imedi /  16 ოქტომბერი 2020, 11:52 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 2 პაციენტს შიდა ქართლში მხოლოდ იურიდიული მისამართი აქვს, ხოლო ფაქტობრივი შემხებლობა არ ჰქონია რეგიონთან.

2 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 8 პირის ინფიცირების წყაროს შესახებ ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ამ 8 პირიდა 1 არასრულწლოვანი. მჟამად შიდა ქართლში სულ 153 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან 37 მკურნალობს ბინაზე. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 787 პირია გადაყვანილი თვითიზოლაციაში.
‌ინფიცირების შემთხვევის დადასტურების გამო გორის მე-9 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 15:56

პოლიტიკა

აჭარაში 15:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 112,023-მა ამომრჩეველმა მიიღო

აჭარაში 15:00 საათის მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა 112,023 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 35,57 პროცენტია. მონაცემები აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისამ გამოაქვეყნა. ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში დაფიქსირდა - 47,464.

მაია ცქიტიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:49

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია

ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაფიქსიროთ საკუთარი არჩევანი.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:48

პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე: მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევების გამოკვეთის შემთხვევაში, ამას შესაბამისი მკაცრი რეაგირება მოჰყვება

ნებისმიერ ფაქტს და სამართალდარღვევას, რომელიც არჩევნების მიმდინარეობისას გამოიკვეთება, დეტალურად შევისწავლით და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ვინ იქნება დამრღვევი, მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მირანდა მესხი

31 ოქტომბერი 2020, 15:42

პოლიტიკა

მირანდა მესხი: 15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30,04% შეადგინა

15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30,04% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის, დაწერილია მხოლოდ 9 საჩივარი, რომლებსაც რეაგირება უკვე მოჰყვა. „ეს ძირითად ტექნიკური გადაცდომებია, რაც გავლენას ვერ იქონიებს საარჩევნო შედეგზე“, - აცხადებს მესხი.

31 ოქტომბერი 2020, 15:38

მსოფლიო

დეივიდ ლიდინგტონი: ცივი ომის შემდეგ საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ ევროპაში

მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი, - გამოცემა Cityam დეივიდ ლიდინგტონი, ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის სტატიას აქვეყნებს.

ილია მეორე

31 ოქტომბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

ილია მეორე: მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, პატრიარქმა ხმის მიცემისას გადასატანი ყუთით ისარგებლა.

31 ოქტომბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღო

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კოვიდინფიცირებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიიღო. „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კორონავირუსზე ორი კვირაა მკურნალობს.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:15

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: სამართალდამცველთა ჯგფები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის მიზნით გადაადგილდებიან

სამართალდამცველთა ჯგფები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის მიზნით გადაადგილდებიან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებებზე, უბნებზე სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით.

ივანე მაჭავარიანი

31 ოქტომბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას

არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც საკუთარი არჩევანი N6 ჩუღურეთის ოლქში დააფიქსირა. მისი თქმით, იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც დღეს იმყოფება მსოფლიო და რეგიონი, ქვეყანას სჭირდება მშვიდი და გაწონასწორებული, განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:06

სამართალი

პოლიციამ არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოლიციამ გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 15:01

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს

„ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს აანონსებს, რომლის მიზანიც, ცალკეულ უბნებზე, კენჭისყრის პროცესის ჩაშლის მცდელობაა. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, დღის მეორე ნახევარში ელოდება პროკოვაციებს. პლატონ კალმახელიძემ ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ლევან დავითაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:59

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა საკუთარი არჩევანი გლდანში, 173-ე სკოლის შენობაში განთავსებულ 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, ხმა მივეცი ქვეყანაში ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცულობის უზრუნველყოფას, რომ ვერასდროს მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა.

მარკ კლეიტონი

31 ოქტომბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, - განცხადება მარკ კლეიტონმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. „დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა“, - წერს დიპლომატი.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის შეფერხებას

ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:44

პოლიტიკა

გურიაში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

გურიაში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საჩივარი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ოზურგეთში ორი საჩივარი დაიწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის მიერ.

სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ აძლევენ ხმას

მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ. ხმას აძლევენ თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მაია ბითაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:42

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჩვენთვის მთავარია, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისა და მოსახლეობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალია აქტივობაა, მოვუწოდებთ ჩვენ მომხრეებს, რომ საარჩევნო დღის ბოლომდე დარჩენილია რამდენიმე საათი, მაქსიმალურად მოვბილიზდეთ და საღამოს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

Frankfurter Allgemeine Zeitung

31 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

Frankfurter Allgemeine Zeitung: საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, გამოკითხვებში მმართველი პარტია ლიდერობს

საქართველოში საპარლემენტო არჩევნები დაიწყო, სახელისუფლებო პარტია გამოკითხვებში ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.

ლევან კობიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:30

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის 110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ, ფოტოები გადაუღონ ამომრჩევლებს, რაც კანონის უხეში დარღვევაა

110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები, რომლებზეც ჩვენ წინა დღეებში ვსაუბრობდით, ცდილობენ, მობილური ტელეფონით გადაუღონ ამომრჩევლებს ფოტოები, რაც კანონის უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.„იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა“ - აღნიშნულია ორგანიზაციის იმიერ გავრცელებულ განცხადებაში.