Imedi /  07 ოქტომბერი 2020, 10:59 / სანდო წყარო

ინფიცირებული „იმედის დილის“ წამყვანი: ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა

ზურაბ ბალანჩივაძე

ზურაბ ბალანჩივაძე

ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა, რადგან ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მე თუ გამიმართლა და ძლიერი იმუნიტეტი აღმომაჩნდა, აქ ჟანგბადის დანადგარით ან გადასხმით არ ვწევარ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას არ დასჭირდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელმა, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანმა, ზურაბ ბალანჩივაძემ განაცხადა.

იგი გადაცემა „იმედის დილაში“ ჩაერთო და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. სიმპტომები არ დამძიმებულა და მისი ექიმების განცხადებით, პროცესი კარგად მიდის.

ბალანჩივაძის თქმით, დღეს კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მე-7 დღეა. მას სისხლის ანალიზი აუღეს და უახლოეს დღეებში შემდეგ ტესტირებაც ჩაუტარდება. წამყვანმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მას სოციალურ ქსელებში სიმპტომებთან დაკავშირებით წერს.

„რატომღაც ასე მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებული სიმპტომები უნდა გქონდეს. სიცხე, ხველა, არ არის საკმარისი, ალბათ, თვალებიდან სისხლი უნდა გდიოდეს, არ ვიცი, რათა დაიჯერონ ვიღაცებმა, რომ ვირუსი არსებობს. ზოგს ყელის ტკივილით ეწყება, ზოგს - ხველით, ზოგს - ცხვირში გაჭედვით, რაც მაგალითად, პირადად მე მქონდა, ან გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვით და ასე შემდეგ. თავისთავად ცხადია, ეს სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, მათ შორის, უბრალო გაციებასაც, მაგრამ აქ ერთი პასუხი მაქვს: თავის ტკივილი იცის გაციებამაც, ნაბახუსევმაც და კიბომაც. აქედან გამომდინარე, ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა, რადგან ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მე თუ გამიმართლა და ძლიერი იმუნიტეტი აღმომაჩნდა, აქ ჟანგბადის დანადგარით ან გადასხმით არ ვწევარ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას არ დასჭირდება. ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ - ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბალანჩივაძე.

ასევე, ბალანჩივაძემ ისაუბრა, როგორ უნდა შეამოწმონ ადამიანებმა სახლის პირობებში ფილტვებში მიმდინარე პროცესები სუნთქვითი ვარჯიშებით.

„ეს ვირუსი ყველაზე მეტად სასუნთქი გზებისკენ მიდის. ამიტომ, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაბერეთ მკერდი და ცოტა ხნით გააჩერეთ ჰაერი. თუ ამას ვერ შეძლებთ და ხველა აგივარდებათ, დიდი ალბათობით ეს არის საყურადღებო. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს ფილტვებთან, ბრონქებთან დაკავშირებით იძლევა პასუხს, რომ შესაძლოა, იქ რაღაც პროცესი იყოს წასული. ეს არის სამოყვარულო დონეზე, რადგან სუნთქვის გაძნელება ერთ-ერთი მანიშნებელია და პროცესი იწყება ამ შეუკავებლობით“, - განაცხადა ზურაბ ბალანჩივაძემ.

მისივე თქმით, მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 235 ადამიანი, 62 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდით, გამოცდილი და ახალი წევრებით, რომლებსაც გამოარჩევთ საქმის სიყვარული, გამოცდილება, ცოდნა და კეთილსინდისიერება

ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, სამშობლოს გულშემატკივრობენ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:55

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი

ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:50

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს

მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ. დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ლევან კობიაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის მაჟორიტარობა ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა

მადლობა გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და უკვე მეორედ დამასახელა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, - ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა გლდანში, ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში

საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

30 ოქტომბერი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 274 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 20:29

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:27

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 199 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 20:16

მსოფლიო

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა

მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 20:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე

დღეს ქვეყანაში, განსხვავებული აზრის ადამიანები არ იდევნებიან, მათ არ ყრიან სამსახურიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ამომრჩევლისთვის წარდგენის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 20:02

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელიც პოლიციელებს ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 19:55

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სასწავლო ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა. ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდა. შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, ვირტუალური ტირი, საკონფერენციო დარბაზი, სივრცეები როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

მირანდა მესხი

30 ოქტომბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

მირანდა მესხი: ზუგდიდის საარჩევნო ოლქში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ამომრჩეველს გადასატანი ყუთით მოვემსახურებით

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არის 107 საარჩევნო უბანი, ამას ემატება 2 სპეცუბანი, 109 და 110, ე.წ.„კოვიდუბნები“, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 120 213-ს.„კოვიდუბნებზე“ 280 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მალხაზ ჯალაღონია

30 ოქტომბერი 2020, 19:31

პოლიტიკა

მალხაზ ჯალაღონია: გამარჯვების იმედს იმ ადამიანების რაოდენობაც მაძლევს, რომლებიც გუშინ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ

ობიექტური კვლევების მიხედვით ოპოზიცია იმარჯვებს, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 19:29

მსოფლიო

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

ალექსანდრე ახვლედიანი

30 ოქტომბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

ალექსანდრე ახვლედიანი: მაქვს გამარჯვების იმედი, ზუგდიდში ალბათ მეორე ტური იქნება

ალბათ იქნება მეორე ტური და ჩემს თავს მეორე ტურში ვხედავ,-ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა მედიასთან განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორები იმყოფებიან.

30 ოქტომბერი 2020, 19:08

მსოფლიო

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიგი უგულავა

30 ოქტომბერი 2020, 19:07

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ზუგდიდელები ხვალ მხარს დაუჭერენ ცვლილებებს

ზუგდიდელები ხვალ გააკეთებენ არჩევანს, ისინი მხარს დაუჭერენ ცვლილებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 19:00

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან, მისმა დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი.