IMEDI /  12 ოქტომბერი 2020, 11:45 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არავინ დარჩება, სახელმწიფოსა და ექიმების მიდგომა ასეთია

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

არსებობს ბევრი კრიტერიუმი, რითაც ექიმები იღებენ გადაწყვეტილებას, რომელი პაციენტი რჩება ბინაზე, რომელი პაციენტი გადადის კოვიდ სასტუმროში და რომელი გადადის საავადმყოფოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გართულებების შემთხვევაში, ბინაზე სამკურნალოდ დარჩენილი პაციენტები ჰოსპიტალში მოთავსდებიან.

„სახელმწიფოსა და ექიმების მიდგომა არის შემდეგი, არც ერთი პაციენტი უნდა დარჩეს ექიმი მეთვალყურეობის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში მათ აუცილებლად გადავიყვანთ კოვიდსასტუმროში ან კოვიდსაავადმყოფოში. ეს არის დაკვირვების პროცესი. გადაწყვეტილებას იღებენ ექიმები. პაციენტი, რომელიც არ წარმოადგენს რისკჯგუფს და არ აქვს თანმხლები დაავადებები, მისი ბინაზე დაშვება შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული გართულების შემთხვევაში, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დაუკავშირდება 112-ს, ჩვენ მივიღებთ ზარს გადაუდებელი მართვის ცენტრში და გადავიყვანთ პაციენტს ჰოსპიტალში“, - განაცხდა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

23 ოქტომბერი 2020, 12:05

საზოგადოება

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად, გარკვეული წესებით თანაცხოვრებას, ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა სახეზეა

ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი, რის შედეგადაც პაციენტებზე მონიტორინგი გაუმჯობესდა

„უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა სწორად ნაწილდება და შესაბამისად მათი ჩართულობა უფრო მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში, ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ვაწარმოეთ 749 საქმე,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ვინაობა და მისი ნომერი

ჩემი დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი სლოგანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ვინაა თავისი ოჯახის ექიმი და მისი ნომერი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:55

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენი მიზანია, რომ აქტიური შემთხვევებიდან, დაახლოებით, 15-დან 25 პროცენტამდე იყოს სტაციონალურ მკურნალობაზე, დანარჩენები - ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში

1759 ახალი შემთხვევიდან 1345 სიმტომიანი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:52

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:49

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია

ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია, ამასთან ერთად ჩვენ ატიგენისა და ანტისხეულების ტესტები გვაქვს, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 200,000-ს უტოლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:44

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს

საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს, თუმცა თუ ჩვენ დღევანდელი ჭრილით განვიხილავთ იმ მდგომარეობას, რაც ევროკავშირშია, ვნახავთ, რომ ძალოიან ბევრი ევროპული სახელმწიფო ლოქდაუნზე საუბრობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება რეკორდული მაჩვენებელი იყოს

„ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ, კონკრეტულ ფაზას მივყვებით. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით ამ რიცხვებს პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, შემდეგ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ინფიცირებულებს მაღალი მზაობით ვხვდებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:30

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენს ქალაქში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული

„ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული“, - ასე წარადგინა პრეზენტაცია თბილისის მერმა, რომელიც ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემოყვანას მიეძღვნა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:28

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე, არა“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტი კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:27

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარება მკაცრადაა რეკომენდებული

მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 3 ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ამას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, გარე სივრცეებში მოქალაქეებს პირბად ეკეთოთ. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პირბადის ტარების წესს შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

23 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

აშშ-ში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ რემდესივირი ოფიციალურად დაამტკიცეს

ამერიკის შეერთებული შტატებში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ პრეპარატი რემდესივირი ოფიციალურად დაამტკიცეს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, რემდესივირზე ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა განკურნების საშუალო დრო 5 დღით შეამცირა.

23 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 686 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 1 759 ხალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა,

23 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,517 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,517 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 330,396 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 121 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი 6,164 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში 137,578 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

23 ოქტომბერი 2020, 11:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12% იქნება უზრუნველყოფილი

ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მსხვილი ინვესტიციის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე, რაც გამოიჩინა ინვესტორმა საუკეთესო გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:10

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აღჭურვილია ყველა ტექნიკური საშუალებით, რომ საქმე გაიხსნას

მძიმე ფაქტი მოხდა გუშინ ზუგდიდში. თავდამსხმელს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ჰქონდა სამხედრო ან სპეციალური მომზადება გავლილი, ასევე, ფიზიკურად საკმაოდ კარგ ფორმაში იყო. როგორც ჩანს, ეს თავდასხმა ჰქონდა კარგად დაგეგმილი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ჯანი ინფანტინო

23 ოქტომბერი 2020, 11:05

სპორტი

FIFA-ს პრეზიდენტი ევროპის პრემიერლიგის ორგანიზების შესახებ გავრცელებულ ჭორებს უარყოფს

„როგორც ფიფას პრეზიდენტს, მე მაინტერესებს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და არა სუპერლიგა. ჩემთვის პრიორიტეტულია არა „ბაიერნსა” და „ლივერპულს“ შორის მატჩი, არამედ შეხვედრა „ბაიერნსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის. „ლივერპულს” 180 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში“.

23 ოქტომბერი 2020, 10:58

რეგიონი

სიღნაღის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს. როგორც წყალმომარაგების კომპანია იუწყება, მიმდინარეობს ტენდერი ქალაქი სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.