http://imedi.ge/ /  12 ოქტომბერი 2020, 22:44 / სანდო წყარო

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან განკურნებული 6 ადამიანი გაწერეს

რუხი

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა ადამიანმა დატოვა.

საავადმყოფოში ამ დროისთვის 77 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის რვა არასრულწლოვანია. ისინი ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

15 პაციენტი ცხელებითა და სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომით შეიყვანეს. საავადმყოფოში. მათ კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩუტარდათ და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დღეს დილით კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 478 ადამიანს დაუდასტურდა, 211 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ანდრია გივიდანი

05 ოქტომბერი 2022, 16:02

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

„მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და, ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა. რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი და როგორც არ უნდა ატრიალოს ეს ამბავი ოპოზიციამ, ეს არის ფაქტი“.

გიორგი ცუცქირიძე

05 ოქტომბერი 2022, 15:59

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 15:54

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6%-იანი აღდგენაა

„თუ შევადარებთ 2019 წელს, მნიშვნელოვანია რომ მზარდია ახალი კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის მიმართულებით, ასევე სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც თავისი პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავლებსა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე“.

05 ოქტომბერი 2022, 15:50

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

„ჯანდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძე

05 ოქტომბერი 2022, 15:45

სპორტი

კახა კალაძე: ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა, უნიჭიერესი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს

ხვიჩა კვარაცხელია უძლიერესი და უნიჭიერესი ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

05 ოქტომბერი 2022, 15:12

სამართალი

ძმები კაკულიების პროცესი განახლდა

ერთ-ერთი მოწმის თქმით, მან 14-მდე გასროლა გაიგონა, ამის შემდეგ კი დაჭრილი ადამიანები დაინახა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მოწმის თქმითვე, ის ვერ იხსენებს იმ ადამიანების სახეს, ვინც უშუალოდ გაისროლა, თუმცა დაინახა, როგორ გარბოდნენ ისინი ადგილიდან.

05 ოქტომბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციამ საოკუპაციო ხაზი მოინახულა

ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ოქტომბერი 2022, 15:04

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა.

გიორგი ტყემალაძე

05 ოქტომბერი 2022, 15:03

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს.

05 ოქტომბერი 2022, 15:01

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორსა და თურქეთში ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ჰასან მოჰტაშამს შეხვდა.

05 ოქტომბერი 2022, 14:55

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებაზე. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“.

05 ოქტომბერი 2022, 14:52

სამართალი

ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

05 ოქტომბერი 2022, 14:51

პოლიტიკა

პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს

პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტმაც დაიწყოს აქტიური მუშაობა. საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და პროცესში ჩართულია შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც.

05 ოქტომბერი 2022, 14:47

რეგიონი

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო

ოპოზიციამ სხდომაზე საკვები პროდუქტები მიიტანა და ამ ფორმით ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა გააპროტესტა .საუბარი იყო ურეკში მიწების გასხვისების საკითხზეც. ბრალდებებს „ქართული ოცნება“ უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავენ, რომ მათი მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ამისთვის პროვოკაციების მოწყობა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 ოქტომბერი 2022, 14:35

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე MKD-ის განცხადებაზე: გარკვეული ძალები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას, თუმცა სრულიად უშედეგოდ - ბატონმა ივანიშვილმა ,,კრედიტ სუისს" განუცხადა, რომ არ იყო მზად შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება

ბიძინა ივანიშვილის პრინციპული პოზიციის მიუხედავად ,,ომისა და ღალატის პარტია" და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, რაც საქართველოს ომში ჩათრევისკენ არის მიმართული, სწორედ ამ დექსტრუქციული გეგმის ნაწილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრების მცდელობა - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რითაც იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს ეხმიანება.

05 ოქტომბერი 2022, 14:28

სამართალი

პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

რატი იონათამიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 14:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: ვთანამშრომლობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე

ვთანამშრომლობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი არის, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 ოქტომბერი 2022, 14:21

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა მოგვიწევს, რადგან, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხმათა უმრავლესობა აღარ გააჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, „ქართული ოცნება“ გეგმავს „ხალხის ძალასთან“ ითანამშრომლონ და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის დეტალებზე მსჯელობა ჰქონდათ.

05 ოქტომბერი 2022, 14:17

ეკონომიკა

საქართველოს დელეგაციამ ICAO-ს ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კახა იმნაძე და დელეგაციის სხვა წევრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 41-ე ასამბლეის პლენარული სესიების მუშაობაში მონაწილეობენ. ღონისძიება მონრეალში, ICAO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს და მასში 177 სახელმწიფოს ორი ათასამდე დელეგატი მონაწილეობს.

05 ოქტომბერი 2022, 14:15

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მარჩინ ფშიდაჩს შეხვდნენ.