imedi /  08 ოქტომბერი 2020, 11:54 / სანდო წყარო

რუხის კლინიკაში 20 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

რუხის კლინიკაში 20 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ, რის გამოც მათი ზოგადი მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

კლინიკაში ჯამში 73 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რაც შეეხება დანარჩენ კოვიდპაციენტებს, ფოთის ჰოსპიტალში 33 პაციენტია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბუბა კიკაბიძე

29 ოქტომბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა

30 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ აქციაზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ოკუპანტების ენაზე უმღერა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 20:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გურჯაანის ტექნოპარკში ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და ისწავლიან, როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები

გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

29 ოქტომბერი 2020, 19:58

COVID19

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ბიძინა კულუმბეგოვი

29 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრე ადამიანი ვირუსს გამოყოფს და გადამდებია

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

29 ოქტომბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

29 ოქტომბერი 2020, 19:34

მსოფლიო

საფრანგეთში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება.

29 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

ია მეტრეველი

29 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

29 ოქტომბერი 2020, 18:59

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

29 ოქტომბერი 2020, 18:54

რეგიონი

სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

29 ოქტომბერი 2020, 18:51

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და მათი მთავარი მიზანია დასრულდეს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა , რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი.

29 ოქტომბერი 2020, 18:38

რეგიონი

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება

ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 18:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს. როგორც აჭარის პრესა იუწყება, თორნიკე რიჟვაძის კანდიდადურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.

29 ოქტომბერი 2020, 18:29

COVID19

კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პერე არაგონესმა განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 18:18

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება

ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება. აქციაზე ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალებს ემიჯნებიან.

29 ოქტომბერი 2020, 18:16

რეგიონი

საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია

რთველი 2020-ის ფარგლებში საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ვლადიმერ პუტინი

29 ოქტომბერი 2020, 18:15

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მარტივი ვერ იქნება, ვინაიდან ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ფრანკ ვანდენბრუკი

29 ოქტომბერი 2020, 18:14

COVID19

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: შეზღუდვების 4 კვირა საკმარისი არ იქნება

„მე არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ზომები გარკვეული პერიოდი უნდა დარჩეს. ვიცი ეს რთულია. ძალიან ძნელია. ეს არის მარათონი და ამ მარათონის ბოლოს ჩვენ გამარჯვებულები უნდა ვიყოთ. მინისტრმა ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდაზე“, - აღნიშნავს ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი.

29 ოქტომბერი 2020, 18:11

მსოფლიო

ვატიკანი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს

ვატიკანი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გმობს.