურს!), პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებზე აუცილებლად იზრუნეთ. მისი შემადგენლობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: სად მიფრინავთ, რა სახის აქტივობებს გეგმავთ, აპირებთ თუ არა თქვენი შვილის წაყვანას და გაქვთ თუ არა ქრონიკული დაავადებები. იმისათვის, რომ არაფერი დაგრჩეთ ან თქვენს ჩემოდანში სრულიად უსარგებლო ნივთი არ აღმოჩნდეს, შეფუთვის დროს ჩვენი ჩამონათვალი შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

კლინიკის კორიდორი

30 ნოემბერი 2020, 11:12

COVID19

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სულ ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. კერძოდ, თბილისის საავადმყოფოებში - 2 798, აჭარაში - 991, იმერეთში - 1 240.

რეგიონი აჭარის მთავრობა

30 ნოემბერი 2020, 11:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო

მიზეზი სამართალდამცველების წინააღმდეგობა გახდა, რომლებმაც მათ მთავრობის სახლში შესვლის უფლება არ მისცეს. ოპოზიციის წარმომადგენლები თორნიკე რიჟვაძესთან აჭარის ერთ-ერთი მოქალაქის პრობლემის განხილვას აპირებდნენ.

30 ნოემბერი 2020, 11:04

COVID19

კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 622 გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

30 ნოემბერი 2020, 11:00

თემა

მოლდოვას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ვინ არის ოპოზიციონერი მაია სანდუ

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა მაია სანდუმ. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. სანდუმ დაამარცხა მოლდოვის ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ. თავად მაია სანდუ კი პირიქით, პროდასავლურ კანდიდატად ითვლება.

დონალდ ტრამპი

30 ნოემბერი 2020, 10:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ექიმთან ვიზიტი Twitter-ზე გააზიარა და ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ექიმის ინფორმაციით, ბაიდენს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2 104 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 383 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 857 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პი

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 216 ადამიანს დაუდასტურდა, 3 937 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

30 ნოემბერი 2020, 10:56

რეგიონი

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაიპარა

76 წლის კაცმა საავადმყოფო 27 ნოემბერს, 22:24 საათზე, უკანა კარიდან დატოვა. ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

კარლ ჰარცელი

30 ნოემბერი 2020, 10:55

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიც ესწრება. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.

შონ კონერი

30 ნოემბერი 2020, 10:53

კულტურა

სპეციალისტებმა შონ კონერის გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს

საბუთში ასევე ნათქვამია, რომ გულისცემის არარეგულარული რიტმი ინსულტის, გულის უკმარისობის და სხვა გართულებების რისკს ზრდის.

30 ნოემბერი 2020, 10:36

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. ჯო ბაიდენს დელავერის შტატში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდგინდა.

ჯენიფერ ფსაკი

30 ნოემბერი 2020, 10:25

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს.

30 ნოემბერი 2020, 10:19

რეგიონი

ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გრძელდება COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.