19 ოქტომბერი 2020, 19:03 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების კიდევ 107 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთ​ში, 372 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი პაციენტი კი, ვირუსს ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 176 ადამიანი მკურნალობს, მათგან 140-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 903 შემთხვევაა დადასტურებული, 1 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2021, 19:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იაგო ხვიჩიასთან შეხვედრაზე დადასტურდა, რომ მას სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და მოლაპარაკებების შედეგად, პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატის შემოსვლა უზრუნველყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ყველა ბერკეტი აქვთ ჩართული, რომ საბოლოო შედეგი პარლამენტში არშემოსვლა იყოს, როცა ასეთი მიზანია, მათთან საუბარი წარმოუდგენელია, ამას ვუმტკიცებდი იაგო ხვიჩიას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ წევრთან, იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 19:36

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ნდობის ჯგუფთან შეხვედრაზე განვიხილეთ თუ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რისი გამოსწორებაა საჭირო და რაზეც ვმუშაობთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრსაუბარი იყო საიდუმლო შესყიდვების საკითხზე, რაც გვაქვულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დეპუტატებთან საუბარი იყო, 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუ რა გააკეთა, რას გეგმავენ მომავალში, რა პრობლემები აქვთ, რისი გამოსწორებაა საჭირო, რაზეც მუშაობენ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

28 იანვარი 2021, 19:34

საზოგადოება

არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ 5 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ ეთერში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსების გამო 5 000 ლარით დააჯარიმა და მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება დაავალდებულა, - ამის შესახებ ნათქვამია აღნისნული კომისიის მიერ გავრცეელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2021, 19:32

მსოფლიო

2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც 1946 წლიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 19:29

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე: მას ქვეყანა არ დაუტოვებია

შემიძლია გითხრათ, რომ ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია და ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ამ ადამიანის დაკავება.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 19:24

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ჩემსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს

„ჩვენ დიდი ხანია ოჯახებით ვმეგობრობთ, ჩემი და მისი კადრები არ არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ 8 წელია აქ ვართ და აქ არის ძველი კადრი. ჯერ ის გაარკვიეთ, ვინ ვისი კადრია და მერე ილაპარაკეთ“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 19:15

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური ილიჩოვასა და მელაშვილზე: მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი

პოლიტიკურ პატიმრებს, რა თქმა უნდა, ვერ დავარქმევდი მათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულთა გათავისუფლების მიზეზი ისაა, რომ ალბათ, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე აღარ არსებობს.

არჩილ თალაკვაძე

28 იანვარი 2021, 19:11

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე NDI-ის ოფისის დირექტორს საქართველოში, ალან გილემს შეხვდა

არჩილ თალაკვაძემ NDI-ს ოფისის დირექტორთან განიხილა ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მეათე მოწვევის პარლამენტი დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ემზადება - მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, თემატური კვლევების მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივებს დაეხმარება, საპარლამენტო პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების მხარდაჭერა.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 19:10

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ამაზე ნურც იოცნებებენ

ამ თემაზე უკვე წლებია საუბრობენ, რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ სისულელეა - ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

28 იანვარი 2021, 19:08

COVID19

მსოფლიო პატრიარქმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მსოფლიო პატრიარქმა ვაქცინაცია სტამბოლის საავადმყოფოში გაიარა.

28 იანვარი 2021, 18:56

სამართალი

პროკურორი გარეჯის საქმეზე: ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე, რადგან ბრალდებულების მიმართ გამოძიება უკვე ამოწურულია

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ბრალდებულების მიმართ გამოძიება უკვე ამოწურულია, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

28 იანვარი 2021, 18:51

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გიგა ბოკერიას მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას

„ღმერთმა დაიფაროს საქართველო, კიდევ ერთი რევოლუციისგან. ამ ქვეყანას სჭირდება ეტაპობრივი, საფეხურებრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, ევოლუციური და არა რევოლუციური. ეს რევოლუციები და გადატრიალებები, კიდევ ვიღაც ძვლებში დამამტვრეველი ჯალათების ხელისუფლებაში დაბრუნდება, გლდანის ციხის იმ ფუნქციით აღდგენა, როგორითაც იყო 2012 წლამდე, ამისგან ღმერთმა დაიფაროს საქართველო. ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. ვინც იბრალებს, რომ რევოლუციას მოაწყობს, იმ ხალხის რევოლუცია არ გაიშვას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

28 იანვარი 2021, 18:45

COVID19

ისრაელში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 92%-იანი ეფექტურობა გამოავლინა

ისრაელში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 92%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:34

სამართალი

ჯარჯი წიკლაური: მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტი არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი

ჩვენ საქმეში გვაქვს 100-მდე სხვადასხვა მასშტაბისა და წლის რუკა ამოღებული, მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტი არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი, ყველა ისტორიული ძეგლი ამ კომპლექსის არის ჩვენი და ამ რუკაზე ეს ჩანს ყველაზე მკაფიოდ, - ამის შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით„დღის ქრონიკაში“ ისაუბრა

ედუარდ მარიკაშვილი

28 იანვარი 2021, 18:28

სამართალი

ივერი მელაშვილის ადვოკატი გირაოს ოდენობის გასაჩივრებას გეგმავს

მე ვფიქრობ, რომ გირაოს ოდენობას გავასაჩივრებთ, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:17

სამართალი

ჯარჯი წიკლაური: ივერი მელაშვილმაც და ნატალია ილიჩოვამაც გაცნობიერებულად და განზრახ ჩაიდინეს ეს დანაშაული

ჩვენი მთავარი კონცენტრაცია დღეს არის იმ პირთა ირგვლივ გამოძიების წარმოება, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, ივერი მელაშვილის ზემდგომები, ვისი მხრიდანაც შეიძლება მოდიოდეს ეს დავალება და ვინც ეს უკანონო დანაშაულებრივი მისცა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, - შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით„დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:15

სამართალი

ჯარჯი წიკლაური: 200-ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ

200-ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ჩვენ ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ. ასევე, მის კომპიუტერში ვიპოვეთ კარტოგრაფიული დოკუმენტი, რუკა ელექტრონული სახით, სადაც მონიშნული იყო ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა და ტერიტორიები დავკარგეთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ რუკაზე წითელი ხაზებითაა მონიშნული მონაკვეთები და იგი მეტყველებს, რომ ტერიტორია საქართველოს საზიანოდ გასხვისდა.

ალექსეი ნავალნი

28 იანვარი 2021, 18:11

მსოფლიო

მოსკოვის საოლქო სასამარლთომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კახა ბექაური

28 იანვარი 2021, 18:11

საზოგადოება

კახა ბექაური: ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა

„დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედიასაშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა. ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო.

ივერი მელაშვილი

28 იანვარი 2021, 18:08

სამართალი

ივერი მელაშვილი: იმედი მაქვს, გავიმარჯვებ, შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - მე ვგრძნობ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. „როგორც იქნა მოხდა ის, რომ გამათავისუფლეს. ეს როგორც საზოგადოების დამსახურებაა პირველ რიგში, ჩემი ადვოკტატების დამსახურებაცაა. ახლა დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. არავითარი საფუძველი არ არსებობდა დაკავების, მაგრამ დამაპატიმრეს. კარგია, რომ გამათავისუფლეს. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. არსებითად არ ვეთანხებოდი გირაოს. ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი. იმიტომ, რომ ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება, ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მელაშვილმა.