Imedi /  14 ოქტომბერი 2020, 13:29 / სანდო წყარო

შიდა ქართლში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა

კორონავირუსი

შიდა ქართლში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა.

ახალი შემთხვევებიდან 8 რეგიონის მცხოვრებელია. კოვიდინფიცირებულებს შორის 2 არასრულწლოვანია. ისინი ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ზეღდულეთის კლასტერთან ერთად დღეს გაფართოვდა მე-12 სკოლის მანდატურის კლასტერიც. დადასტურებული შემთხვევებიდან ორის წყარო უცნობია. ინფიცირებული 28 პაციენტი ბინაზე მკურნალობს, დანარჩენები კოვიდკლინიკებში არიან გადაყვანილი. 607 პირი რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება, სულ რეგიონში კორონავირუსის 128 დადასტურებული შემთხვევაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2020, 23:09

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 ოქტომბერი 2020, 22:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.

26 ოქტომბერი 2020, 22:42

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. Imedinews-ის ინფორმაციით, ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.

26 ოქტომბერი 2020, 22:20

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 102 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე

26 ოქტომბერი 2020, 22:00

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

„ქართული ოცნების„ ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამართალდამცველთა უზრუნველყოფა ცხოვრებისა და სამუშაოს ღირსეული პირობები.

26 ოქტომბერი 2020, 21:54

მსოფლიო

სომხეთის პრემიერის მეუღლე: ხვალიდან, ქალთა რაზმი სამხედრო მომზადებას დაიწყებს და რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით

სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ „სამხედრო მომზადების გავლასა და მთიან ყარაბაღში სამშობლოს საზღვრების დასაცავად წასვლას აპირებს“.

არჩევნები

26 ოქტომბერი 2020, 21:46

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%

Survation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%. კვლევის შედეგები „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5%; „ლელო“ - 4%; „ევროპული საქართველო“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ -2%; სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

კვლევა

26 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation: მოსახლეობის 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

ბადრი ესებუა

26 ოქტომბერი 2020, 21:20

სამართალი

შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:53

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა“, - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

26 ოქტომბერი 2020, 20:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:49

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები მაინც გაავრცელეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:23

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

26 ოქტომბერი 2020, 20:12

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 ადამიანი გარდაიცვალა.

ემი კონი ბარეტი

26 ოქტომბერი 2020, 20:06

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის.

26 ოქტომბერი 2020, 20:05

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მისი თქმით, ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

26 ოქტომბერი 2020, 19:56

მსოფლიო

ირანმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

26 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

ნიკოლ ფაშინიანი

26 ოქტომბერი 2020, 19:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.