Imedi /  18 ოქტომბერი 2020, 19:31 / სანდო წყარო

თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსზე ტესტირება

მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშომლები, რომლებიც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან. სკოლის სხვა მასწავლებლებს კი მასობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ.

აღნიშნული სკოლის დირექტორის მაია ოთარაშვილის განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პრევენციის მიზნით, სწავლა რამდენიმე დღით დისტანციური მეთოდით გააგრძელონ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, თელავში, კორონავირუსი დაუდგინდა შემოსავლების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლსაც.

რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ეპიდემიოლოგების შეფასებით, კახეთში სიტუაცია მართვადია და კონტროლირებადი.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 8 ადამიანი გარდაიცვალა.

გუშინ კორონავირუსი 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვინც კი გაბედავს კანონს გასცდეს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამსახურების მხრიდან

იქნება მოწოდების სიმაღლეზე. არავის ეპატიება კანონს გადასცდეს, თორემ ახლა განსხვავებული აზრი არსებობს ქვეყანაში, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ქვეყანაში და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომ უმაღლეს დონეზეა და დაცულია, მგონი ყველა ვთანხმდებით ამაზე“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღევანდელი შედეგებით, გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ - მთელი ქვეყანა

„დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა“.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილმა უკრაინაში თავის სამსახურზე იზრუნოს, მაქვს ინფორმაცია, რომ გამოგდებას უპირებენ

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 20:37

სამართალი

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის წარმომადგენლებზე მსჯავრდებულების თავდასხმის ფაქტს უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლებზე მსჯავრდებულების თავდასხმის ფაქტს უარყოფს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

კახა საბანაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:36

სამართალი

კახა საბანაძე: გლდანში მომხდარ ინციდენტზე, მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი, სავარაუდოდ,ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირება მოხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ინციდენტებზე გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროს გამოცემა "პუბლიკის" პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ქვეყანას ვულოცავ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, კიდევ ერთ ღირსეულ, თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

„ოპონენტებს ვეტყოდი, რომ ხალხის განწყობა, ხალხის ნდობა არის ერთმნიშვნელოვანი, ამიტომ ახლა ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, უნდა მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რა თქმა უნდა, არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე შეძლებს ამ შედეგების დაზიანებას, დესტრუქციას ან დესტაბილიზაციას“, - განაცხდა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ბექა ოდიშარია

31 ოქტომბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ემოცია არის დიდი მადლიერება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ არიან ძალიან ბრძენი, გონიერი გენის წარმომადგენლები

„ჩვენ ბედნიერები ვართ იმითი, რომ ადამიანები დაინახეს ის, რაც კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკ ნიუსების, სიძულვილის, ადამინების ცილისწამების ღვარცოფმა წაიღო მედიასივრცე, (რა თქმა უნდა, ყველა მედიას არ ვგულისხმობ) ადამიანებმა გააკეთეს სწორი ანალიზი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 20:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მხარდამჭერებს: თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა, პირველ რიგში ჩვენს მხარდაჭერებს მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ რუსთაველის მოედანზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი დემოკრატიისკენ

გაიმარჯვა ჩვენმა საზოგადოებამ, „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გასაჯაროების შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 20:15

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

ის, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყნას - ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. და რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით ბევრი დრო მოანდომეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანამებრძოლს, - ამის შესახებ კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 20:02

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი მაჟორიტარები. ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

31 ოქტომბერი 2020, 20:00

პოლიტიკა

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

საქართველოს მასშტაბით, კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

ნინო ციციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 19:52

სამართალი

კახა საბანაძე: პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა​

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების პროცესში უსაფრთხოების დაცვა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების უზრუნველყოფა. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და მყისიერად აღკვეთს ყველა სამართალდარღვევას, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ

სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებს აგებენ

კელი დეგნანის გზავნილი ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არსებითი ხარვეზები არ ყოფილა და ეს დაფიქსირდება საერთაშორისო პარტნიორების ანგარიშებში

„ყველამ დაინახა, რომ პროცესი იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი, სათანადოდ წარიმართა საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 19:21

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმის განცდაც ჰქონდა, რომ როდესაც ჩვენი ბიჭები და არა მხოლოდ ჯარისკაცებს ვგულისხმობ, მათ შორის სამოქალაქო პირებიც წამების მსხვერპლი იყვნენ და სიცოცხლე წაართვა მათ რუსეთის ფედერაციამ, იმ დღეს ცეკვა-თამაში გამართეს ცენტრალურ მოედანზე, 2008 წლის აგვისტოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ისინი ყოველთვის ზეიმობენ იმას რაც არ არის საზეიმო. მათ იციან უკვე, რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები და ეს იცოდნენ არჩევნებამდე ბევრად ადრე. ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ წინასწარ ვუთხარით. 1-1-ში ემთხვევა ის ქმედებები, რასაც ისინი დღეს სჩადიან. არ არის გამორიცხული ისინი, რაც უფრო მივუახლოვდები 20:00 საათს კიდევ უფრო განერვიულდნენ, რადგან მათ უბრალოდ არ უნდათ წარმოიდგინონ, რომ მესამე ვადიტ „ქართული ოცნება“ დარება ხელისუფლებაში“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში არჩევნების დღემ ჩაიარა არსებითად მშვიდად და ხარვეზის გარეშე

მისი თქმით, იყო რამდენიმე უბანი, სადაც პროვოკაციები ხორციელდებოდა. „რაც შეეხება მთლიანობაში გარემოს, 3 700 უბანზე იყო მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. იყო ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში და რასაც ვხედავდით რამდენიმე ტელევიზიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.