imedi /  01 ოქტომბერი 2020, 15:50 / სანდო წყარო

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

სკარლეტ იოჰანსონი

25 ოქტომბერი 2020, 11:08

კულტურა

სკარლეტ იოჰანსონი ფრანკენშტეინის პატარძლის როლს შეასრულებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი ფრანკენშტეინის პატარძლის როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი იტყობინება. ფილმს, სახელწოდებით Bride („პატარძალი“) ოსკაროსანი რეჟისორი სებასტიან ლელიო გადაიღებს. ფილმის სცენარზე ის ლორენ შუკერ ბლუმთან და რებეკა ანჯელოსთან ერთად მუშაობს.

ავღანეთი

25 ოქტომბერი 2020, 11:03

მსოფლიო

აშშ-მა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია

აშშ-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი ალ-მასრი მოკლულია. კრის მილერის განცხადებით, ეს ფაქტი ტერორისტული ორგანიზაციის დიდი მარცხია.

25 ოქტომბერი 2020, 10:58

რეგიონი

შალვა კერესელიძე შარხევის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარახევის მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ ადგილობრივებისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

25 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა, 604 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა, 604 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

25 ოქტომბერი 2020, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

25 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 11,176 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,176 ადამიანს დაუდგინეს, 29 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 429,181 შემთხვევა გამოვლინდა, 10,032 ადამიანი გარდაიცვალა.

მაიკ პენსი

25 ოქტომბერი 2020, 10:46

მსოფლიო

მაიკ პენსის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწეს მარკ შორტს კოვიდინფექცია გამოუვლინდა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 ოქტომბერი 2020, 10:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის

„ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქაბული

25 ოქტომბერი 2020, 10:33

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებისას დაღუპულ 24 ადამიანს შორის სტუდენტებიც არიან

ავღანეთში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებისას დაღუპულთა შორის 24 სტუდენტია. Reuters-ი იტყობინება, რომ სტუდენტთა უმეტესობის ასაკი 15-დან 26-მდე მერყეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო.

25 ოქტომბერი 2020, 10:21

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 50,129 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 50,129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,864,811-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 678 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 118,534-ს აღწევს.

25 ოქტომბერი 2020, 10:08

რეგიონი

ქობულეთში ევროპული სტანდარტის ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთში ევროპული სტანდარტის ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპიროს კეთილმოწყობა ორ ეტაპად ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა.

25 ოქტომბერი 2020, 09:53

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას განაგრძოს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას აქტიურად განაგრძოს. კანდიდატი მოსახლეობას რუსთაველის ქუჩაზე და ანაკლიაში შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა სექტემბრიდან ამომრჩეველთან შეხვედრები ზუგდიდის სოფლებსა და ქალაქის ყველა უბანში გამართა.

25 ოქტომბერი 2020, 09:51

რეგიონი

საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, სენაკში ჭადრაკის სახლი გაიხსნა

დღეიდან სენაკში აქტიური საჭადრაკო ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კოლორიტი სენაკელის, მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს.

25 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 ოქტომბერს ქუთაისში თბილი დღე იქნება. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში +24 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +25 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

25 ოქტომბერი 2020, 09:16

მსოფლიო

Washington Post-ი: ტრამპი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერებმა ნეშვილში სპონსორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მძიმე მდგომარეობაში არიან. ტრამპმა დონორებს ასევე განუცხადა, რომ რამდენიმე რესპუბლიკელ სენატორთან საქმის დაჭერა არ სურს და არც მათი დახმარების სურვილი აქვს.

ანა ქასრაშვილი

25 ოქტომბერი 2020, 08:57

კულტურა

კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ქართველი კომპოზიტორი, ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. ის ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შექმნილ საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში დაჯილდოვდა.

ბარაკ ობამა

25 ოქტომბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

ბარაკ ობამა აშშ-ის ეპიდვითარებაზე: დონალდ ტრამპს თავიდანვე რომ ემუშავა, სიტუაცია ასე არ გართულდებოდა

„რვა თვე ამ პანდემიაში. ახალი შემთხვევები რეკორდს ამყარებს. დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს, რომ უცებ დაგვიცვას. ის ელემენტარულ ნაბიჯებსაც კი ვერ დგამს, რომ საკუთარი თავი დაიცვას“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ჯო ბაიდენის მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

25 ოქტომბერი 2020, 08:24

COVID19

კოლუმბიაში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთის, არგენტინის, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ, კოლუმბია გახდა მერვე ქვეყანა, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 8 769 ახალი შემთხვევა აღწერეს.

25 ოქტომბერი 2020, 08:06

COVID19

დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსის 19 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 151 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსის 19 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 151 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 504 509 შემთხვევა დადასტურდა, 37 210 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 264 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

25 ოქტომბერი 2020, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში მეხანძრე რობოტი შექმნეს

რობოტი მეხანძრე ავტომობილი 1 600 კილოგრამს იწონის და საათში 13 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. Thermite -ს აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს. სავსე ავზი რობოტის მუშაობას 20 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.