imedi /  07 ოქტომბერი 2020, 11:16 / სანდო წყარო

საქართველოში 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 518 კოვიდინფიცირებულიდან 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„4 518 შემთხვევიდან 58 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.

„ჩვენს ცენტრში 42 კოვიდინფიცირებული იმყოფება, აქედან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ერთი ინფიცირებული კი კრიტიკულია, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და პროგნოზი კეთილსაიმედოა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 235 ადამიანი, 62 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი რაიმე კავშირშია ციხის კადრებთან, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის

საერთოდ, რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მაგრამ თუ რაიმე კავშირშია, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის, რადგან სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეებში 12-ჯერაა სიკვდილიანობა შემცირებული, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, ლადო ბედუკაძისა და ვანო ჩხარტიშვილია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილმა 2 მილიონამდე გადაიხადა კადრების გასაჯაროებისთვის.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს

დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერებიც არიან გარეული ამ საქმეში, როგორც სააკაშვილი ამბობს 70-80 მილიონი აქვს ხომ მას აღებული ამ საქმეში, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა, თუ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ აქციას ბათუმში „შეგნებულ დივერსიულ აქტს“ უწოდებს

„ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში გრძელდება სხვა რეგიონებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:42

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება

200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 200-ლარიანი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსულ რესურსს იყენებს ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული რუსული საქმის კეთებაში საქართველოში

„გოგოლაძეს რაც შეეხება, არის ცნობილი საქმე. ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომელიც მოკლეს და იქ იკვეთება გოგოლაძის სახელი და გვარი. ჩვენ ვერაფერზე ვისაუბრეთ, ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ეჭვები. დანარჩენი არის სასამართლოს საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:30

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: გლობალური პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკურმა გუნდმა აჭარის ბიუჯეტის 3,2%-იანი ზრდით დაგეგმვა მოახერხა

„რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის არცერთი სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ასევე, იცით, რომ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები იგივე კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასის ზრდის მიმართ და, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

26 ოქტომბერი 2020, 12:30

პოლიტიკა

ამერიკელი გენერალი: დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება

„საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულნი არიან უპრეცედენტოდ გამანადგურებელ ბრძოლებში, რომელთა მსგავსიც მათ წლების განმავლობაში არ უნახავთ“.

მერაბ ქვარაია

26 ოქტომბერი 2020, 12:24

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: სამეგრელო ყოფილა სააკაშვილის „ცხოვრების არსი" - სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა და რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა

სრული ცინიზმი - სამეგრელო ყოფილა თურმე სააკაშვილის „ცხოვრების არსი". სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა, რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა, სადაც ყველაზე მეტი დაიჭირა, დააპატიმრა, მოსპო და გაანადგურა, სადაც ყველაზე მეტი უსამართლობა ჩაიდინა, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია.

26 ოქტომბერი 2020, 12:20

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში

26 ოქტომბერი 2020, 12:18

სამართალი

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:17

COVID19

თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

„მე მათ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ბათუმელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები რაც გვაქვს და შეკრებებიც გააკეთონ სწორედ ამ წესების დაცვით და ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეების პასუხისმგებლობით, რეკომენდაციების დაცვით აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის - რუსული რესურსის გამოყენებით

დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე და მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული საარჩევნო გარემო, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: პირბადის 95%-იანი ტარება თუ შესრულდება, სერიოზულად შევამცირებთ ინფექციის გავრცელებას

პირბადის ხმარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. 60%-დან, რომ ავიდეთ 95%-მდე მნიშვნელოვნად შევამცირებთ ინფიცირების მატებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გვაქვს სამ დიდ ქალაქში მოქმედებს.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება

„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია, ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რუსეთი კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 12:04

COVID19

რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 219 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 26 269 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 146 096 პაციენტი.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:01

COVID19

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს და ყველა იმ ოჯახის ექიმს აქვს, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

26 ოქტომბერი 2020, 12:01

რეგიონი

ჭიათურაში დამატებით 500 ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ჭიათურის მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, ქალაქში არის დასახლება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება და წყლით შპს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ამარაგებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ქალაქ ჭიათურაში ფანცულაიას ქუჩის, სოფელ პერევისას 30 ოჯახის, საჩხერის გზატკეცილზე რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსისა და მიმდებარე ობიექტების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება - მშენებლობას ითვალისწინებს.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ. არ მიგვაჩნია, რომ ეს, ამ ეტაპისთვის, საჭიროა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის, ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს

„დღეს გვაქვს კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა, აქედან საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ისევ სამი რეგიონი. აჭარაში გვაქვს 296 შემთხვევა, თბილისში 919, იმერეთში 337. მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზება, რომლის მიმართაც უფრო მეტი კითხვა ისმის. წარმოგიდგენთ ჰოსპიტალიზების სტატისტიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაც ცხადყოფს, რომ შეფერხებები ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით არ არის. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ პროცენტული ანალიზი, თუ რა ნაწილის ჰოსპიტალიზება ხდება ჩვენი მოქალაქეების, რაც ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზების წილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ევროპაში ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა მომავალი 2-3 თვის განმავლობაში მზარდი იქნება

სამწუხაროდ გლობალურად სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. პირიქით, უფრო უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.