imedi /  15 ოქტომბერი 2020, 12:02 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,062 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,062 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 281,239 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 73 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 5,302-მდე გაიზარდა. უკრაინაში 119,650 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 20:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მხარდამჭერებს: თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა, პირველ რიგში ჩვენს მხარდაჭერებს მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ რუსთაველის მოედანზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი დემოკრატიისკენ

გაიმარჯვა ჩვენმა საზოგადოებამ, „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 20:15

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

ის, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყნას - ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. და რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით ბევრი დრო მოანდომეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანამებრძოლს, - ამის შესახებ კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 20:02

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი მაჟორიტარები. ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

31 ოქტომბერი 2020, 20:00

პოლიტიკა

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

საქართველოს მასშტაბით, კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

ნინო ციციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 19:52

სამართალი

კახა საბანაძე: პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა​

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების პროცესში უსაფრთხოების დაცვა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების უზრუნველყოფა. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ

სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებს აგებენ

კელი დეგნანის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არსებითი ხარვეზები არ ყოფილა და ეს დაფიქსირდება საერთაშორისო პარტნიორების ანგარიშებში

„ყველამ დაინახა, რომ პროცესი იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი, სათანადოდ წარიმართა საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმის განცდაც ჰქონდა, რომ როდესაც ჩვენი ბიჭები და არა მხოლოდ ჯარისკაცებს ვგულისხმობ, მათ შორის სამოქალაქო პირებიც წამების მსხვერპლი იყვნენ და სიცოცხლე წაართვა მათ რუსეთის ფედერაციამ, იმ დღეს ცეკვა-თამაში გამართეს ცენტრალურ მოედანზე, 2008 წლის აგვისტოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ისინი ყოველთვის ზეიმობენ იმას რაც არ არის საზეიმო. მათ იციან უკვე, რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები და ეს იცოდნენ არჩევნებამდე ბევრად ადრე. ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ წინასწარ ვუთხარით. 1-1-ში ემთხვევა ის ქმედებები, რასაც ისინი დღეს სჩადიან. არ არის გამორიცხული ისინი, რაც უფრო მივუახლოვდები 20:00 საათს კიდევ უფრო განერვიულდნენ, რადგან მათ უბრალოდ არ უნდათ წარმოიდგინონ, რომ მესამე ვადიტ „ქართული ოცნება“ დარება ხელისუფლებაში“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა  წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართავს დესტაბილიზაციის სცენარს, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირება იქნება უმკაცრესი

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ მაინც იმ დონეზე გათავხედდება, ვინაიდან ეს მათი მარკაა და ჩართავს დესტაბილიზაციის სცენარს რომელიც მათ აქვთ და ამიტომ „ფეიკ ნიუსებით“ ქმნიან სათანადო ფონს, რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ, ვისი მოვალეობაცაა იქნება უმკაცრესი რეაგირება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში არჩევნების დღემ ჩაიარა არსებითად მშვიდად და ხარვეზის გარეშე

მისი თქმით, იყო რამდენიმე უბანი, სადაც პროვოკაციები ხორციელდებოდა. „რაც შეეხება მთლიანობაში გარემოს, 3 700 უბანზე იყო მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. იყო ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში და რასაც ვხედავდით რამდენიმე ტელევიზიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ევროპული საქართველო“ გეგმავს 8 საათისთვის ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომლებსაც უკვე მიცემული აქვთ ხმა

„როდესაც 8 საათისთვის უკვე იხურება უბნები, ამოწმებენ ვინც დგას რიგში და იმ ადამიანებს აქვთ ხმის მიცემის საშუალება. ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა“, - განაცხადა კობახიძემ.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:09

პოლიტიკა

თეა წულუკიანი საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საელჩოებს მოუწოდებს, დაგმონ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი რაოდენობა მივიდა საარჩევნო ყუთთან და მინდა შევუერთდე მადლობების სერიას, რომელიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს. მადლობა ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ რადიკალური ძალები არ შეეცადონ და ქვეყანას არ დაუპირისპირონ არეულობის მცდელობები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:02

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ძალიან მალე დადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს და აღმოჩნდება, რომ ეს „ნაცმოძრაობის“ მორიგი „ფეიკ ზეიმია“

„ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვრცელდება „ფეიკ კვლევები“ თითქოს იმარჯვებენ, რომ რევოლუციური და დესტაბილიზაციის ფონი შექმნან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნება“ მშვიდად, წყნარად იგებს ამ არჩევნებს, ბოროტი ძალები კი ცდილობენ იარაღით ირბინონ და ხალხი შეაშინონ

„ჩვენი ამომრჩევლების უმრავლესობას არ სურს, რომ ეს ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ქვეყანა დააყენონ ისევ რეგრესისა და ბორიტების გზაზე. მე ამას ვუკავშირებ ჩემს გუნდთან ერთად აქტივობას, რისთვისაც ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა. რაც მოგვდის პარტიული დანაყოფებიდან ინფორმაცია, „ქართული ოცნება“ მშვიდად, წყნარად ამ არჩევნებს იგებს, ბოროტი ძალები კი ცდილობენ იარაღით ირბინონ, ხალხი შეაშინონ და 8 საათზე შეიკრიბონ, რომ ადრე უზეიმიათ, რაღაც ტიპის ფეიკ გამარჯვება იზეიმონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 18:49

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: რა თქმა უნდა, მოსყიდვის არც ერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე

ყველა ფაქტი, იქნება ეს მოსყიდვის თვალშისაცემი ფაქტი, ანუ სადაც ვიდეო და ფოტომასალა არსებობს თუ უბრალოდ, ინფორმაცია ამის შესახებ, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან შესწავლის საგანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 18:44

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ეს არის მშვიდი საარჩევნო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალედ და თავისუფალ პირობებში ადამიანებისთვის არჩევანის გაკეთების საშუალების დღე

„მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ მოსამსახურეს საარჩევნო კომისიებისა, ვინც უზრუნველყო პანდემიის პირობებში რეკომენდაციებისა და დადგენილი წესების დაცვა და რომ არა რამდენიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება ჰქონდა პოლიციას, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ეს არის მშვიდი საარჩევნო დღე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალედ და თავისუფალ პირობებში ადამიანებისთვის არჩევანის გაკეთების მიცემის საშუალების დღე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა წულუკიანმა.