imedi /  01 ოქტომბერი 2020, 17:15 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40,309 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 593 ადამიანი. ვირუსისგან 38,068 პაციენტი განიკურნა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:15

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ

„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ დასახლებას და ქალაქს, ჩვენ შევძლებთ რომ 2024 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 77 პროცენტს, 2 მილიონ 850 ათას ადამიანს ჰქონდეს წვდომა გამართულ წყალმომარაგებაზე. ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უკვე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საგრძნობი პროგრესი სხვადასხვა რეგიონში, დასრულებული პროექტების შედეგად ქუთაისის, ზუგდიდის და ჭიათურის მოსახლეობას უკვე შეეძლება დაინახოს დიდი კონტრასტი, იმასთან შედარებით რაც ექნებათ და რაც ჰქონდათ მანამდე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 16:11

ეკონომიკა

პრემიერი მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

20 ოქტომბერი 2020, 16:10

მსოფლიო

აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

20 ოქტომბერი 2020, 15:53

საზოგადოება

გენერალურ პროკურატურაში სახალხო დამცველთან არსებულ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ რეკომენდაციის პრეზენტაცია და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატირა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გახსნეს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

20 ოქტომბერი 2020, 15:51

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსის საგარეო პოლიტიკა განახლებას საჭიროებს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევს, რომ ბელარუსის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს და განახლებას საჭიროებს.

ხვიჩა კვარაცხელია

20 ოქტომბერი 2020, 15:48

სპორტი

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოარჩია

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გატანილი ბურთი გამოარჩია. ვიდეოს ასეთი სათაური აქვს: „უყურეთ ბრწყინვალე გოლს, ვინ არის თქვენს ნაკრებში საუკეთესო ახალგაზრდა?“. ეს ბურთი კვარაცხელიასთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო იყო.

აკაკი ზოიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:42

COVID19

აკაკი ზოიძე: საზოგადოებამ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება. „ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ საზოგადოება ვერ გავითავისებთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, - ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს“, - წერს ზოიძე Facebook-ზე.

20 ოქტომბერი 2020, 15:40

რეგიონი

ნათია თურნავა: ბაკურიანში რეკორდულ დროში დავასრულეთ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი პროექტების და სიცოცხლისა, რომელსაც ბაკურიანს ვაძლევთ

საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე მიქაბაძე

20 ოქტომბერი 2020, 15:38

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა

ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე. მისი თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა, რამდენადაც ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.

20 ოქტომბერი 2020, 15:31

სამართალი

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ნ.გ.-ს მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ზ.მ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

20 ოქტომბერი 2020, 15:30

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა.

20 ოქტომბერი 2020, 15:29

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსი უკან არ იხევს, პირიქით, მას გადამდებლობა უფრო მეტი აქვს

„შეიძლება ეს ვირუსი ყველამ მოიხადოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისეთ დროში, რომ არც ძალიან გაწელოს, რომ ძალიან დიდხანს არ გაჩერდეს და არც ძალიან სწრაფად, რომ ერთდროულად, მოკლე დროში იმდენად ბევრი შემთხვევა იყოს, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ვერ გაუძლოს“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

20 ოქტომბერი 2020, 15:26

COVID19

პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული მდგომარეობა ადგილობრივ შტაბთან განიხილა

აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.

20 ოქტომბერი 2020, 15:19

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა.

20 ოქტომბერი 2020, 15:18

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: 2021-2024 წლებში საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

ნინო ლაცაბიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:11

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით, 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად.

20 ოქტომბერი 2020, 15:05

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ობიექტს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”. კაფსულის ჩაგდების ცერემონია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა სოკარის პრეზიდენტმა, კომპანიის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა და ადგილობრიივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსთავი დაფუძნდა, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და ამ ქალაქისთვის ეკონომიკური განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს. პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში იმართება და ის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მდგრადი განვითარების პროგრამა ეკონომიკური განვითარებას, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებებს მოიცავს.

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 14:57

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნეს სექტორისთვის კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.