imedi /  03 ოქტომბერი 2020, 15:10 / სანდო წყარო

ზუგდიდში კორონავირუსი გამოუვლინდა მოსწავლეს, რომელიც თვითიზოლაციის რეკომენდაციის მიუხედავად, მშობელმა სკოლაში მიიყვანა

ზუგდიდში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ერთი კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია. ის ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა.

სკოლის დირექტორის, ნინო გოგინავას ინფორმაციით, არასრულწლოვანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა მშობელმა ის მაინც მიიყვანა სკოლაში, ისე რომ, ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია არ გააფრთხილა.

„პირველ ოქტომბერს, მშობელმა მოიყვანა ბავშვი, თუმცა არასრულწლოვანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონია, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, არც მშობელმა გაგვაფრთხილა. ბავშვს არ ჰქონდა სიცხე და არც ვირუსის სხვა გამოვლინება. შემდგომ მშობელმა თავად დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა“, - განაცხადა imedinews-თან საუბრისა ნინო გოგინავამ.

მისივე ცნობით, დისტანციისა და რეგულაციების დაცვით სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლა ელოდება ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 992 ადამიანი, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 650 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 20:12

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 56% არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს

კითხვაზე დღეს რომ ტარდებოდეს საპარალემენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“ 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ 4,6%, „ახალი საქართველო“ 4,5%, „ევროპული საქართველო“ 4,3%, „ლელო“ 3,9%, „გირჩი“ 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ 2,2%

28 ოქტომბერი 2020, 20:10

სპორტი

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა. ტურნირი 2021 წლის იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო მისი ჩატარება შეუძლებლად მიიჩნია. რაც შეეხება ჭაბუკთა შორის კონტინენტის პირველობას, მისი გაუქმებაც განიხილებოდა, მაგრამ 2000 წელს დაბადებული ხელბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით, ჭაბუკი ხელბურთელები პროფესიონალურ კლუბებში თითქმის არ თამაშობენ და სანაკრებო შეჯიბრის გაუქმების შემთხვევაში ისინი ორი სეზონით საერთაშორისო პრაქტიკის გარეშე დარჩებოდნენ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით და ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი აგვისტოსთვის გადაიდო.

28 ოქტომბერი 2020, 20:03

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა.

28 ოქტომბერი 2020, 20:00

რეგიონი

ჭიათურაში საბაგირო გზების 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა

ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების - ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

28 ოქტომბერი 2020, 19:52

სპორტი

მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-14 პოზიცია შეინარჩუნა

საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო 1.04 სარეიტინგო ქულის გამომუშავება, რითაც 83.77 ქულას დააგროვა, ავსტრალიას გადაუსწრო და ერთი პოზიციით წინ, მეხუთე ადგილზე წაიწია. თავის მხრივ, უელსს 1.04 ქულა ჩამოაკლდა და 81.61 ქულა დარჩა, მაგრამ მეშვიდე ადგილი არ დაუკარგავს.

28 ოქტომბერი 2020, 19:48

რეგიონი

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ქუთაისში აქცია 29 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიწყება.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრო ლაგოდეხის კლინიკაში 71 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ოქტომბერი 2020, 19:31

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა. imedinews- ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი მოულოდნელად გასკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯდომი ერთი მგზავრი, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია . მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 19:26

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ვანო მერაბიშვილს თანაგუნდელები ეძახდნენ ხერხემალს, ორგანიზმი კი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება, ან როცა თავისუფლდება კვდება

ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ ხერხემალს. საერთოდ ორგანიზმი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება ან როცა თავისუფლდება კვდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ვანო მერაბიშვილის დისტანცირებას, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ყველა მისი ყოფილი პარტნიორი ცდილობდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ ხერხემალს. საერთოდ ორგანიზმი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება ან როცა თავისუფლდება კვდება. ეს მათი ხერხემალი ჯერჯერობით ვერ გამიჯნეს და ეს მიზნად არც ჰქონიათ რეალურად. ვანო მერაბიშვილი, დღეს არსებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობს კულუარულ ე.წ. რევოლუციურ შტაბს, რომელიც, ჩვენს ხელთ არებული

ენტონი ფაუჩი

28 ოქტომბერი 2020, 19:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ შევძლებთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება.

კახა კალაძე
გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 19:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხელ ყაველაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 19:00

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი IPM-ის კვლევაზე: ეს ისეთ სფეროში შესვლაა, სადაც კვლევითი ორგანიზაციები არ შედიან, მითუმეტეს პოლიტიკური დაკვეთით

საერთოდ, როდესაც არჩევნების მოგების იმედი არ გაქვს და არეულობა მცდელობა არის ერთადერთი გზა, მათი აზრით, ხელისუფლებაში მობრუნების, თუმცა ეს ასე არ არის, აქ ძალიან ლოგიკური განვითარებაა არჩევნების წინ ის კითხვა, რაც ipm-ის კვლევაში იყო წარმოთქმული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის ოცეულის წევრმა, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა

ირაკლი მეზურნიშვილი

28 ოქტომბერი 2020, 18:57

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა

კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა. ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას ახლადრეაბილიტირებულ ციხე-გალავანის ტერიტორიაზე შეხვდა და მისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მაიკ პომპეო

28 ოქტომბერი 2020, 18:51

მსოფლიო

მაიკ პომპეო: მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ვიტალი შკლიაროვი თავის ოჯახს შეუერთდა და აშშ-ში უსაფრთხოდ დაბრუნდა

პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი აშშ-ში დაბრუნდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

APM Terminals ფოთი პორტი

28 ოქტომბერი 2020, 18:49

ეკონომიკა

Port Strategy: ახალი სატვირთო ტერმინალი ქართული პორტის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

„ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებაში გაკეთებული უპრეცედენტო ინვესტიციით, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ორ ფაზად განხორციელდება, APM Terminals კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას აქვს საქართველოს ლოგისტიკური დერეფნის მდგრადი მომავლის და ეროვნული და რეგიონალური ეკონომიკების შეუქცევადი ზრდის რწმენა, რაც ჯამში მოიტანს ბიზნესის სტიმულირებას“, - განაცხადა კრისტენსენმა.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2020, 18:48

რეგიონი

ნათია თურნავამ იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ნათია თურნავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კლდეეთს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან, აზერ მამმედოვთან ერთად ესტუმრა.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: უკანასკნელი რამდენიმე არჩევნებია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედეგები წინასწარ არის ცნობილი, ამიტომაც ისინი მუდმივად დესტრუქციისა და პროვოკაციისკენ არიან მიდრეკილები

„ეს მათი წარმომადგენლები იქ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით სხედან რამდენიმე მიზნით. ერთი, რომ ადგილზე მოახდინონ პროვოცირება და ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესს. მეორე, როცა მოხდება ხმების დათვლა, ეს პროცესი შეაფერხონ და მესამე, როდესაც ანგარიშები დაიწერება, ბევრი ანგარიში გაიგზავნოს, თითქოს და მოხდა რაიმე დარღვევა“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 18:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბრალდებაზე ოზურგეთში სურსათის დარიგებასთან დაკავშირებით: ეს იყო ერთ-ერთი წვეთი ტყუილების ზღვაში

რადგან ბავშვები ბაღში ვერ დადიან, მათ საკვები პროდუქტები ურიგდებათ. ოპოზიციამ კი მოიფიქრა, რომ ამისთვის მოსყიდვა დაერქმია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.