imedi /  20 ოქტომბერი 2020, 12:23 / სანდო წყარო

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დადგინდება პირობები, რა შემთხვევაში გაუკეთდება მოქალაქეს PCR ან ანტიგენზე დამზადებული ტესტი.

„როდესაც ცხელებით მიდის პაციენტი კლინიკაში, სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს, დღეს განვიხილეთ თემა და ხვალიდან, იქ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს ინფიცირების-ქუთაისსა და თბილისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე. ჩვენ გვაქვს კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი და PCR-ს შევაშველებთ. ცხელების ცენტრში მოხდება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ანტიგენის ტესტი თავისი მგრძნობელობით თითქმის მიუახლოვდა PCR-ის სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ. დადგინდება ჯგუფები, ვის გაუკეთდება PCR-ი და ვის ანტიგენის ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 23:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თინა ხიდაშელი

03 დეკემბერი 2020, 23:29

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: ჩემთვის კობა დავითაშვილი პატარა ბიჭად დარჩება, ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა

ჩემთვის კობა იმ პატარა ბიჭად დარჩება, იმ ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში კობა დავითაშვილზე განაცხადა. მან ეთერში კობა დავითაშვილი გაიხსენა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

03 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:25

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის. ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად, თუ განვითარების რა გზას ადგას ქვეყანა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ Trace International-ის ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:03

სპორტი

ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა

ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

03 დეკემბერი 2020, 22:59

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 დეკემბერი 2020, 22:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

ოლივიე ვერანი

03 დეკემბერი 2020, 22:45

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: უახლოეს თვეებში ვაქცინა ეპიდემიის სახეს ძირეულად არ შეცვლის

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტი იარაღია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისი ეფექტი დაუყოვნებლივ არ დადგება.

ლევან კობიაშვილი

03 დეკემბერი 2020, 22:38

სპორტი

ლევან კობიაშვილი: ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

03 დეკემბერი 2020, 22:14

სპორტი

საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ჟან კასტექსი

03 დეკემბერი 2020, 22:14

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება.

ჟან-ივ ლე დრიანი

03 დეკემბერი 2020, 21:58

მსოფლიო

ჟან-ივ ლე დრიანი: საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.

03 დეკემბერი 2020, 21:37

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ცხელების ცენტრს დღეს 56-მა პაციენტმა მიმართა. კახეთში ამ დროისთვი 2 296 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათ შორის 2 077 ბინაზე იმყოფება, 26 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 193 პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ-კლინიკაში გადის.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.

მარტა ტემიდუ

03 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა ტემიდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებაზე, რომელიც ყველასთვის უფასო იქნება.

03 დეკემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. როგორც გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს, შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

03 დეკემბერი 2020, 21:11

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯო ბაიდენს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ირანისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას.

ირაკლი ბერაია

03 დეკემბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში

ალიანსის მოკავშირეებმა ერთხმად დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატება განახლებული და გაძლიერებული არსებითი პაკეტის მინიჭებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მალხაზ თორია

03 დეკემბერი 2020, 20:48

რეგიონი

მალხაზ თორია ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მალხაზ თორიამ სამედიცინო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სიახლე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელმა მალხაზ თორიამ გააცნო. რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდრაზე ტესტების აღების ლოკაციებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

03 დეკემბერი 2020, 20:46

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 993 ადამიანი გარდაიცვალა.