http://imedi.ge/ /  02 ოქტომბერი 2020, 10:38 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 453 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 295

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 295.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:50

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს

მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ. დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ლევან კობიაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის მაჟორიტარობა ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა

მადლობა გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და უკვე მეორედ დამასახელა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, - ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა გლდანში, ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში

საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

30 ოქტომბერი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 274 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 20:29

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:27

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 199 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 20:16

მსოფლიო

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 20:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე

დღეს ქვეყანაში, განსხვავებული აზრის ადამიანები არ იდევნებიან, მათ არ ყრიან სამსახურიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ამომრჩევლისთვის წარდგენის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:02

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელიც პოლიციელებს ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 19:55

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სასწავლო ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა. ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდა. შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, ვირტუალური ტირი, საკონფერენციო დარბაზი, სივრცეები როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

მირანდა მესხი

30 ოქტომბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

მირანდა მესხი: ზუგდიდის საარჩევნო ოლქში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ამომრჩეველს გადასატანი ყუთით მოვემსახურებით

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არის 107 საარჩევნო უბანი, ამას ემატება 2 სპეცუბანი, 109 და 110, ე.წ.„კოვიდუბნები“, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 120 213-ს.„კოვიდუბნებზე“ 280 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მალხაზ ჯალაღონია

30 ოქტომბერი 2020, 19:31

პოლიტიკა

მალხაზ ჯალაღონია: გამარჯვების იმედს იმ ადამიანების რაოდენობაც მაძლევს, რომლებიც გუშინ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ

ობიექტური კვლევების მიხედვით ოპოზიცია იმარჯვებს, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 19:29

მსოფლიო

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

ალექსანდრე ახვლედიანი

30 ოქტომბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

ალექსანდრე ახვლედიანი: მაქვს გამარჯვების იმედი, ზუგდიდში ალბათ მეორე ტური იქნება

ალბათ იქნება მეორე ტური და ჩემს თავს მეორე ტურში ვხედავ,-ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა მედიასთან განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორები იმყოფებიან.

30 ოქტომბერი 2020, 19:08

მსოფლიო

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიგი უგულავა

30 ოქტომბერი 2020, 19:07

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ზუგდიდელები ხვალ მხარს დაუჭერენ ცვლილებებს

ზუგდიდელები ხვალ გააკეთებენ არჩევანს, ისინი მხარს დაუჭერენ ცვლილებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 19:00

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან, მისმა დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი.

30 ოქტომბერი 2020, 18:54

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევებმა 600,000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 8,011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 604,952-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 365 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 34,478-მდე გაიზარდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

30 ოქტომბერი 2020, 18:52

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების წნეხის ქვეშ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს.