imedi /  15 ოქტომბერი 2020, 15:57 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: ერთი მტერი გვყავს ყველას, მოქალაქეს თუ სახელმწიფოს, ამიტომ მთავარი აქცენტი ამ ვირუსთან ბრძოლაზე უნდა გავაკეთოთ

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

ერთი მტერი გვყავს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს თუ სახელმწიფოს, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომ მთავარი აქცენტი ამ ვირუსთან ბრძოლაზე უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ამ სიტუაციიდან ორი შესაძლო გამოსავალი არსებობს - კიდევ ჩაკეტო ქვეყანა და სრული კარანტინი გამოაცხადო ან მართვადი პანდემიის უფრო ეფექტური და აქტიური რეჟიმი დააწესო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არ შეუძლია სრული კარანტინის გადატანა, იმიტომ, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება. ამიტომ, უნდა ავირჩიოთ მეორე მეთოდი - ყურადღების გამახვილება პერსონალური დაცვის საშუალებებზე. პირბადე ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს. მინდა, გავიხსენო ჯანმოს დირექტორის გამოსვლა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მთავარია, აქცენტები არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ვირუსის წინააღმდეგ მივმართოთ. ერთი მტერი გვყავს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს თუ სახელმწიფოს, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომ მთავარი აქცენტი ამ ვირუსთან ბრძოლაზე უნდა გავაკეთოთ. ყველას ვთხოვ, ყველგან ვატაროთ პირბადე. მით უმეტეს, რომ ზამთარი მოდის და ის სხვა ინფექციებისგანაც კი დაგვიცავს. ამ პირბადის ტარებას ბევრი სარგებელიც აქვს. გვინდა, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს და თან არც პანდემია გვქონდეს ეს ორი რამე ერთმანეთთან ძალიან შეუთავსებელია. ქვეყანა ბოლომდე ვერ დაიკეტება - ეს შეუძლებელია. საქართველოში ბუნებრივთან ახლოსაა ვირუსის გავრცელების ე.წ. რეპროდუქციული ინდექსი. ანუ ერთ ადამიანს შეუძლია 3-4 ადამიანის დაინფიცირება. ამ მაჩვენებლის 50-70%-ით დაწევა შეგვიძლია პირბადის ტარებით, მაქსიმალურად დისტანციური მუშაობით. სადაც საჭირო არაა, სტუმრად ნუ წავალთ - ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევუშალოთ ხელი ვირუსის გავრცელებას. სახელმწიფოს როლს კი იმაში ვხედავ, რომ ამაზე ზედამხედველობა მაქსიმალურად გამკაცრდეს - თუ საჭიროა, ჯარიმებიც უნდა დაწესდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:30

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: გლობალური პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკურმა გუნდმა აჭარის ბიუჯეტის 3,2%-იანი ზრდით დაგეგმვა მოახერხა

„რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის არცერთი სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ასევე, იცით, რომ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები იგივე კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასის ზრდის მიმართ და, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

26 ოქტომბერი 2020, 12:30

პოლიტიკა

ამერიკელი გენერალი: დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით

„საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულნი არიან უპრეცედენტოდ გამანადგურებელ ბრძოლებში, რომელთა მსგავსიც მათ წლების განმავლობაში არ უნახავთ“.

მერაბ ქვარაია

26 ოქტომბერი 2020, 12:24

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: სამეგრელო ყოფილა სააკაშვილის „ცხოვრების არსი" - სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა და რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა

სრული ცინიზმი - სამეგრელო ყოფილა თურმე სააკაშვილის „ცხოვრების არსი". სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა, რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა, სადაც ყველაზე მეტი დაიჭირა, დააპატიმრა, მოსპო და გაანადგურა, სადაც ყველაზე მეტი უსამართლობა ჩაიდინა, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია.

