imedi /  08 ოქტომბერი 2020, 11:14 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა 10,000-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა 10,000-ს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს დაუდასტურდა, 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5553 ადამიანი, გარდაიცვალა 66 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5574 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1310, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კვარაცხელია და მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 17:53

რეგიონი

ვინ არის ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა

„ეს ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირი ეთერით გახლავთ ირაკლი კვარაცხელია, რომელიც 4 დღის წინ იყო მოსული პროვოკაციისთვის. სააკაშვილთან ერთად არის ეს ადამიანი, რომელიც მე მიმტკიცებდა, რომ მეგიზ ქარდავასთან და ძველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს და ახალი თაობა ვართ „ნაცმოძრაობისო“ და ფაქტია, რომ სააკაშვილის ფანი და ფაქტია ის, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს„ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

21 ოქტომბერი 2020, 17:50

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა.

21 ოქტომბერი 2020, 17:45

COVID19

ბოლო 24 საათში ჩეხეთში კორონავირუსის 11 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

21 ოქტომბერი 2020, 17:36

რეგიონი

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში აყვანილი მძევლის ახლობელი: ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს

„ის ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირ ეთერში არის ირაკლი კვარაცხელია, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი. შიგნით (თავდამსხმელი) აშკარად სპეცრაზმელი ზის, მას ეტყობა რომ ის არის მომზადებული ადამიანი, არავინ ამოწმებს ვინაა ირაკლი კვარაცხელია და რატომ იძლევა მშვიდ გარემოში მითითებებს. „მთავარ არხთან“ რა უნდა გამტაცებელს?

21 ოქტომბერი 2020, 17:33

სამართალი

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალი პირველ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბანკის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაშია და მათი მოქმედებების შესაბამისად მოქმედებს. „ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

თამარ გაბუნია

21 ოქტომბერი 2020, 17:13

რეგიონი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისის ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

ამირან გოგიტიძე

21 ოქტომბერი 2020, 17:08

საზოგადოება

ამირან გოგიტიძე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან დაუყოვნებლივ რეაგირებენ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გასული 24 საათის მონაცემები გააცნო. ბრიფინგზე მკაფიოდ განიმარტა 112-ში COVID-19-ის შემთხვევების მართვის პრინციპი, როდის ახდენს გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მყისიერ რეაგირებას და როდისაა შესაძლებელი გამოძახების გახანგძლივება.

ლაშა დარსალია

21 ოქტომბერი 2020, 16:57

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ლაშა დარსალიას გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას გამოკითხვა დასრულდა.

იგორ დოლგოვი/თამარ ჟვანია

21 ოქტომბერი 2020, 16:53

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს.

21 ოქტომბერი 2020, 16:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. სააგენტო ინფორმაციას გათავისუფლებულ მძევალზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია შედგა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.

21 ოქტომბერი 2020, 16:43

საზოგადოება

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეცხრე სხდომა გამართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეცხრე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ზუგდიდი საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:31

რეგიონი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გადაღებული კადრები გავრცელდა

ტელეკომპანია „ოდიში“ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გადაღებულ კადრებს ავრცელებს. ვიდეო დაახლოებით 45 წუთის წინ არის გადაღებული. მასზე ჩანს თუ როგორ გადაადგილდება თავდამსხმელი ბანკის შენობაში.

21 ოქტომბერი 2020, 16:29

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ძირი ფიჭვის და კვიპაროსის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში ახალგაზრდებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია მონაწილეობდნენ.

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:24

სამართალი

ზუგდიდში, თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა მას შენობის დატოვების უფლება მისცა.

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:08

რეგიონი

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან ითხოვს შეხვედრას

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა ბანკის ორსულ თანამშრომელს შენობიდან გასვლის უფლება მისცა, შემდეგ კი დამლაგებელი გაათავისუფლა, რომელიც შეუძლოდ გახდა.

21 ოქტომბერი 2020, 16:06

ეკონომიკა

უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს

პიტერ ნადისა და მისი ოჯახი იყვნენ პიონერები, რომლებმაც უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა gazdasag წერს.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:47

სამართალი

გიორგი გახარია ჟურნალისტებს: მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რა ხდება

არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კრიმინალთან დაკავშირებით დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას განუცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:46

სამართალი

ირაკლი ჩიქოვანი: სამართალდამცველებს უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არაა

„ახლა უმთავრესია, რომ სამართალდამცველებს მივცეთ საშუალება შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:44

რეგიონი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი. თვითმხილველის თქმით, შენობაში 1 შეიარაღებული თავდამსხმელია, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე კლიენტები. შსს-მ ზუგდიდში ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

21 ოქტომბერი 2020, 15:41

რეგიონი

მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდში რამდენიმე პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობის დატოვება შეძლო

„ბანკი არის 4-სართულიანი. შენობაში შეჭრილია 1 პირი, ხოლო რაც შეეხება გათავისუფლებას, იქ არის ისეთი სიტუაცია შემქნილი, რომ ზოგიერთი პირი სხვა გამოსასვლელით გამოვიდა“, - აღნიშნა თორიამ. მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაწვდის.