Imedi /  15 ოქტომბერი 2020, 18:51 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: პაციენტსა და მოქალაქეს სახელმწიფო სთავაზობს ვაქცინაციას მათი რისკებიდან გამომდინარე და მათ ყოველთვის შეუძლიათ, უარი თქვან

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წელს განსაკუთრებული აქცენტი გრიპის ვაქცინაზე კეთდება.

„ეს იქნება პირველი სეზონი, როდესაც გრიპი და კორონავირუსი ერთად გვაქვს. განსაკუთრებით დიდ აქცენტს ვაკეთებთ გრიპის ვაქცინაზე. 25 ათასი უკვე შემოვიტანეთ და მისი გამოყენება მოხდება განსაკუთრებულად საყურადღებო რისკ-ჯგუფებისთვის, როგორიცაა დიალიზზე მყოფი პაციენტები. ამ 25 ათასიერთეულის გამოყენება ძირითადად, კლინიკური ჯგუფების მიხედვით მოხდება. თვის ბოლომდე შემოვა დანარჩენი 135 ათასი დოზა. ასევე გვაქვს გარკვეული დაპირებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ კიდევ ასი ათასი დოზა შევიძინოთ, რაც ძალიან კარგი დაფარვის გარანტია იქნება", - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სთავაზობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

მისივე განცხადებით, წელს გრიპის ვაქცინის ჩატარება ასევე სავალდებულო იქნება სამედიცინო პერსონალისთვის.

„პაციენტსა და მოქალაქეს აქვთ არჩევანი, სახელმწიფო სთავაზობს მათ ვაქცინაციას მათი რისკებიდან გამომდინარე და მათ ყოველთვის შეუძლიათ, უარი თქვან. ამ შემთხვევაში, სავალდებულო იქნება სამედიცინო პერსონალისთვის, რადგან სამედიცინო პერსონალი თავად შეიძლება წარმოადგენდეს რისკის. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 08:41

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას

ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. ის უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:39

პოლიტიკა

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 08:32

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ, 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

31 ოქტომბერი 2020, 08:22

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ხმა მივეცი განვითარებას, სტაბილურობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ჩაატარებს

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8-საათიანი ქრონიკა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლს შემოგთავაზებთ. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია მუშაობს, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მედია საშუალებებისთვის, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის.

პირბადე არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

რეგიონი

საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან ერთად საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ის 21 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 21 ნოემბერია. ამასთან ერთად, თუკი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ცესკოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა მოუწევს - ამ შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 10 დეკემბერია.

პარლამენტი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ვერ შეიკრიბება

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე და მისი შედეგების გამოცხადებამდე ვერ შეიკრიბება.

ბათუმი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

რეგიონი

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ. არჩევნებში 22 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ აჭარაში ხმის მიცემის უფლებით 314 889 ამომრჩეველი სარგებლობს, რისთვისაც რეგიონის მასშტაბით 373 უბანია გახსნილი.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ქართველი სამხედროების ხმებს ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) დაითვლიან.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში შექმნილია 52 საარჩევნო უბანი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში: სამი უბანი ათენში და ორი სალონიკში. თურქეთში, აშშ-ში, უკრაინასა და გერმანიაში 3-3 საარჩევნო უბანი იქნება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 14 170 მოქალაქეს.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

არჩევნებს 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 წარმომადგენელი დააკვირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ცესკოს არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ვადა 19 ნოემბრამდე, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 10 დეკემბრამდე აქვს

ცესკოს არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ვადა 19 ნოემბრამდე, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 10 დეკემბრამდე აქვს. „საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს. დღევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი დღეს 08:00 საათიდან ამოქმედდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იქნებიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ უბნებზე. სულ განსაზღვრულია 11 საარჩევნო უბანზე მიმაგრება, მათგან 10 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

31 ოქტომბერი 2020, 01:47

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების არჩევანს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ღია ეთერში ანალიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.

გური სულთანიშვლი

31 ოქტომბერი 2020, 01:16

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით

პოლიტიკურ დღის წესრიგში ცვლილებები უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ანალიტიკოსმა გური სულთანიშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა.

ნიკა ლალიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 00:58

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა

ყველას აქვს მოლოდინი და ეს მოლოდინი არ არის უსაფუძვლო, ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა. ეს მათაც მშვენივრად იციან, რჩებათ უკანასკნელი გამოსავალი, ბოლო იარაღი, ეს არის რევოლუციის მოწყობის მცდელობა, - ამის შესახებ „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ყველაფერს ვხედავდით, როგორ მიდიოდა აქამდე საქმე. როგორ უნდა მომხდარიყო უკრაინიდან, რევოლუციის სამი ინგრედიენტის ექსპორტი. ეს იყო საწყის ეტაპზე ქილერი, რომელიც უდნა გამოეგზავნათ და შეესრულებინა რიტუალური მსხვერპლშეწირვა ცნობილი ჟურნალისტის, რომელსაც მოჰყვებოდა არეულობა და გადაიქცეოდა დესტაბილიზაციაში. შემდეგ იყო მცდელობა გამოეგზავნათ ყალბი დამკვირვებლები და კიდევ კარგი, ეს ამბავი არ მოხდა. ბოლოს იყო „იფსოსის“ ყალბი კვლევა, რომელსაც კიდევ წინ აქვს ყველაფერი და ხვალ მისის ეგზიტპოლით, დიდი ალბათობით გამოცხადდება, რომ მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ემზადება და გამარჯვების ზეიმისთვის ხვალ იკავებენ რუსთაველის გამზირს“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.