imedi  /  14 ოქტომბერი 2020, 18:11 / სანდო წყარო

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პორტუგალიაში 15 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

ანტონიუ კოშტა

ანტონიუ კოშტა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში 15 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

„პორტუგალიაში პანდემიის განვითარება, როგორც სერიოზული შეგვიძლია შევაფასოთ“, - აღნიშნა პორტუგალიის პრემიერმა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას უფლებამოსილებას აძლევს, დამატებითი ზომები მიიღოს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

ანტონიუ კოშტამ ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი შეზღუდვები დაუყოვნებლივ დაწესდება, კერძოდ, საუბარია საჯარო ადგილებში, კომერციულ სივრცეებსა და რესტორნებში შეკრების შეზღუდვაზე.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში კორონავირუსის 89 121 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 110 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

30 ოქტომბერი 2020, 22:36

COVID19

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 505 756 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 505 756 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

თამარ ცაგარეიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 22:21

საზოგადოება

თამარ ცაგარეიშვილი: არჩევნებზე არმისვლა საკუთარ მომავალზე ხაზის გადასმას ნიშნავს

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოვალეობა - მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი. ეს დიდი პატივია ყველა ადამიანისთვის - მისცეს საკუთარი ხმა რომელიმე კანდიდატს. ეჭვი არ მეპარება, რომ ხვალ ყველანი მივალთ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ძალიან უცნაურ სიტუაციაში ტარდება არჩევნები და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ ვირუსით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა განაცხადა

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციების მოსამზადებლად ჩამოყალიბებული ჯგუფების უკან დგანან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ლორთქიფანიძე, შენგელი ბექაური, არჩილ ომიაძე და ბესო ნადირაძე

კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით - ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. "სარდლები", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

30 ოქტომბერი 2020, 21:59

რეგიონი

წყალტუბოში ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

გახსნის ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი სალომე ხაჩიაური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცენტრში ახალგაზრდები დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჩამოყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში.

დავით ზალკალიანი

30 ოქტომბერი 2020, 21:54

საზოგადოება

დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ოლეგ სენინსკი

30 ოქტომბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

უკრაინელი დეპუტატების დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ვიზიტის გაუქმების დეტალები გახდა ცნობილი

უკრაინაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ჩამოსვლაზე რადას დეპუტატებს უარი ქართულმა მხარემ უთხრა. კიევში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში მიიღეს.

30 ოქტომბერი 2020, 21:44

სამართალი

კახეთის პოლიციამ 2 ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ 2 ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 ოქტომბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 239 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

„იფსოს საფრანგეთის“ კვლევების დირექტორი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან კომპანიის კავშირს უარყოფს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ დრომდე ცდილობს უარყოს, ის, რასაც ეგონა, რომ დამალავდა, მაგრამ უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიაგნეს და „იმედმა“ გაავრცელა. საუბარია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლზე, რომლის შესახებ ბევრი კითხვა არსებობს და პასუხები არ ჩანს. „იმედის“ მცდელობის მიუხედავად, კომპანიის არც ერთი წარმოამდგენელი კონტაქტზე არ გამოდის.

30 ოქტომბერი 2020, 21:30

მსოფლიო

მიწისძვრის შედეგად, თურქეთში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 - დაშავდა

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 დაშავდა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 21:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლის მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ესმოდეს და გრძნობდეს თავისი ხალხის ტკივილსაც და სიხარულსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონიძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობდნენ ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ლევან კობიაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გლდანის რაიონში გამართა, რომელზეც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი წარადგინეს. შემაჯამებელ შეხვედრაზე გლდანის მოსახლეობას და ქართველ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მიმართეს.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:10

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ

ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი - ჩვენი ძმები და დები არიან, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

კომუნიკაციების კომისია

30 ოქტომბერი 2020, 21:08

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა“ ეთერში არ განათავსა.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: გახსოვდეთ საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან

გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: ჩემი საქმიანობის ყოველი დღე იქნება მიმართული იქეთ, რომ ქუთაისი იყოს ქალაქი, სადაც უმთავრესი იქნება განვითარება და წინსვლა

,,31 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. არჩევანი, რომელსაც ახლა გავაკეთებთ , განსაზღვრავს იმას, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე- ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში,"-განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ. მისი განცხადებით 31 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, როგორიც იყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი.

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას

დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა

ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 20:59

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ხვალ არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან

ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება. მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას““, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 20:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდით, გამოცდილი და ახალი წევრებით, რომლებსაც გამოარჩევთ საქმის სიყვარული, გამოცდილება, ცოდნა და კეთილსინდისიერება

ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმე უყვართ, სამშობლოს გულშემატკივრობენ და სხვა ადამიანებზე ზრუნავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.