imedi /  18 ოქტომბერი 2020, 21:24 / სანდო წყარო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს COVID-19 რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა. მერის განცხადებით, მასთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ და კონტაქტებს აქტიურად იძიებენ. ალექსანდრე სარიშვილი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლირებულია.

„ჩემთან მყოფი პირები ჯერჯერობით კლინიკაში გადაყვანილები არ არიან, ისინი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით თვითიზოლირებულნი არიან. ამ საღამოს, ტესტზე დადებითი პასუხი მომივიდა. თავს ნორმალურად ვგრძნობ და ტემპერატურაც არ მაქვს. სხვა არანაირი სიმპტომი არ მაქვს. გუშინ დილით ადრე, სამსახურში არც ვიყავი წასული, როდესაც სიცხე აღმენიშნებოდა და თავს შეუძლოდ ვგრძნობდი",- ამბობს ლანჩხუთის მერი.

მისივე განმარტებით, სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართა კლინიკას და კოვიდ-19- ზე ტესტი ჩააბარა. რეკომენდაციების თანახმად კი, ნიღაბსა და სხვა თავდაცვითი საშუალებებს ყოველთვის იყენებდა.

„იზოლირებული ვარ, პროტოკოლით როგორც გადაწყდება, იმ წესების შესაბამისად ვიმოქმედებთ. მაქსიმალურად დაცული დავდიოდი. კონტაქტებს რაც შეეხება, ზუსტად არ ვიცი ეპიდემილოგები ამ დროისათვის რამდენთან მუშაობენ",- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 13:29

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტობრივად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს

„კანონის ფარგლებში უმკაცრესად უნდა დაისაჯონ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტობრივად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს. დამნაშავეებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ამ ტერორზე. ეს უნდა გახდეს მაგალით, იმისა, რომ სხვამ აღარასოდეს არ გაბედოს მსგავსი ვირუს-ტერორი მოუწყოს საკუთარ ხალხს”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

უეფა

21 ოქტომბერი 2020, 13:24

სპორტი

უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარება გაურკვეველი ვადით შეაჩერა

მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების გამო უეფამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარების გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ.

21 ოქტომბერი 2020, 13:22

COVID19

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, - ამის შესახებ Imedinews-ს აცნობეს. კორონავირუსის შემთხვევების გამო მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა. ამასთან, აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტროში ადასტურებენ.

კორონავირუსი ვაქცინა

21 ოქტომბერი 2020, 13:19

COVID19

ბრაზილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გამოყენებას გეგმავს

ფედერალური მთავრობა პრეპარატ CoronaVac-ის 46 მილიონი დოზის შეძენას დათანხმდა. იმუნიზაციის პროგრამა კი 2021 წლის იანვარში დაიწყება, თუმცა მანამდე პრეპარატის უსაფრთხოება ბრაზილიის ჯანდაცვის რეგულატორმა უნდა დაამტკიცოს. ეს პანდემიასთან ამ მეთოდით ბრძოლის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იქნება მსოფლიოში. CoronaVac-თან ერთად ქვეყანაში ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასაც გეგმავენ.

21 ოქტომბერი 2020, 13:17

სამართალი

ლაგოდეხში ორსული ქალი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

21 ოქტომბერი 2020, 13:10

მსოფლიო

Bloomberg: ჩინეთი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა

ჩინეთი ახალი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა, ქვეყანამ ყოველწლიურად 26 მილიონი ტონა გადაყრილი ტანსაცმელი უნდა გადაამუშავოს, რაც ეკონომიკურად წამგებიანია. ამის შესახებ Bloomberg წერს.

21 ოქტომბერი 2020, 13:07

ტექნოლოგიები

გიგანტური კერამიკული ფილები

ძველი, უდიდესი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ კერამიკულ ფილებს. ერთ-ერთი პირველები, კერემიკული ფილის ტექნოლოგიის შექმნის დაუფლებაში ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და ბაბილონელები იყვნენ. სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს რომაელებმა კერამიკული ფილის დამზადების ტექნოტლოგია.

ბერლინი მუზეუმი

21 ოქტომბერი 2020, 13:07

მსოფლიო

ვანდალებმა ბერლინის მუზეუმებში 70-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დააზიანეს

ვანდალებმა ბერლინის მუზეუმებში 70-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დააზიანეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

21 ოქტომბერი 2020, 12:51

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,836 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,836 პაციენტს დაუდასტურდა, 20 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 68,530 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,121 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 49,219.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:36

COVID19

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს

უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები ვერ შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცდილობენ, რომ ყველა ახალი შემთხვევა იყოს მართული და ვისაც სჭირდება მკურნალობა, ის კლინიკაში მიიღონ. გამყრელიძის ინფორმაცით, ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 1.5-2%-მდე მერყეობს და ასეთ პაციენტებს დამატებითი რეანიმაციული ღონისძიებები ესაჭიროებათ. „მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მიწისძვრა

21 ოქტომბერი 2020, 12:33

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:03 საათზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

21 ოქტომბერი 2020, 12:33

COVID19

ამირან გამყრელიძე: პანდემია, სხვადასხვა გათვლით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს

პანდემიას სჭირდება დრო, უკვე 10 თვეა გარღვევა ვერ მოხდა მკურნალობაში და ჯერჯერობით არც ვაქცინა არაა. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრინცი მუჰამედი

21 ოქტომბერი 2020, 12:30

მსოფლიო

ჯამალ ჰაშაღის საცოლე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სასამართლოში უჩივის

სარჩელში ჰატიდა ჩენგიზი პრინცს ჟურნალისტის მკვლელობის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს და მისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დოკუმენტში ასევე ელ-რიადის 20 ოფიციალური პირის სახელებია ჩამოთვლილი, რომლებიც ჩენგიზის აზრით, ჰაშაღის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებლები.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა კოვიდი იყოს

„ტესტის პასუხი სანამ გექნებათ, სასურველია ისევ იზოლაციაში დარჩეთ და იმოქმედოთ ექიმის დანიშნულებისა და რეკომენდაციების მიხედვით. ეს არის დღეს მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 ოქტომბერი 2020, 12:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. კომისიის ინფორმაციით, საზოგადოებას და სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის გასული თვის საქმიანობისა და პროექტების შესახებ.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:24

COVID19

ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი კომენტარი 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობას ეხებოდა.

21 ოქტომბერი 2020, 12:12

COVID19

უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 6,719 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 315,826 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელი

21 ოქტომბერი 2020, 12:11

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: თქვენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ნაკადი, საქართველოს აკადემიური ისტორიის ნაწილი ხართ

„მინდა, გისურვოთ წარმატება სწავლის პროცესში, ხოლო მომავალში – წინსვლა და მიღწევები პროფესიულ ასპარეზზე. განათლება არის ყველაზე ღირებული ინვესტიცია და არა მხოლოდ თითოეული თქვენგანის ინდივიდუალური წარმატების საფუძველია, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარიც გახლავთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკლემა.

ბექა ფერაძე

21 ოქტომბერი 2020, 12:09

საზოგადოება

შრომის ინსპექციამ თბილისში არსებულ 10 ბაზარსა და 185 საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტზე რეკომენდაციების შესრულება შეამოწმა

შრომის ინსპექცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურად აგრძელებს მონიტორინგს ბაზრებსა და ბაზრობებზე. შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და 185 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთა მიმართაც გაიცა გაფრთხილება რეკომენდაციების სავალდებულო შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 15 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1 447 335 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1 096 560 პაციენტი.