Imedi /  19 ოქტომბერი 2020, 12:52 / სანდო წყარო

ნათია მეზვრიშვილი: მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

დღეს ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისთვის, რომ ეპიდვითარება, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამას გაუძლოს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის მზაობისა, რესურსები ამოუწურავი არ არის და თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„როდესაც ვსაუბრობთ სისტემის მზაობაზე, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვაწესებთ მკაცრ შეზღუდვებს და არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და ეს არც იგეგმება.

თუმცა აქვე ვამბობთ, რომ ჯანდაცვის რესურსები ამოუწურავი არ არის. დღეს იყო 919 შემთხვევა და ალბათ უახლოესი დღეების განმავლობაში შესაძლოა ეს ციფრი 1000-ს გადასცდეს. ამისთვისაც მზად არის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის და ამიტომ ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა. მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა.

გვაქვს ორი არჩევანი: დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როცა სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე, შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია, იმიტომ, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 12:59

COVID19

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და ორივე მათგანს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდდადებით 180 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში კი საავადმყოფო 700-მდე პაციენტს მოემსახურა.

სანდრო რაქვიაშვილი

05 დეკემბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ვერ გავიგეთ, ზურაბ ჯაფარიძე მიდის და ახალ პარტიას აარსებს, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დაზუსტებას სთხოვს. რაქვიაშვილის განცხადებით, საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება.

ირაკლი ლექვინაძე

05 დეკემბერი 2020, 12:48

საზოგადოება

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წელს 5 დეკემბერი კონკურენციის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.

05 დეკემბერი 2020, 12:32

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

კორონავირუსი რუსეთი

05 დეკემბერი 2020, 12:29

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 28 782 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდიულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 2 431 731 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ ჯავახაძე

05 დეკემბერი 2020, 12:28

COVID19

ქართული სპორტის მკვლევარი, ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

05 დეკემბერი 2020, 12:13

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. აბაშაში მცხოვრები 66 წლის კაცი, ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. სენაკში მცხოვრები 84 წლის კაცი კი „სენა-მედში“ გარდაიცვალა. რეგიონის მაშტაბით, კორონა ვირუსის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საკარანტინო სივრცეში 128 პირი იმყოფება.

ზურაბ ჯაფარიძე

05 დეკემბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, „დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ

„კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს“.

05 დეკემბერი 2020, 12:04

COVID19

BBC: რუსეთი ვაქცინაციის პროგრამას იწყებს

რუსეთი კოვიდვაქცინაციის პროგრამას იწყებს, პირველ რიგში მოსკოვში არსებული კლინიკები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს აცრიან, რისთვისაც რუსეთი ადგილობრივ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, მაგრამ ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაშია“, - აცხადებენ ვაქცინის შემქმნელები.

05 დეკემბერი 2020, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,267 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,267 ადამიანს დაუდასტურდა, 32 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 140,959 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,309 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 116,066.

05 დეკემბერი 2020, 11:41

COVID19

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 12 127 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2020, 11:38

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 800,000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,825 ადამიანს დაუდასტურდა, 226 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 801,716 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 13,421 პაციენტი ემსხვერპლა, 412,533 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დიეგო მარადონა

05 დეკემბერი 2020, 11:23

სპორტი

ნეაპოლის სტადიონს მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა

იტალიის ქალაქ ნეაპოლის სტადიონს, სადაც საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ საშინაო მატჩებს ატარებს, დიეგო მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა. სან პაოლოს სტადიონისთვის სახელის გადარქმევის ინიციატორი ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაჯისტრისია. მის ინიციატივას ქალაქის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

COVID19

საქართველოში 1 116 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში ამ ეტაპზე 1 116 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

კარლ-ჰაინც გრასერი

05 დეკემბერი 2020, 11:17

მსოფლიო

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრს, კარლ-ჰაინც გრასერს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს. მას ბრალი გაფლანგვაში, ქრთამის აღებაში, მტკიცებულებების გაყალბებასა და ათასობით სახელწიფო ბინის გაყიდვაში ედებოდა.

05 დეკემბერი 2020, 11:13

COVID19

კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

ტესტირება

05 დეკემბერი 2020, 11:09

COVID19

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 095 ტესტი ჩატარდა

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.