20 ოქტომბერი 2020, 16:39 / სანდო წყარო

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა. მთავრობამ განმარტა, რომ ახალი პოსტის შემოღების აუცილებლობა კორონავირუსის მეორე ტალღამ და მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობამ გააჩინა. კოვიდ-19-ის საკითხებში კომისარი 39 წლის პედრო ფაკონია. ფაკონი ამბობს, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბელგია გაცილებით კარგად არის მომზადებული მეორე ტალღისთვის.

პირბადეების, სადეზინფექციო საშუალებების, სამედიცინო აღჭურვილობის მარაგები გვაქვს. დღეს გაცილებით დიდი ცოდნა გვაქვს ვირუსზე, ვიდრე მარტში. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია და ჩვენ დღეს უკეთ შეგვიძლია ხანდაზმულების დაცვა. ჩვენ ზომებს ვიღებთ დღეს, რადგან ხვალ არ დაგვჭირდეს ქვეყნის სრული დახურვა. სიტუაცია შემაშფოთებელია, სერიოზულია, მაგრამ კრიტიკული არ არის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საავადმყოფოებზე არ იყოს ზეწოლა. დღესდღეობით უკეთესად მუშაობს კონტაქტების დადგენის პროცედურა. სპეციალური ფორმა, რომელიც კონტაქტების აღრიცხვის მიზნითაა შემოღებული მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ შეავსო. წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ ტესტირება სავალდებულოა და ესეც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს. გასაუმჯობესებელია და დასახვეწი ტესტირების სისტემა და პროცედურები. თუ პაციენტს ტესტის პასუხის მისაღებად რამდენიმე დღე უწევს ლოდინი, მაშინ ტესტის გაკეთება აზრს და მის მთავარ დანიშნულებას კარგავს. დამატებითი განმარტების გაკეთებაა საჭირო, რადგან თუ ვამბობთ, რომ ე.წ. აგრესიული ტესტირებაა ძირითადი სტრატეგია, მაშინ პასუხიც პაციენტმა სწრაფად უნდა მიიღოს. დღესდღეობით ლაბორატორიებს შეუძლიათ 60 000-დან 65 000-მდე ტესტის დამუშავება, თუ 65 000-ს გასცდა რაოდენობა, მაშინ მოქალაქეებს ლოდინი უწევთ და ტესტირებაც თავის მთავარ არსს კარგავს. ამ პრობლემის გადაჭრა ერთ დღეში შეუძლებელია, რადგან ლაბორატორიებს ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად დრო და რესურსი სჭირდებათ. ნოემბრის დასაწყისისთვის ლაბორატორიებს მეტი ტესტის დამუშავების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და წლის ბოლომდე 100,000-მდეც უნდა ავიდეთ. PCR ტესტირებას დაემატება სწრაფი ტესტირებაც. ჩემი მოვალეობაა სტრატეგიის შემუშავება და მისი მინისტრებისთვის წარდგენა”, - განაცხადა ფაკონმა ბელგიურ რადიო 1-ელთან საუბრისას.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2020, 18:08

ეკონომიკა

BAG-ი SolAbility-ის რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 18:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღას მზად შეხვედროდა

„600 საწოლი გვქონდა, თუ არ ვცდები, როდესაც პირველი ტალღა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ეს ტალღა მარტივად გავიარეთ. ესეც ხომ ამ სფეროს დამსახურება იყო და საზოგადოებისაც, მათ შორის. დღეს გაათმაგებულზე მეტი რაოდენობის საწოლი გვაქვს, ეს ერთ-ერთი კომპონენტი გამახსენდა უბრალოდ. შეიძლებოდა ყოფილიყო თხუთმეტჯერ მეტი, პირობითად, ამაზე მორჩეს, გადავიაროთ, ვიბრძოლოთ ერთად, გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და მერე, ვილაპარაკოთ რამდენიც გნებავთ. პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორც ერთ მოქალაქეს, შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღას მზად შეხვედროდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 17:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც ეკატერინე ტიკარაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, ეს ამორალურად მიმაჩნია

რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და მათი შესწავლა აუცილებელია. მე არ მოვერიდები კრიტიკას და ხელს არავის დავაფარებ, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, მაგალითად, ეკატერინე ტიკარაძის წინააღმდეგ, ეს ამორალურად მიმაჩნია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 17:55

COVID19

ვახტანგ გომელაურმა და ეკატერინე ტიკარაძემ 112-ში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან, 112-ში სამუშაო შეხვედრა გამართა.

