imedi /  05 ოქტომბერი 2020, 22:39 / სანდო წყარო

ევროკომისიის პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„კორონავირუსზე ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.მოქმედი რეგულაციების თანახმად, ხვალ საღამომდე თვითიზოლაციაში ვრჩები“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„ინფორმაცია მივიღე, რომ პირს, რომელსაც გასულ სამშაბათს შევხვდი, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. მოქმედი რეგულაციების თანახმად, თვითიზოლაციაში გადავდივარ 6 ოქტომბრის დილამდე, ვიდრე ტესტის პასუხს არ მივიღებ“, - განაცხადა დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველა სიახლე

მიკ შუმახერი

02 დეკემბერი 2020, 16:00

სპორტი

მიხაელ შუმახერის ვაჟი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს

მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს. 21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება.

პაბლო მატერა

02 დეკემბერი 2020, 15:56

სპორტი

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო გუნდიდან მოკვეთეს

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი პაბლო მატერა გუნდიდან ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მატერას მიერ 9 წლის წინ Twitter-ზე დაწერილი სტატუსები, არგენტინულ მედიაში ახლახანს გახმაურდა.

02 დეკემბერი 2020, 15:45

რეგიონი

სოფელ ვეჯინში ავარიის შედეგად მძღოლი და მგზავრები მძიმედ დაშავდნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავარია მოხდა. მძღოლი და რამდენიმე მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო- ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანება აღენიშნებათ. imedinews-ის ინფორმაციით, TOYOTA PRIUS-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

თეთრი სახლი

02 დეკემბერი 2020, 15:43

მსოფლიო

The Guardian: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ შესაძლო ქრთამის აღების საქმეს იძიებს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ შესაძლო ქრთამის აღების საქმეს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

02 დეკემბერი 2020, 15:20

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადი იყოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ერთ-ერთი მაგალითი კი ინტენსიური ტესტირების პროგრამაა.

ილჰამ ალიევი

02 დეკემბერი 2020, 15:18

მსოფლიო

აზერბაიჯანში 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერი ქვეყანაში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.

რატი იონათამიშვილი

02 დეკემბერი 2020, 15:17

COVID19

რატი იონათამიშვილი: მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო კოვიდვაქცინაციისთვის მზადება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ადრეულ ეტაპზე კოვიდვაქცინაციისთვის მზადების პროცესის დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და მმართველი გუნდისთვის არსებული გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კვლავაც უმთავრესი პრიორიტეტია.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი მიიღეს, რაც საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს

„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

გიორგი ჩაკვეტაძე

02 დეკემბერი 2020, 15:07

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას დღეიდან შეუდგება

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია, მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე. მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

02 დეკემბერი 2020, 14:59

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 281 შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 124 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაცია 179 პირს მოეხსნა. დღეის მდგომარეობით რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3,316 პაციენტს შეადგენს, მათ შორის 1,085 მკურნალობას სახლში გადის. სულ თვითიზოლაციაშია 2,141 პირი.

კობა დავითაშვილი

02 დეკემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

კობა დავითაშვილი 49 წლისა გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

02 დეკემბერი 2020, 14:35

საზოგადოება

იუსტიციის სახლის წარმომადგენელი: არ დაიზარა ზოგიერთმა და მოკრძალებული საჩუქარი დახმარებად გამოაცხადა, ხოლო პროექტი - კანონად, უხერხულია

დღეს ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტის - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, გაფართოება გამოვაცხადეთ. ხოდა სანამ ძირითად სათქმელს ვიტყოდე, პატარა პრეისტორია უნდა მოგახსენოთ. პროექტი 2016 წელს დავიწყეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული ახალშობილის მშობლებს, რომლებიც დაბადების მოწმობის ასაღებად მოდიოდნენ, ჩვილთან მოკრძალებულ საჩუქარს და არა სოციალურ დახმარებას ვატანდით, როგორც ამას ე.წ ჟურნალისტიკაში წასული პროკურორი და ძმანი მისნი იუწყებოდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის წარმომადგენელი, ანი გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

02 დეკემბერი 2020, 14:35

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 597 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 180 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 597 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 დეკემბერი 2020, 14:26

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 3 დასახლებაში სპორტული სივრცეები მოეწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხაიშში, ქოთიშსა და ასურეთში სპორტული სივრცეები მოეწყო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენაჟორების მონტაჟისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 579 ლარი გამოიყო.

ობელისკი აშშ-ში/ობელისკი რუმინეთი

02 დეკემბერი 2020, 14:22

ტაბლოიდი

რუმინეთში აღმოჩენილი ლითონის ობელისკიც გაუჩინარდა

არავინ იცის, ვინ დაამონტაჟა და ვინ განახორციელა ქანდაკების დემონტაჟი.

02 დეკემბერი 2020, 14:03

სპორტი

ევრობასკეტ 2022-ის 11 მონაწილე ცნობილია

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მონაცემებით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ბოსნია-ჰერცეგოვინამ, ხორვატიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და უკრაინამ, ასევე 4 მასპინძელი ქვეყნის გუნდს: საქართველოს, ჩეხეთს, გერმანიასა და იტალიას ევრობასკეტზე მონაწილეობა გარანტირებული აქვთ.

02 დეკემბერი 2020, 13:50

ეკონომიკა

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

„ლიბერთი ბანკი“ სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს, - ამის შსახებ აღნიშნულია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

02 დეკემბერი 2020, 13:47

რეგიონი

ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

02 დეკემბერი 2020, 13:24

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კორონავირუსით გარდაცვალება

02 დეკემბერი 2020, 13:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკური აუდიტი სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კლინიკური აუდიტი მუშაობს და სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა და რომელიც, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც დადგება შემდეგ დღეებშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.