13 ოქტომბერი 2020, 16:47 / სანდო წყარო

ნიდერლანდებში კორონავირუსის დღიური შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ნიდერლანდები დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცრების 7 400-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის დღიური მაჩვენებლის მორიგი ანტირეკორდია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

24 საათის განმავლობაში, ვირუსი 7 378 ადამიანს დაუდგინდა, 35 კი, გარდაიცვალა.

სულ ნიდერლანდებში ინფიცრების 188 876 შემთხვევაა აღწერილი, 6 631 ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა.

ნიდერლანდებში კოვიდინფიცრების პირველი შემთხვევა 27 თებერვალს გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:30

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენს ქალაქში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული

„ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული“, - ასე წარადგინა პრეზენტაცია თბილისის მერმა, რომელიც ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემოყვანას მიეძღვნა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:28

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე, არა“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტი კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა.

23 ოქტომბერი 2020, 11:27

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაციაა

„გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადე ვატაროთ. განსაკუთრებით იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებისა და მითითებისთვის“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილი.

23 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

აშშ-ში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ რემდესივირი ოფიციალურად დაამტკიცეს

ამერიკის შეერთებული შტატებში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ პრეპარატი რემდესივირი ოფიციალურად დაამტკიცეს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, რემდესივირზე ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა განკურნების საშუალო დრო 5 დღით შეამცირა.

23 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 686 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 1 759 ხალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა,

23 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,517 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,517 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 330,396 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 121 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი 6,164 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში 137,578 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

23 ოქტომბერი 2020, 11:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12% იქნება უზრუნველყოფილი

ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მსხვილი ინვესტიციის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე, რაც გამოიჩინა ინვესტორმა საუკეთესო გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:10

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აღჭურვილია ყველა ტექნიკური საშუალებით, რომ საქმე გაიხსნას

მძიმე ფაქტი მოხდა გუშინ ზუგდიდში. თავდამსხმელს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ჰქონდა სამხედრო ან სპეციალური მომზადება გავლილი, ასევე, ფიზიკურად საკმაოდ კარგ ფორმაში იყო. როგორც ჩანს, ეს თავდასხმა ჰქონდა კარგად დაგეგმილი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ჯანი ინფანტინო

23 ოქტომბერი 2020, 11:05

სპორტი

FIFA-ს პრეზიდენტი ევროპის პრემიერლიგის ორგანიზების შესახებ გავრცელებულ ჭორებს უარყოფს

„როგორც ფიფას პრეზიდენტს, მე მაინტერესებს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და არა სუპერლიგა. ჩემთვის პრიორიტეტულია არა „ბაიერნსა” და „ლივერპულს“ შორის მატჩი, არამედ შეხვედრა „ბაიერნსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის. „ლივერპულს” 180 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში“.

კორონავირუსი

23 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

23 ოქტომბერი 2020, 10:58

რეგიონი

სიღნაღის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს. როგორც წყალმომარაგების კომპანია იუწყება, მიმდინარეობს ტენდერი ქალაქი სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

კორონავირუსი

23 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

23 ოქტომბერი 2020, 10:54

საზოგადოება

დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსებისა და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

23 ოქტომბერი 2020, 10:49

COVID19

გერმანიაში მეორე დღეა კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 11 000-ს აჭარბებს

გერმანიაში უკვე მეორე დღეა კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11 242 ადამიანს დაუდგინეს, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა.

23 ოქტომბერი 2020, 10:46

სპორტი

თორნიკე შენგელიას გუნდი, „ცრვენა ზვეზდასთან“ ოვერტაიმში დამარცხდა

თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“, ბელგრადში, სერბეთის „ცრვენა ზვეზდასთან“ ევროლიგის მე-5 ტურის მატჩში ოვერტაიმში 84:86 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოვური კლუბის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მას არც მატჩი ჩაუმთავრებია, რადგან ოვერტაიმში, თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მე-5 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

23 ოქტომბერი 2020, 10:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ნათია თურნავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ობიექტზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი და ნამახვანის პროექტის ხელმძღვანელი ბარან ოზგენი იმყოფებოდნენ.

23 ოქტომბერი 2020, 10:35

საზოგადოება

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ნერგები დარგეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „დარგე ხე“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შემოუერთდნენ. ღონისძიების მიზანია ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

23 ოქტომბერი 2020, 10:29

რეგიონი

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

კახეთის ახალი ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება.

23 ოქტომბერი 2020, 10:23

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 54,366 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 54,366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,761,312-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 690 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 117,306-ს აღწევს. ჯამში 6,948,497 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

23 ოქტომბერი 2020, 10:22

რეგიონი

ხობში კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება

საწარმო საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვას“ ერთ-ერთი პროექტია და 1 საათში 3,5 ტონა კომბინირებული მზა საკვების აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ქარვა“ პირველად საქართველოში, ექსკლუზიურად იწყებს ლოკოკინის საკვების წარმოებას. ამ დროისათვის უკვე გაფორმებულია მემორანდუმი კომპანია „ჯეოვეტთან“, რომლის დაკვეთით მოხდება პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.