imedi /  19 ოქტომბერი 2020, 19:55 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში იმყოფებიან, სავარაუდოდ, სისხლის საერთო და თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული ანალიზები ჩაუტარდებათ

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში იმყოფებიან, სავარაუდოდ, სისხლის საერთო და თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული ანალიზები ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრთან მსჯელობა გაიმართა.

„ამ ეტაპზე ბინაზე დარჩენილების რამე სპეციალური მკურნალობა არ ხდება. თუ მათ აქვთ ქრონიკული დაავადება, რომელსაც მანამდეც მკურნალობდნენ, აგრძელებენ ამ პროცესს, მაგრამ კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება, თუ ვინმეს სჭირდება მისი სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში მიჰყავთ. ახლა შეიძლება განხორციელდეს ღონისძება, რაც არ ხდება არც ერთ სხვა ქვეყანაში.

დღეს იყო პრემიერთან მსჯელობა, რომ გამოკვლევის რაღაც მინიმალური პაკეტი, იქნება ეს სისხლის საერთო ანალიზი ან ე.წ. დედიმერი, რომელიც არის ასევე სისხლის ანალიზი და არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი, რადგან ასეთი გართულება კოვიდისთვის ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებშიც. იყო ერთი-ორი სიგნალი ამ მხრივ სახლში დატოვებული პაციენტებიდან, ეს სიგნალები რომ არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქმნას ისეთი პრეცენტენდი, როგორიც არის უცხოეთში, როდესაც უსიმპტომო პაციენტებშიც დიდი დანაკარგია, ამიტომ მუშავდება საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს სულ მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რაც იქნება იმის გარანტია, რომ მას გართულება არ განუვითარდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კლინიკურ და რეანიმატოლოგების ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2022, 16:19

კულტურა

კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ART & SOCIETY“ შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

05 ოქტომბერი 2022, 16:14

საზოგადოება

თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ გაიმართება

კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრი; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“; მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“.

05 ოქტომბერი 2022, 16:12

ტექნოლოგიები

ნობელის პრემია ქიმიის დარგში ორგანული სინთეზის ინოვაციური მეთოდების ავტორებს მიენიჭა

ჯილდო მეცნიერებს „კლიკ-ქიმიის მეთოდების შემუშავებისა და ბიოორთოგონალური ქიმიისთვის“ გადაეცათ. საუბარია ორგანული სინთეზების ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებენ და უფრო ეფექტიანს ხდიან ახალი შენაერთების შექმნას.

05 ოქტომბერი 2022, 16:08

საზოგადოება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

ანდრია გივიდანი

05 ოქტომბერი 2022, 16:02

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა

მსოფლიო ბანკი - 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და, ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ცუცქირიძე

05 ოქტომბერი 2022, 15:59

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: 2022 წელს საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 15:54

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6%-იანი აღდგენაა

„თუ შევადარებთ 2019 წელს, მნიშვნელოვანია რომ მზარდია ახალი კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის მიმართულებით, ასევე სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც თავისი პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავლებსა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე“.

05 ოქტომბერი 2022, 15:50

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

„ჯანდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძე

05 ოქტომბერი 2022, 15:45

სპორტი

კახა კალაძე: ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა, უნიჭიერესი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს

ხვიჩა კვარაცხელია უძლიერესი და უნიჭიერესი ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

05 ოქტომბერი 2022, 15:12

სამართალი

ძმები კაკულიების პროცესი განახლდა

ერთ-ერთი მოწმის თქმით, მან 14-მდე გასროლა გაიგონა, ამის შემდეგ კი დაჭრილი ადამიანები დაინახა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მოწმის თქმითვე, ის ვერ იხსენებს იმ ადამიანების სახეს, ვინც უშუალოდ გაისროლა, თუმცა დაინახა, როგორ გარბოდნენ ისინი ადგილიდან.

05 ოქტომბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციამ საოკუპაციო ხაზი მოინახულა

ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ოქტომბერი 2022, 15:04

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა.

გიორგი ტყემალაძე

05 ოქტომბერი 2022, 15:03

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს.

05 ოქტომბერი 2022, 15:01

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორსა და თურქეთში ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ჰასან მოჰტაშამს შეხვდა.

05 ოქტომბერი 2022, 14:55

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებაზე. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“.

05 ოქტომბერი 2022, 14:52

სამართალი

ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

05 ოქტომბერი 2022, 14:51

პოლიტიკა

პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს

პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტმაც დაიწყოს აქტიური მუშაობა. საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და პროცესში ჩართულია შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც.

05 ოქტომბერი 2022, 14:47

რეგიონი

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო

ოპოზიციამ სხდომაზე საკვები პროდუქტები მიიტანა და ამ ფორმით ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა გააპროტესტა .საუბარი იყო ურეკში მიწების გასხვისების საკითხზეც. ბრალდებებს „ქართული ოცნება“ უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავენ, რომ მათი მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ამისთვის პროვოკაციების მოწყობა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 ოქტომბერი 2022, 14:35

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე MKD-ის განცხადებაზე: გარკვეული ძალები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას, თუმცა სრულიად უშედეგოდ - ბატონმა ივანიშვილმა ,,კრედიტ სუისს" განუცხადა, რომ არ იყო მზად შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება

ბიძინა ივანიშვილის პრინციპული პოზიციის მიუხედავად ,,ომისა და ღალატის პარტია" და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, რაც საქართველოს ომში ჩათრევისკენ არის მიმართული, სწორედ ამ დექსტრუქციული გეგმის ნაწილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრების მცდელობა - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რითაც იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს ეხმიანება.

05 ოქტომბერი 2022, 14:28

სამართალი

პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ხულიგნობას გულისხმობს.