imedi /  02 ოქტომბერი 2020, 11:43 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსი 4,633 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 4,633 ადამიანს დაუდასტურდა, 68 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

სულ ქვეყანაში ვირუსი 217,661 ადამიანს დაუდგინდა, 4,261 გარდაიცვალა, ხოლო 96,591 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

იოსებ ხახალეიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 14:57

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში სულ მალე ბევრი ახალი პროექტი და მშენებლობა დაიწყება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის დიდი დასახლების ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. საარჩევნო პროგრამის გაცნობისა და ზოგადი ვითარების მიმოხილვის შემდეგ, კანდიდატმა ისაუბრა ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების პერსპექტივაზე, მრავალმილიონიან პროექტზე, რომელიც მთელი ქალაქის საკანალიზაციოს სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მიმდინარე და სამომავლო მშენებლობებზე, დღევანდელ პანდემიურ ვითრებასა და რეგულაციების დაცვაზე.

სერგი კაპანაძე

29 ოქტომბერი 2020, 14:56

COVID19

სერგი კაპანაძე: ხელისუფლება ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს

ხელისუფლება თავად ცდილობს კორონავირუსის პოლიტიზებას და ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც პოლიტიკოსებს მოუწოდა, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

ზაალ უდუმაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 14:51

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ ვართ ძალიან ფხიზლად, ძალიან მომზადებულები ვართ ამ არჩევნებისთვის

„კომენტარიც კი ზედმეტია ამ ყველაფერზე. გასაგებია ხელისუფლების ჩანაფიქრი ახლა. გასაგებია, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან ყველა გაყალბების სქემა აამუშაონ, რაც მათ შემუშავებული ჰქონდათ წლების განმავლობაში: ეს არის მიწერები, კარუსელები და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ფხიზლად, ძალიან მომზადებულები ვართ ამ არჩევნებისთვის, მათ შორის ტექნიკურადაც ვარ მომზადებულები, რომ ყველანაირი გაყალბების ფაქტი ავიცილოთ თავიდან. ასე რომ ტყუილად ხელი ნუ წაუცდებათ გაყალბებისკენ. ყველა ფაქტი იქნება გამოვლენილი“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

დავით სერგეენკო

29 ოქტომბერი 2020, 14:27

საზოგადოება

დავით სერგეენკო: ორ დღეში მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ადამიანის უფლებები ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად

საბურთალოზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ორ დღეში მოსახლეობამ არჩევნებით უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ადამიანის უფლებები უმაღლეს პრიორიტეტად თუ ეს პრიორიტეტი შეიცვლება 4 წლის განმავლობაში.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 14:19

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არჩევანი,რომელსაც ჩვენ 31 ოქტომბერს გავაკეთებთ, წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას განსაზღვრავს

„ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ: რა თქმა უნდა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები, რა თქმა უნდა ჩვენ გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანს, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, ეს არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა გახარიამ.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: დავით სერგეენკოს სახელს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება

მე არ დავიწყებ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს და იმ პროექტების ჩამოთვლას, რომლებიც დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა და ამისთვის მხოლოდ ერთი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია. ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს მოსახლეობისთვის წარდგენაზე თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

29 ოქტომბერი 2020, 14:12

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ განათლების მინისტრების ონლაინ კონფერენციაში ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის პირველი სესია COVID-19-ს პანდემიის პირობებში განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა.

საფრანგეთი თავდასხმა

29 ოქტომბერი 2020, 13:49

მსოფლიო

მედია: ნიცაში თავდამსხმელმა ქალს თავი მოჰკვეთა

BFMTV-ის ინფორმაციით დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. Le Figaro წერს, რომ ერთი ქალი მან ბაზილიკაში მოკლა, მეორე კი გვერდით მდებარე კაფეში, სადაც ის დამნაშავისგან მიმალვას ცდილობდა. მესამე გარდაცვლილი კაცია.

ნიცა ტერაქტი

29 ოქტომბერი 2020, 13:34

მსოფლიო

ნიცაში დანით შეიარაღებული კაცი ბაზილიკაში მყოფებს თავს დაესხა, არის მსხვერპლი

კრისტიან ესტროსის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. მისივე თქმით, ყველაფერი ტერაქტზე მიანიშნებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს ნიცის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არჩევნების დღეს ოპოზიცია შეეცდება გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტულ უბნებზე ვიღაცას კორონავირუსი დაუფიქსირდა

ვრცელდება ახალი საოცრება, ორდღიანი ტყუილი, თითქოს ნიკა მელია პირველ ტურში იგებს არჩევნებს 61%-ით. ეს დასაცინი ამბავია, ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი არ არსებობს. ამ მავნებლური სისტემების პარალელურად მუშაობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მათ განხორციელებადი ჰგონიათ, მაგრამ ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 13:24

საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, რომ არამხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია და შესაბამისად ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული.

29 ოქტომბერი 2020, 13:21

სამართალი

შსს: გავრცელებული ფოტო, რომელშიც ბადრი ესებუას გადაადგილება ჩანს, არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერსაა გადაღებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ფოტო, რომელშიც ბადრი ესებუას გადაადგილება ჩანს, არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერსაა გადაღებული.

29 ოქტომბერი 2020, 13:13

თავდაცვა

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ID ბარათები მზადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული ID ბარათებით ისარგებლონ.

კორონავირუსი

29 ოქტომბერი 2020, 13:12

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 366 ადამიანი ემსხვერპლა, რაც დღიური გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია. ეს ანტირეკორდი ქვეყანაში ზედიზედ მესამე დღეა ფიქსირდება. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27 301 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანრმთელდა 1 186 041 პაციენტი.

29 ოქტომბერი 2020, 13:08

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 33 400 ღერი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 167 ბლოკი (33 400 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

29 ოქტომბერი 2020, 13:08

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას დენდროლოგიური პარკი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დენდროლოგიური პარკი არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, არ იმუშავებს.

გიორგი ყრუაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 13:06

სპორტი

დღეს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

დღეს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ლუგანსკის „ზორიასა“ და პორტუგალიის „ბრაგას“ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს. ყრუაშვილი 2019 წელს ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ის საქართველოს ისტორიაში მეორე მსაჯია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

29 ოქტომბერი 2020, 12:58

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პედაგოგების მასობრივი PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსი სამ მასწავლებელს დაუდასტურდა. ისინი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან. ეპიდემიოლოგის მიერ ინფექციის გავრცელების პირელადი წყაროსა და კონტაქტების მოძიება ამ წუთებშიც გრძელდება. დაგეგმილია საჯარო სკოლების სრული დეზინფექცია.

29 ოქტომბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილნი არიან მეღვინეები კახეთიდან და გორიდან. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნას აპროტესტებენ. აქცია ამ დროისთვის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ კობიაშვილმა, სუბარმა ან ქადაგიშვილმა არჩევნები წააგეს, მე წავალ პოლიტიკიდან, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომელთა მიხედვითაც თითქოს მელია, მე მგონი ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და თან იგებენ პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ: თუ ჩვენი 3 კანდიდატიდან - ეს არის კობიაშვილი გლდანში, ეს არის სუბარი სამგორში და ეს არის ქადაგიშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში - თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, ნახეთ რა მკაფიოდ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან, ერთი მათგანიც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. და რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გვარამიას, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა კობახიძემ.