imedi /  08 ოქტომბერი 2020, 21:01 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება.

დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევების მართვა იყოს შესაბამისი. ტექნოლოგიურად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, ძალიან კარგადაა მომზადებული, აპარატურა ახალია. ექიმების მობილიზების პროცესი გრძელდება. ამ კვირის განმავლობაში ასევე მოხდება, სხვადასხვა კლინიკიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 230 აჭარაში დაფიქსირდა .

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 553 ადამიანი, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 19:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია: როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩავატარებთ, გავიმარჯვებთ და მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას

პანდემიასაც დავამარცხებთ, როგორც არ უნდა ეწყინოს ბევრს, არჩევნებსაც ღიად და დემოკრატიულად ჩავატარებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მეორე დღიდან დავიწყებთ პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 19:20

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებლი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 346 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 33 299-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 463 411 პაციენტი.

მაიკ პომპეო

27 ოქტომბერი 2020, 19:15

მსოფლიო

მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

27 ოქტომბერი 2020, 19:08

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მოსახლეობას გეგმები და ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს

„ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე, რაც ჩვენს გუნდს აქვს. მჯერა, ჩვენ ერთად ავირჩევთ უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

სერგეი ლავროვი

27 ოქტომბერი 2020, 18:58

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა.

თორნიკე რიჟვაძე

27 ოქტომბერი 2020, 18:58

რეგიონი

ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 13 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმელებსა და პრეზენტაციის სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.

27 ოქტომბერი 2020, 18:56

კულტურა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იწყება

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელიც კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, ონლაინფორმატში ჩატარდება. ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა” 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება.

27 ოქტომბერი 2020, 18:54

კულტურა

ოპერატორებისა და კინოგამნათებლების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ნამუშევარიც დასახელდა

გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივმა ნამუშევარმა, კინოგანათების კომპანია Dedolight-ის მიერ ჩატარებულ, ოპერატორებისთვისა და კინოგამნათებლების კონკურსში 30 გამარკვებულს შორის მე-14 პოზიცია დაიკავა. კონკურსის გამარჯვებულები კომპანიამ განათების ტექნიკით დააჯილდოვა. გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ვიდეო მცირე რაოდენობის ტექნიკის პირობებში ინტიმური გარემოს შექმნის ორიგინალურ კონცეფციას გვიჩვენებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო იყო პანდემიის პირველი ტალღის გამკლავებაში, ასევე პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება, - ამის შესახებ ფოთში ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 18:45

COVID19

ACI Europe: ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, უახლოეს თვეებში ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:44

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქოჯაელის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის არიან სამხედრო ძალებიდან გარიცხული ლეიტენანტი და სამხედრო სკოლის ექვსი ყოფილი მოსწავლე.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან, თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:37

რეგიონი

გიორგი გახარია ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნაზე: 7 თვის წინ, აქ იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება

დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:34

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს, სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას

„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც, საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში, პოლიტიკურად, ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი პასუხის შინაარსი კი არ არის, პანიკის დათესვაა თქვენი შეკითხვის მიზანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

პრემიერი: როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების ზრდას

გიორგი გახარია ოპოზიციას მოუწოდებს, არჩევნებში დამარცხებას საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაური

27 ოქტომბერი 2020, 18:29

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო

წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონებში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, როგორც წალენჯიხაში ისე რეგიონების სხვა ქალაქებშიც პოლიციის შენობების მშენებლობა გაგრძელდება, რადგან თანამშრომლებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ მძიმე სამუშაოს შესრულების პროცესში.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

გიორგი გახარია: უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ყველას ვალდებულებაა

ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია, უკიდურესად გამჭირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველას ვალდებულებაა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:23

სამართალი

გიორგი გახარია: პოლიციელები, რომლებიც ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ, დღეს, რადგან სამ დღეში არჩევნებია ამორალური დარტყმების ქვეშ არიან

ეს ის პოლიციაა, ის ექიმები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ. ხალხი ამას კარგად ხვდება. დღეს, მაგალითად, მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ ის დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ოპოზიციის ინტერესი კი ეს არ არის. ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი და ზოგიერთი ტელევიზია ამ პროცესს ხელსაც უშლის, რადგან არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს. ზუსტად იგივეა ეპიდემიოლოგიურად“, – განაცხადა გახარიამ.

ლინას ლინკევიჩუსი

27 ოქტომბერი 2020, 18:20

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ნატო არ მიიწვევს გასაწევრიანებლად სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზე ომი მიმდინარეობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, დონბასში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ მჭირდება კვლევები, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი

ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Survation-ის კვლევას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 55% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%-ი.