imedi /  21 ოქტომბერი 2020, 11:24 / სანდო წყარო

თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1, 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი. დღეის მდგომარეობით დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, 21 ოქტომბრის მონაცემებით არსებულ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელი ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს. დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირებულია - 445, აჭარაში - 369, იმერეთში 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 66, მცხეთა-მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 1. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა მიმდინარე გვაქვს 11 033, 20 ოქტომბრის მდგომარეობით. მათ შორის: 3071 მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში - 637. მძიმე პაციენტი გვყავს 372 პირი, ხოლო თბილისში მკურნალობის კურსს აქედან გადის - 186, ხოლო აჭარაში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, აქედან თბილისში 52 პირი , აჭარაში - 11. 1772 პირი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში, საიდანაც 1119 პირი არის აჭარაში, ხოლო 500 - თბილისში. 6 544 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. ამ ეტაპზე, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4 462 ადამიანი, აქედან თბილისში - 1007, აჭარაში -2215. 6-20 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6857 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში გვყავს 21 703 პირი, საიდანაც თბილისში 3599 პირი იმყოფება, აჭარაში - 8808, იმერეთში - 3341. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 21 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქევყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ეიფელიკს კოშკი კიბე

01 დეკემბერი 2020, 21:59

ტაბლოიდი

ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი 274,4 ათას ევროდ გაიყიდა

ლოტის საწყისი ფასი 40 ათას ევროს არ აღემატებოდა. სპირალური კიბის ფრაგმენტი 3 მეტრის სიმაღლისაა და წარსულში ის ეიფელის კოშკის მეორე და მესამე სართულებს აკავშირებდა.

01 დეკემბერი 2020, 21:50

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 287 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 287 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 335 878 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 120 ადამიანი გარდაიცვალა.

მაიკ პომპეო

01 დეკემბერი 2020, 21:48

მსოფლიო

ბერძნული მედია: მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის. ინფორმაციას ამის შსახებ ბერძნული მედია ბერძნულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკა მელია

01 დეკემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

ნიკა მელია დიალოგზე: გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა

„ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს“.

ეიფელის კოშკი

01 დეკემბერი 2020, 21:32

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ ღირსშესანიშნაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძე

01 დეკემბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ოპოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით ერთიანია

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ შეიცვლება და არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რადიოტელესკოპი არესიბო

01 დეკემბერი 2020, 21:25

ტექნოლოგიები

პუერტო-რიკოში მსოფლიოში სიდიდით მეორე რადიოტელესკოპი ჩამოინგრა

წელს ტელესკოპზე კიდევ ორი ავარია მოხდა - აგვისტოსა და ნოემბერში. ორივე შემთხვევაში გასკდა ტროსები, რომლებიც მოწყობილობის პლატფორმას აკავებდა. ბოლო ინციდენტის დროს აღჭურვილობა დაზიანდა. NSF-ი „არესიბოს“ კონტროლირებულ განადგურებას გეგმავს, რადგან ობსერვატორიის დანგრევის უსაფრთხო გზა არ არსებობს.

01 დეკემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

ნატოს ექსპერტთა ჯგუფი: ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა

ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის“, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

01 დეკემბერი 2020, 21:14

სპორტი

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ ერთად ივარჯიშა

​​​​​​​კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „რუბინთან“ ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. „ბოლო ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ის ყაზანში დაბრუნდა და გუნდს შეუერთდა,“-ნათქვამია განცხადებაში.

01 დეკემბერი 2020, 21:10

ტექნოლოგიები

ჩინეთის ხომალდი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

მისიის მიზანი მთვარის გრუნტის მოგვარებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მოდულს 48 საათი აქვს. ამ დროის გასვლის შემდეგ აპარატი კაფსულას, სადაც დაახლოებით 2 კილოგრამი გრუნტი მოთავსდება, ორბიტალურ მოდულზე მოათავსებს, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდება.

01 დეკემბერი 2020, 20:57

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 603 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯეიმს აპატურაი

01 დეკემბერი 2020, 20:51

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: მინისტერიალზე შეთანხმდებიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს ქმედებებს გააძლიერებს

„საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებული იყო ამ საკითხით . რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად - აი, ეს მეტწილად უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ინფორმაციის გაცვლა, საქართველოს უნარის და შესაძლებლობების გაძლიერება სანაპირო თავდაცვის საკითხებში , რეფორმების მხარდაჭერა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები.ძალიან ბევრი ახალი იდეაა. მხარდაჭერის დამატებითი ღონისძიებები აისახა ნატო -საქართველოს არსებით პაკეტში და ამასთან ერთად გადაწყვეტილებებს ვიღებთ ცალკე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ცალკე , მაგრამ დიდწილად ინტეგრირებული არსებით პაკეტთან. ნატოს მინისტრები შეთანხმდებიან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად პაკეტზე“, - აღნიშნა აპატურაიმ.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 20:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება

გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

01 დეკემბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 785 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან ვარშალომიძე

01 დეკემბერი 2020, 20:35

პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძე ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: ასეთი განცხადებების შემდეგ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ვარშალომიძე პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ადგილს ოპოზიციის აქციებზე ვერ ხედავს. „ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, უკვე ერთობლივად გავემიჯნეთ ამას. ჩვენი სახეობა არაა ძალადობა. პირდაპირ გეტყვით, ასეთი განცხადებების შემდეგ, არამედ, აქ მოსვლა, არამედ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის“ - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

სერგეი ლავროვი

01 დეკემბერი 2020, 20:30

მსოფლიო

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას დნესტრისპირეთიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე.

01 დეკემბერი 2020, 20:20

სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავარიის დროს დაშავებული ქვეითის მდგომარეობა მძიმეა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიის დროს დაშავებული ქვეითის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

გელა ბეჟუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 20:17

პოლიტიკა

გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 7 საათი გაგრძელდა

„მოგეხსენებათ, რომ კომისია არის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია. ის არ ექვემდებარებოდა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და დღეს გამომძიებელთან ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებაში. არც მაშინ და არც დღეს არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში ან მათ პატრიოტიზმში“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

ირაკლი უგულავა

01 დეკემბერი 2020, 20:10

საზოგადოება

ირაკლი უგულავა: რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულო ლიცენზირებას არ საჭიროებს

„ესაა ფაქტი, ამაზე ყველა იურისტი დამემოწმება და პროკურატურამაც უნდა იცოდეს. მოგეხსენებათ, მეორე ბრალდება არის ის, რომ მე ვარ ჩემი ძმის ძმა. თურმე, ესეც დანაშაული ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ. რაც შეეხება ჩემს კომპეტენციას; მე მაქვს ამ სფეროში მუშაობის 21 წლის სტაჟი, დამემოწმებიან ბრალდების მხარის ექსპერტებიც, რაგან მე მათ, ყველას, პრაქტიკულად, პირადად ვიცნობ, ისინიც მიცნობენ და აქ კომპეტენციის პრობლემა არ დგას. ბოლო 21 წლის განმავლობაში, მხოლოდ კარტოგრაფიული მიმართულებით ვმუშაობ. ეს ექსპერტიზა ჩავატარე მარტო მე, მაგრამ არ ვიცი, კანონმდებლობა როგორ ითვალისწინებს, არ შეიძლება ერთმა ადამიანმა ჩაატაროს ექსპერტიზა?“, - აცხადებს ირაკლი უგულავა.

01 დეკემბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ბიტკოინის ფასი რეკორდებს ხსნის

1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 19,3 ათასი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2,7-ჯერ არის გაზრდილი. ჯერ კიდევ ოქტომბერში ბიტკოინი 11 000 დოლარი ღირდა.