03 ოქტომბერი 2020, 11:24 / სანდო წყარო

მარინა ენდელაძე: ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ

მარინა ენდელაძე

მარინა ენდელაძე

ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ. ვერ გეტყვით, რომ გადასარევი ეპიდსიტუაცია გვაქვს. ჩვენ არ ვიყავით მიჩვეულნი ასეთი რაოდენობით ახალი პაციენტების გამოვლენას, მაგრამ არაა პრობლემები დატესტვაზე, ყველა კონტაქტი მოწმდება და ვლინდება ინფიცირებული. გაივლის გარკვეული პერიოდი და, მიღებული ზომების გათვალისწინებით და იმით, რომ ყველა პაციენტი გატესტილია, ვფიქრობ, რომ რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„შემთხვევათა მატებასთან ერთად, გვყავს გამოჯანმრთელებულებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ საწოლები თავისუფლდება, თუმცა, გარდა ამ საწოლებისა, როგორც ვიცი, არის სერიოზული მარაგიც. ვფიქრობ, რომ ის პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, მათთვის პრობლემა არ იქნება სტაციონარში მოთავსება“ - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 992 ადამიანი, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 650 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს

კიევში, ცოტა ხნის წინ დასრულდა უკრაინელი ჟურნალისტების ბრიფინგი. მათი თქმით, იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სააკაშვილი უკრაინიდან მეგობარ დეპუტატებს აგზავნის. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ფინანსურ დირექტორს კი უკრაინული სასამართლო საბანკო თაღლითობას ედავება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, არსებობს განცხადება იფსოს საფრანგეთში მდებარე ცენტრალური ოფისიდან, სადაც საუბარია, რომ კომპანიას ამ შინაარსის არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია და კითხვის ავტორები უკრაინის ოფისისკენ გადაამისამართეს.

29 ოქტომბერი 2020, 20:37

ეკონომიკა

ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის‘’ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელ კახა გვანცელაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილსა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, პროექტის დეტალებს გაეცნო და მათთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა განათავსა.

გიორგი გაბუნია

29 ოქტომბერი 2020, 20:33

რეგიონი

გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევქმნით ქუთაისის მომავალს და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად

სამშობლოს ზოგადად ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ და ჩვენ დღეს ერთიანი ძალებით შევქმნით ამ ქალაქის მომავალსა და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, - ასე მიმართა „ღამის შოუს“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

რევაზ მიშველაძე

29 ოქტომბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

რევაზ მიშველაძე: ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება

გითხრათ სიმართლე, არ მეგონა, თუ 2020 წლის 29 ოქტომბერს მოგვიწევდა მიტინგის ჩატარება იმის შესახებ, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, მაგრამ ამ საარჩევნო მარათონს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ მე შეიძლება შევცდე, შეიძლება აუცილებელიც კი იყოს შევახსენოთ ერთმანეთს ზოგი რამ იმ დანაშაულთა შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ მწერალმა რევაზ მიშველაძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 20:21

მსოფლიო

მედია: პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია

პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბუბა კიკაბიძე

29 ოქტომბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა

30 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ აქციაზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ოკუპანტების ენაზე უმღერა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 20:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გურჯაანის ტექნოპარკში ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და ისწავლიან, როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები

გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

29 ოქტომბერი 2020, 19:58

COVID19

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ბიძინა კულუმბეგოვი

29 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრე ადამიანი ვირუსს გამოყოფს და გადამდებია

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

29 ოქტომბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

29 ოქტომბერი 2020, 19:34

მსოფლიო

საფრანგეთში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება.

29 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

ია მეტრეველი

29 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

29 ოქტომბერი 2020, 18:59

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

29 ოქტომბერი 2020, 18:54

რეგიონი

სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

29 ოქტომბერი 2020, 18:51

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და მათი მთავარი მიზანია დასრულდეს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა , რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი.

29 ოქტომბერი 2020, 18:38

რეგიონი

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება

ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს. როგორც აჭარის პრესა იუწყება, თორნიკე რიჟვაძის კანდიდადურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.

29 ოქტომბერი 2020, 18:29

COVID19

კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პერე არაგონესმა განაცხადა.