26 ოქტომბერი 2020, 12:20

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში

26 ოქტომბერი 2020, 12:18

სამართალი

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:17

COVID19

თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

„მე მათ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ბათუმელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები რაც გვაქვს და შეკრებებიც გააკეთონ სწორედ ამ წესების დაცვით და ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეების პასუხისმგებლობით, რეკომენდაციების დაცვით აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის - რუსული რესურსის გამოყენებით

დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე და მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული საარჩევნო გარემო, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: პირბადის 95%-იანი ტარება თუ შესრულდება, სერიოზულად შევამცირებთ ინფექციის გავრცელებას

პირბადის ხმარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. 60%-დან, რომ ავიდეთ 95%-მდე მნიშვნელოვნად შევამცირებთ ინფიცირების მატებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გვაქვს სამ დიდ ქალაქში მოქმედებს.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება

„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია, ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რუსეთი კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 12:04

COVID19

რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 219 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 26 269 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 146 096 პაციენტი.

26 ოქტომბერი 2020, 12:01

რეგიონი

ჭიათურაში დამატებით 500 ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ჭიათურის მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, ქალაქში არის დასახლება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება და წყლით შპს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ამარაგებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ქალაქ ჭიათურაში ფანცულაიას ქუჩის, სოფელ პერევისას 30 ოჯახის, საჩხერის გზატკეცილზე რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსისა და მიმდებარე ობიექტების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება - მშენებლობას ითვალისწინებს.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:01

COVID19

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს და ყველა იმ ოჯახის ექიმს აქვს, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ. არ მიგვაჩნია, რომ ეს, ამ ეტაპისთვის, საჭიროა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის, ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს

„დღეს გვაქვს კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა, აქედან საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ისევ სამი რეგიონი. აჭარაში გვაქვს 296 შემთხვევა, თბილისში 919, იმერეთში 337. მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზება, რომლის მიმართაც უფრო მეტი კითხვა ისმის. წარმოგიდგენთ ჰოსპიტალიზების სტატისტიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაც ცხადყოფს, რომ შეფერხებები ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით არ არის. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ პროცენტული ანალიზი, თუ რა ნაწილის ჰოსპიტალიზება ხდება ჩვენი მოქალაქეების, რაც ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზების წილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ევროპაში ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა მომავალი 2-3 თვის განმავლობაში მზარდი იქნება

სამწუხაროდ გლობალურად სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. პირიქით, უფრო უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

26 ოქტომბერი 2020, 11:51

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადებას გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში COVID-ის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან

„დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის ერთგვარი რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან COVID-ის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს. მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების ლექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვქნება უკვე სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს“, - განმარტა ჩხენკელმა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2020, 11:46

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით გარდაცვლილი ახალციხის სასწრაფო დახმარების ექიმის ოჯახს უსამძიმრებს

ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და პირველ რიგში, ამ ოჯახის წუხილს. ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა, ექიმი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მას კითხვით მიმართეს ახალციხის სასწრაფო დახმარების ექიმის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო ხომ არ მოუწია სამსახურს შეეჩერებინა მუშაობა.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:42

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: თუ გვექნება წესების 90%-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, ვირუსის გავრცელების ტემპის 70%-ით შენელებას შევძლებთ

„მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგში დგომისას, გაჩერებებზე“.

საქართველოს დროშა

26 ოქტომბერი 2020, 11:41

თავდაცვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები: ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ

„ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელთა ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ თანამებრძოლთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე უფროს და ახალგაზრდა ვეტერანებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობას, რამეთუ სამშობლო ერთი გვაქვს და თითოეული ჩვენგანის ვალია, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, გულის ფიცარზე გვეწეროს მისი დაცვის ვალდებულება, მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და გარკვეული ოდიოზური პირები აქტიურად ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ იმ დიდი ოჯახში, რასაც ვეტერან მეომართა ერთობა წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:39

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: წესების დაცვა არის თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მაქსიმალურად უნდა შეასრულონ

წესების დაცვა არის თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ მაქსიმალურად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.