imedi  /  14 ოქტომბერი 2020, 19:41 / სანდო წყარო

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 209 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 908 056 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 413 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი ექიმები

27 ოქტომბერი 2020, 16:33

COVID19

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 1678 კოვიდინფიცირებული მედმუშაკია

„ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, ეს ყველგან ასეა. ზოგადად ჩვენ გაზაფხულზე ვსაუბრობდით, როდესაც შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, მხედველებაში მაქვს სექტემბრის პირველ კვირამდე, გვყავდა დაახლოებით 140-მდე სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც მერყეობდა სხვადასხვა დროს ინფიცირებულთა 9-დან 12-13%-ს შორის მერყეობდა. დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა, 5,2%. ანუ აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ჩემი კოლეგების ინფიცირების რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა

„კორონავირუსი არ დასრულება ნოემბერში, დეკემბერსა და არც მარტში, ის კარგა ხანს იქნება და ის მთავარიო სლოგანი, რომ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ძალაშია. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშრად ვსაუბრობთ. შესაძლოა თავი მოგაწყინეთ, მაგრამ სულ უნდა შეგახსენოთ: აუცილებელად ნიღაბი უკვე ყველგან, ღია სივრცეშიც, დისტანციის დაცვა და ჰიგიენის წესების მაქსიმალური დაცვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

27 ოქტომბერი 2020, 16:28

კულტურა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

წარმოდგენილი 24 კანდიდატიდან, ევროპული კინოდაჯილდოების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის ნომინანტი მხოლოდ 5 ფილმი გახდება. როდესაც გასაჯაროვდება ნომინანტების სრული სია, ევროპული კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემას დაიწყებს. გამარჯვებულები ევროპული კინოს დაჯილდოვების ცერემონიალზე რეიკიავიკში, 12 დეკემბერს გამოვლინდებიან.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:24

COVID19

ამირან გამყრელიძე: პოზიტიური ტრენდია, რომ თანდათან გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი იზრდება

დღეისთვის გვაქვს ინფექციის 19 231 აქტიური შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 12 632 ადამიანი. დილისთვის, გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი. პოზიტიური ტრენდია, რომ, თანდათან, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 16:20

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა კიდევ $40 მილიონი გაყიდა

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2237 შეადგინა.

პაკისტანი სკოლა ტერაქტი

27 ოქტომბერი 2020, 16:12

მსოფლიო

პაკისტანში, რელიგიურ სკოლაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა, როცა მედრესეში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობაში ჩანთიანი ადამიანი შევიდა. დაღუპულთა ასაკი 20-დან 30-მდე მერყეობს, დაშავებულთა შორის კი არასრულწლოვნებიც არიან.

დავით სერგეენკო

27 ოქტომბერი 2020, 16:10

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ყველანი ვაცნობიერებთ მსოფლიო პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. როგორც კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, დღეს მთავარი საკითხია პოსტპანდემიური შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ეფექტური დაძლევა.

27 ოქტომბერი 2020, 16:09

COVID19

28 ოქტომბრიდან რუსეთში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 28 ოქტომბრიდან რუსეთში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

გიორგი ცინცაძე

27 ოქტომბერი 2020, 16:01

სპორტი

გიორგი ცინცაძე მსოფლიოს ვაჟთა კალათბურთის ათწლეულის საუკეთესო პასის ავტორია

გიორგი ცინცაძე მსოფლიოს ვაჟთა კალათბურთის ათწლეულის საუკეთესო პასის ავტორია. ფიბას გამოკითხვას შეჯიბრის სახე ჰქონდა და ვეტერანმა ქართველმა სერბ დუშან ბულუტს, ესპანელ მარკ გასოლს და არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს აჯობა. ახლა ცინცაძე სუპერფინალში ქალებში საუკეთესო არგენტინელ ანდრეა ბოკეტეს დაუპირისპირდება. ეფექტური გადაცემა, რომელიც ნომინანტებს შორის მოხვდა, 34 წლის ქართველმა ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვის ნაკრებთან შეხვედრაში შეასრულა.

27 ოქტომბერი 2020, 15:59

საზოგადოება

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში რეგიონიდან მხოლოდ თსუ არის წარმოდგენილი

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს - 266 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზე კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტია. ლიდერ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი 203 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი - 87, იაპონია - 85, საფრანგეთი 81, გერმანია 71 უნივერსიტეტით და იტალია - 60 უნივერსიტეტით.

27 ოქტომბერი 2020, 15:58

საზოგადოება

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ღონისძიება გაიმართა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ირმა ოსიას და რიტა ამიჭბას აფხაზური ენის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ზაზა ლომინაძე

27 ოქტომბერი 2020, 15:54

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: ხელისუფლება ზრუნავს დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე

„,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას სოციალური პროგრამების ეფექტურობას და იმ საკითხების გადაჭრას, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

27 ოქტომბერი 2020, 15:45

ეკონომიკა

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ 26 307 განაცხადი შევიდა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

თამარ გაბუნია: განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს

სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებულად მუშაობს, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

27 ოქტომბერი 2020, 15:35

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ.

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:33

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი დაიწყო

დღეს დაიწყო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი, საუბარია ონლაინკონსულტაციის მოდელზე და მიმდინარე მეთვალყურეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უწყება სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაზღვეულ პირს კოვიდინფიცირების შემთხვევაში ჰქონდეს ადეკვატური დაფარვა სამედიცინო სერვისის.

27 ოქტომბერი 2020, 15:25

ტექნოლოგიები

Admixer – ციფრული რეკლამის ქართული ბაზარი საერთაშორისო სტანდარტზე გადადის

დსთ-ის ბაზრის წამყვანი დიჯითალ მოთამაშე კომპანია Admixer ოქტომბრიდან ქართულ ბაზარზე კომპეტენციის არეალს აფართოვებს.კომპანია 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მას უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ლატვია და ყაზახეთი. ახლა კი მათ გუნდს საქართველოც შეუერთდა.

27 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 477 ადამიანი გარდაიცვალა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ოქტომბერი 2020, 15:16

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს

არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ მცდელობები, შეფარვითი გზებით რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც ისინი აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ე.წ. დამკვირვებლები შეეცდებიან დისკრედიტაცია მოახდინონ არჩევნების, რომელსაც ჩვენ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ

გლობალური პანდემია შეეხო არ მარტო საქართველოს არამედ, ყველა ქვეყანას. ჩვენ გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათაც, როგორც საქართველოს, მოუწია გარკვეული წესების შეცვლა და ახალ რეალობასთან შეგუება. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტს, ამ კუთხითაც ყველა არჩევნებს შეეხო ეს. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ 7 კაციანი ჯგუფი ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში თუმცა, ჩვენ გვეყოლება სხვა დამკვირვებლები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.