http://imedi.ge/ /  12 ოქტომბერი 2020, 22:59 / სანდო წყარო

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისი

ქუთაისის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სკოლაში ვირუსი 4 მშობელს და ერთ პედაგოგს დაუდასტურდათ.

სკოლის დირექტორის სალომე სარალიძის თქმით, პედაგოგის ინფიცირება სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება.

„პედაგოგს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ექიმს მიმართა, გაიკეთა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა“, - ამბობს დირექტორი.

ორი მოსწავლე და ორი პედაგოგია ინფიცირებული ქუთაისის მეათე საჯარო სკოლაში, ხოლო ვირუსი ერთ პედაგოგს დაუდგინდა ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლაში.

ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დაფიქსირებული.

იმერეთის რეგიონში დღეს დილით კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 478 ადამიანს დაუდასტურდა, 211 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 20:54

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 23 065 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 065 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 280 ადამიანი გარდაიცვალა.

მართა ლობჟანიძე

29 ოქტომბერი 2020, 20:51

პოლიტიკა

მართა ლობჟანიძე: შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო, რათა უბანზე არჩევნები ჩაშლილიყო

შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო, რათა უბანზე არჩევნები ჩაშლილიყო, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, მართა ლობჟანიძემ განუცხადა, რომელიც ბოლნისის საარჩევნო შტაბის ლოჯისტიკის სამსახურის თანამშრომელი იყო.

29 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

სენატორები რიში და შაჰინი: დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

დავით ხვისტანი

29 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

დავით ხვისტანი: უნდა მივსულიყავი ვინმესთან, მცირე შელაპარაკებით, საარჩევნო უბანზე აჟიოტაჟი უნდა შემექმნა

უნდა მივსულიყავი ვინმესთან, მცირე შელაპარაკებით, საარჩევნო უბანზე აჟიოტაჟი უნდა შემექმნა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დავით ხვისტანმა განუცხადა. მან დეტალურად გაიხსენა დავალება, რომელიც მისი ყოფილი პარტიის, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ლიდერმა, მას 31 ოქტომბრისთვის მისცა.

29 ოქტომბერი 2020, 20:37

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს რუსეთის მოქალაქე ხელმძღვანელობს

კიევში, ცოტა ხნის წინ დასრულდა უკრაინელი ჟურნალისტების ბრიფინგი. მათი თქმით, იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სააკაშვილი უკრაინიდან მეგობარ დეპუტატებს აგზავნის. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ფინანსურ დირექტორს კი უკრაინული სასამართლო საბანკო თაღლითობას ედავება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, არსებობს განცხადება იფსოს საფრანგეთში მდებარე ცენტრალური ოფისიდან, სადაც საუბარია, რომ კომპანიას ამ შინაარსის არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია და კითხვის ავტორები უკრაინის ოფისისკენ გადაამისამართეს.

29 ოქტომბერი 2020, 20:37

ეკონომიკა

ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის‘’ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელ კახა გვანცელაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილსა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, პროექტის დეტალებს გაეცნო და მათთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა განათავსა.

გიორგი გაბუნია

29 ოქტომბერი 2020, 20:33

რეგიონი

გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევქმნით ქუთაისის მომავალს და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად

სამშობლოს ზოგადად ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ და ჩვენ დღეს ერთიანი ძალებით შევქმნით ამ ქალაქის მომავალსა და მოხარული ვიქნები, თუ მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, - ასე მიმართა „ღამის შოუს“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

რევაზ მიშველაძე

29 ოქტომბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

რევაზ მიშველაძე: ერთ მხარესაა ბოროტება და მეორე მხარეს უნაპირო სიკეთე, ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება

გითხრათ სიმართლე, არ მეგონა, თუ 2020 წლის 29 ოქტომბერს მოგვიწევდა მიტინგის ჩატარება იმის შესახებ, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, მაგრამ ამ საარჩევნო მარათონს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ მე შეიძლება შევცდე, შეიძლება აუცილებელიც კი იყოს შევახსენოთ ერთმანეთს ზოგი რამ იმ დანაშაულთა შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ მწერალმა რევაზ მიშველაძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის "არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 20:21

მსოფლიო

მედია: პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია

პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბუბა კიკაბიძე

29 ოქტომბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა

30 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ აქციაზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ოკუპანტების ენაზე უმღერა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 20:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გურჯაანის ტექნოპარკში ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და ისწავლიან, როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები

გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

29 ოქტომბერი 2020, 19:58

COVID19

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ბიძინა კულუმბეგოვი

29 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრე ადამიანი ვირუსს გამოყოფს და გადამდებია

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

29 ოქტომბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება

ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

29 ოქტომბერი 2020, 19:34

მსოფლიო

საფრანგეთში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში რელიგიური ობიექტებისა და სკოლების დაცვა გაძლიერდება.

29 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

ია მეტრეველი

29 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ია მეტრეველი: კრიმინალები რომ აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს და ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

29 ოქტომბერი 2020, 18:59

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენი ქვეყანა ისლამისტური ტერაქტის სამიზნე გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ტერორისტებთან ბრძოლაში საფრანგეთი სიმტკიცესა და ერთიანობას გამოიჩენს.

29 ოქტომბერი 2020, 18:54

რეგიონი

სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

29 ოქტომბერი 2020, 18:51

რეგიონი

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან და მათი მთავარი მიზანია დასრულდეს ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა , რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი.