19 ოქტომბერი 2020, 14:24 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ამ ეპიდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, მიმართოთ ექიმს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ჯგუფია სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტები. ესაა ორი მთავარი ჯგუფი. დღევანდელ დღეს, ამ ეპიდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს. ეს სიმპტომებია ის, რასაც ხშირად ვახსენებთ: პირველი - ტემპერატურა, შემდგომ, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება, იყოს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გასაგებია, ძალიან გადატვირთულია ყველა ცხელი ხაზი, 112, 144, ჩვენი ცხელი ხაზი, 116001, 1505... ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს ჰყავდეს ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს, ვინაა მისი ოჯახის ექიმი. დღეს 3 000-მდე ოჯახის ექიმია ქვეყანაში. ის ადამიანები, რომლებიც ბინებზე მკურნალობენ, 3 000, 3 500-მდე ადამიანი, ან - კოვიდსასტუმროებში, სასურველია, რომ იყოს ყოველდღიური, პროაქტიული კონტაქტი ან ექიმის მხრიდან, ან თავად ავადმყოფის მხრიდან“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყვეყანაში ვირუსს უკვე 143 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულებთან შეფარდებით, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებლით, საქართველო კვლავ რჩება ბოლო ადგილზე, ევროპის ქვეყნებს შორის.

„სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 143 შემთხვევა, რომელიც, პროცენტული თვალსაზრისით, 0.77%-ს შეადგენს. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიია, მაგრამ არსებული პროცენტული მაჩვენებლით, საქართველო, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე ბოლო ადგილზეა“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6 407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში - 1 420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 00:56

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში

თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, მაშინ მათთან საერთო ენის გამოძებნა, ჩვენ უმრავლესობის წევრებს მოგვიხდება. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათთან საუბარი ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, მთავრობას მოუწევს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მწევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მინისტერიალი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით პროგრესი გვაქვს

ნატოს მინისტერიალი იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მის შედეგებს მოკლევადიან მონაკვეთში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი ახალი რეალობისათვის, რომელიც ჩნდება ევროატლანტიკურ სივრცეში, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა გადაცემა „ფეისბურგში“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

05 დეკემბერი 2020, 00:45

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს

„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში, მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

05 დეკემბერი 2020, 00:06

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 284 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ემანუელ მაკრონი

04 დეკემბერი 2020, 23:49

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე

ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:32

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: 7 პარტიის მიერ შედგენილ პაკეტში ერთს პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას

ჩვენ არასდროს ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერიმა, ირმა ინაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც მან უპასუხა მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციასა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას.

გოგა ხაჩიძე

04 დეკემბერი 2020, 23:30

პოლიტიკა

გოგა ხაჩიძე: ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კომენტარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი „გამოტანტალებები“ უადგილო და უდროო იყო, რაც მისთვის, როგორც პარტიის მხარდამჭერისთვის იყო აუტანელი.

04 დეკემბერი 2020, 23:28

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირქტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 23:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 482 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთანავე, 2 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 241 ადამიანი განიკურნა.

04 დეკემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

04 დეკემბერი 2020, 22:59

მსოფლიო

გერმანიაში 92 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის პატიმრობა მეორედ მიესაჯა

ბერლინის, ტირგარტენის რაიონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 92 წლის ურსულა ჰავერბეკს, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფისთვის მისჯილი პატიმრობიდან მიმდინარე წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ურსულა ჰავერბეკმა ციხეში 2,5 წელი გაატარა.

კორონავირუსის ტესტირება

04 დეკემბერი 2020, 22:58

რეგიონი

კახეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ სულ 5 ათას გადააჭარბა. ეპიდემიოლოგებმა ახალი დადასტურებული შემთხვევების 198 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. პარალელურად ცხელების ცენტრს დღეს 90-მა პაციენტმა მიმართა.

ლევან დავითაშვილი

04 დეკემბერი 2020, 22:32

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია

ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 დეკემბერი 2020, 22:28

COVID19

ტედროს გებრეიესუსი: ჯანმო შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.

ზვიად შალამბერიძე

04 დეკემბერი 2020, 21:53

რეგიონი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება იმერეთის 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება.

დევიდ ბიზლი

04 დეკემბერი 2020, 21:53

მსოფლიო

გაერო: 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.

04 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2020, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.