ზურაბ ჯაფარიძე

04 დეკემბერი 2020, 17:47

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი“ არ დამიტოვებია, ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო

მე „გირჩი“ არ დამიტოვებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა. ჯაფარიძემ მიზეზები არ დაასახელა, თუ რატომ გაიყო პარტიის თანაგუნდელების გზები. აღნიშნა, რომ უთანხმოება არ უკავშირდება მათი პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს.

04 დეკემბერი 2020, 17:46

ეკონომიკა

კორონავირუსთან გამკლავებაში დასახმარებლად​​​​​​​, ADB-მ საქართველოს $2.5-მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა

​​​​​​​აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად. კორონავირუსის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის (APDRF) მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით.

ალეკო ელისაშვილი

04 დეკემბერი 2020, 17:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: ჯვარს რომ მაცვათ, დეტალებს მაინც ვერ გეტყვით

ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებდით, გულწრფელად გეუბნებით, ძნელია, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, უბრალოდ, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობა ნაყოფია

04 დეკემბერი 2020, 17:37

პოლიტიკა

კობა ნაყოფია: მესამე რაუნდი მას შემდეგ გაიმართება, რაც პოზიციების ურთიერთგაცვლა მოხდება

ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში ცვლილებები არ არის, ჩვენ უბრალოდ დავაკონკრეტეთ დეტალიზებული, წერილობითი მოთხოვნები და გადავეცით ფასილიტატორებს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ხაზარაძე

04 დეკემბერი 2020, 17:36

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის მესამე რაუნდი უახლოეს ორ დღეში გაიმართება

ჩვენ მოვიტანეთ წინადადებათა პაკეტი, ფასილიტატორებმა გვთხოვეს დრო, რათა მივიღოთ ხელისუფლებისგან ჩამოყალიბებული პასუხი ამ პაკეტზე. მესამე რაუნდს უახლოეს ორ დღეში ველოდებით, - ამის შესახებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ერდოღანი: იმედი მაქვს, საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს მაკრონის პრობლემას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

დავით ბაქრაძე

04 დეკემბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ: ბოიკოტთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია უცვლელია

დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ეს მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი, დოკუმენტური ფორმით. ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა, ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2020, 17:28

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სისტემაზე: დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ქართული ჯანდაცვის სისტემა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მხრიდან წარმოებული კამპანია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის და კონკრეტული კლინიკების დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელი და სახიფათოა.

04 დეკემბერი 2020, 17:14

მსოფლიო

სომხეთი საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.

04 დეკემბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ელჩებთან მორიგ შეხვედრას მართავენ

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის გამართვამდე დიპლომატები ოპოზიციას, სავარაუდოდ, ბოლოჯერ ხვდებიან. ამ წუთებში ელჩებს პარტიები ერთობლივად შემუშავებულ წინადადებებს აცნობენ. კონსულტაციები ამჯერად ამერიკის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

რასელ ვესტბრუკი

04 დეკემბერი 2020, 17:09

სპორტი

რასელ ვესტბრუკი კარიერას „ვაშინგტონში“ განაგრძობს

რასელ ვესტბრუკი კარიერას „ვაშინგტონში“ განაგრძობს. როგორც ESPN-ი იტყობინება, „ჰიუსტონ როკეტსმა“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ, „ვიზარდსიდან“ ჯონ ვოლი და 2023 წლის დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება მიიღო.

ელისაბედ II

04 დეკემბერი 2020, 17:04

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ძაღლი მოუკვდა

2 წლის წინ ელიზაბეტ II-ს კიდევ ორი ძაღლი, უილოუ და უისპერი დაეღუპა. 2015 წელს ელიზაბეტ მეორემ გადაწყვიტა ძაღლები აღარ აეყვანა. დედოფალმა განმარტა, რომ არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ოთხფეხა მეგობრები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ.

04 დეკემბერი 2020, 17:03

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,267 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,267 ადამიანს გამოუვლინდა, 41 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 138,000 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,551 ადამიანი. ვირუსისგან 83,000 პაციენტი განიკურნა.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2020, 17:02

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის სისტემაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ყველასთვის საზიანოა

17 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმეა, მაგრამ ინფორმაციის დამახინჯება, თითქოს გოგონა კოვიდინფიცირებული იყო და ბინაში გარდაიცვალა, რადგან ვერ მოხერხდა კლინიკაში გადაყვანა არის უსაფუძვლო და ტყუილი - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 16:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს, ბარაკ ობამას, ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს შეუერთდება და საზოგადოების ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დარწმუნების მიზნით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:51

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მინისტრის თქმით, ზოგადად, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგა უწყებებს ახლო ურთიერთობა აქვთ.